გუტი: "ჩემი ნება რომ იყოს, ფალკაოს ვიყიდდი"

გუტიმ 31 ოქტომბერს, თავის დაბადების დღეზე "Agencia Efe"-ს ჟურნალისტს ვრცელი ინტერვიუ მისცა.


- ამ მომენტისათვის, რეალმა ერთი მატჩით ნაკლებში იწვნია მარცხი, ვიდრე გასულ წელს მთელი სეზონის განმავლობაში. რა უნდა იყოს ამის მიზეზი?

- უპირველეს ყოვლსა მინდა აღვნიშნო, რომ რეალის ბოლო მარცხმა გამაოცა, ფეხბურთელებმა ვერ აჩვენეს თავიანთი შესაძლებლობები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მთელი სეზონის ერთ დონეზე ჩატარება შეუძლებელია თუნდაც მადრიდის რეალისათვის, რადგან ძალიან ხშირად უწევთ შეხვედრების ჩატარება. ამას გარდა უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ფეხბურთელთა უმეტესობა ევროპის ჩემპიონატზე თამაშობდა და ფაქტიურად დასვენებისათვის მათ დრო არ ჰქონიათ, ეს ყველაფერი კი მათ ფიზიკურ მომზადებას დაეტყო. ცუდი სტარტიც სწორედ ამან გამოიწვია.

- მოურინიო მართალია, როდესაც ასეთ მდგომარეობაში კასტილიელების იგნორირებას აგრძელებს? (შეგახსენებთ ინტერვიუ ჩაიწერა სამეფო თასზე გამართულ შეხვედრამდე)

- მწვრთნელი იმ ფეხბურთელებს ათამაშებს, რომლებიც მისი აზრით უკეთეს ფორმაში არიან და მის გადაწყვეტილებას ყველამ პატივი უნდა სცეს. მე, როგოც კასტილიის აღზრდილს კი მიმაჩნია, რომ ასეთი ქმედებებით, მოურინიო ახალგაზრდა ფეხბურთელებს აჩვენებს, რომ მათზე გათვლას არ აპირებს. როდესაც გუნდში ორი მარცხენა მცველი დამტვრეულია და კასტილიელი ფეხბურთელი მზად არის შეავსოს წარმოქმნილი ვაკუუმი, მას თავის გამოჩენის საშუალება აუცილებლად უნდა მისცე, რასაც რეალის თავკაცი არ აკეთებს და თრგუნავს ახალგაზრდა ფეხბურთელებს.

- თქვენ რომ მწვრთნელი ყოფილიყავით, ესიენს მარცხენა მცველად არ დააყენებდით?

- ესიენი იმ ფეხბურთელთა რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც სადაც არ უნდა დააყენო ბოლომდე დაიხარჯებიან გუნდის წარმატებისათვის, მოურინიომ კი ამის შესახებ ყველაზე კარგად იცის. ამ თვისების გამო მაიკლს ძალიან დიდ პატივს ვცემ. მაგრამ აქ სხვა პრობლემაა, როდესაც შენ ფეხბურთელს აყენებ იმ პოზიციაზე, სადაც მას არასოდეს უთამაშია და მითუმეტეს იმ ფლანგზე, რომელიც მისთვის უცხოა, მისი თამაშის ხარისხი საგრძნობლად მცირდება. ამ განცხადებით ფეხბურთელს არ ვაკრიტიკებ, უბრალოდ აქ მწვრთნელის გადაწყვეტილება არის ცოტათი უცნაური, თავად მოთამაშემ ამ მატჩებში ყველაფერი გააკეთა რაც მას შეეძლო.

- კასტილიას ახლანდელ მოდელში შეუძლებელია გაჩნდეს ახალი რაული, გუტი ან კასილასი...

- ხორხე ვალდანოს დროს ეს ფეხბურთელები იმიტომ გაჩნდნენ, რომ მას სჯეროდა კანტერას შესაძლებლობების და თუ მადრიდის რეალის ახლანდელი მწვრთნელიც გამოუცხადებს მათ ნდობას, დარწმუნებული ვარ ახალ ვარსკვლავებს აღმოვაჩენთ. იმის გამო, რომ კასტილიელებს ყურადღებას არ უთმობენ, ისინი სხვა გუნდში მიდიან და ბრწყინვალედ ასპარეზობენ, მაგალითად ავიღოთ მატა, რომელიც ჩელსის ერთ-ერთი ლიდერია. თურმე არსებობენ ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ იასპარეზონ ძირითად გუნდშიც, უბრალოდ მწვრთნელმა მათ ნდობა უნდა გამოუცხადოს.

- თქვენ ბრაზდებით, როდესაც სხვა გუნდებში ხედავთ ისეთ ფეხბურთელებს როგორებიც არიან: მატა, ბორხა ვალერო, ნეგრედო და სოლდადო?

- დიახ, ოღონდ ეს გაბრაზებაზე მეტად დარდი არის. ისეთ გუნდს როგორიც რეალი არის, უნდა ჰქონდეს საკუთარი იდენტობა, რომელიც შემდგომში მდგომარეობს: მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების მოწვევა, რომლებსაც დახვდებათ კასტილიელებისაგან შექმნილი ბაზა. სამეფო კლუბს ესპანიზაცია, არ შეუშიდა ხელს, რადგან ისეთი ადამიანები როგორიც ვარ მე, კასტილიელები და უბრალოდ მადრიდისტები, უფრო ახლოს იქნებიან მადრიდის რეალთან

- თქვენ დიდი გამოცდილება დააგროვეთ მადრიდის რეალში, როგორ ფიქრობთ მოურინიოსადმი ნდობას ხომ არ კარგავენ ფეხბურთელები?

- არამგონია, მოურინიო ქარიზმატული პიროვნებაა, თუმცა ამასთან ერთად ის ყოველ გადაწყვეტილებას რაციონალური განხილვის შემდეგ იღებს. ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი მისია იკერ კასილასს აკისრია, რომელიც ყველაზე დიდი ხანია რაც რეალში ირიცხება და სამეფო კლუბის ნამდვილი სიმბოლოა, მითუმეტეს ახლა როდესაც ის კაპიტანია, მას უწევს დაარეგულიროს ყველა სახის ურთიერთობა როგორც მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის ასევე თავად მოთამაშეებს შორის. ეს კი ძალიან რთულია, საბედნიეროდ იკერი თავს ართმევს ამ მოვალეობას.

- კასილასი არ ჩანდა მაშინ, როდესაც განხეთქილება მოხდა რამოსსა და მოურინიოს შორის...

- მართალია, მაგრამ ამის საჭიროება არც იყო, რადგან საქმე გვქონდა ორ ძალიან გონიერ და შეგნებულ ადამიანთან, რომლებისთვისაც კლუბის ინტერესები პირველ საფეხურზეა. მოუს კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ ის ბრწყინვალე პიროვნებაა. რაც შეეხება სერხიოს, მას დიდი ხანია რაც ვიცნობ და უნა აღვნიშნო, რომ მას აქვს ძალიან გამოკვეთილი, ძლიერი ხასიათი და პრინციპები, რომლებსაც არ გადაუხვევს, თუმცა ხშირ შემთხვევაში ის ჩემს ქალიშვილზე სულგრძელი არის და დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს პრობლემა მალევე გადაწყდებოდა.

- ფიქრობთ, რომ "დაზავება" სეზონის ბოლომდე გასტანს?

- ფეხბურთში მხოლოდ შედეგს მოაქვს მშვიდობა და ზავი.

- ცოტა ხნის წინ რაულ ალბიოლმა განაცხადა, რომ არის კამპანია იკერ კასილასის წინააღმვდეგ, რომ მან არ აიღოს ოქროს ბურთი, გსმენიათ რამე ამის შესახებ?

- არ მსმენია ამის შესახებ, მაგრამ თუ რამე მსგავსი არსებობს არგუმენტები უნდა მოიყვანონ. კასილასს კი ვინმე რამეს თუ უწყობს ეს ოვაციები უნდა იყოს, ის არის ფეხბურთელი, რომელმაც მოიგო ყველაფერი რისი მოგებაც შეიძლებოდა, როგორც მადრიდის რეალთან ასევე ესპანეთის ნაკრებთან, დაგვამახსოვრა თავი სტაბილური და დამაჯერებელი თამაშით, ამას გარდა უამრავჯერ აქვს თავისი კარი გადარჩენილი ისეთი ბურთებისგან, რომლებიც ყველას აუღებელი მიაჩნდა.

- იმსახურებს ის ოქროს ბურთს?

- ჩემი აზრით იმსახურებს, უმეტეს შემთხვევაში ოქროს ბურთს იღებენ ის ფეხბურთელები, რომლებიც იტანენ ბევრ გოლს ან არიან გუნდის ლიდერები მოედანზე, მეკარეებს კი სხვა კატეგორიის ფეხბურთელებად მიიჩნევენ, გაიხსენეთ ვინ იღებს ამ ტიტულს: რონალდო, მესი, ვან ბასტენი და ა.შ. მეკარეები კი ჩრდილში არიან, ჩემი აზრით ყველას თანაბარი უფლება აქვს იბრძოლოს ამ ტიტულისათვის, იკერი კი ერთ-ერთი ღირსეული პრეტენდენტია.

- შეიძენდით ფალკაოს მადრიდის რეალისათვის?

- რა თქმა უნდა. ყოველთვის ვამბობდი, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებმა რეალში უნდა იასპარეზონ, ერთ-ერთი მათგანი კი ფალკაოა. თუ მას სამეფო კლუბში თამაშის სურვილი აქვს აუცილებლად უნდა გადმოვიდეს, რადგან აქ ის გაცილებით მეტ გოლს გაიტანს. ყველა თავდამსხმელის სურვილი კი ბევრი გოლის გატანა და ტიტულების მოგებაა.

ინფორმაციის წყარო: abc.es
dle 10.1

  • SunSay
  • 2 ნოემბერი 2012
  • 2378
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (89)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)