"პსჟ"-ს პრეზიდენტი : "რეალისთვის არ მიგვიმართავს"

უცხოურ პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფრანგული "პსჟ"-ს ხელმძღვანელობა მადრიდის "რეალისთვის" სარფიანი წინადადების შეთავაზებას აპირებდა, საქმე ეხება კრიშტიანო რონალდოსა და ჟოზე მოურინიოს გადაბირებას. თემასთან დაკავშირებით პარიზელთა პრეზიდენტმა ისაუბრა...


"ჩვენ არანაირი შეხება არ გვაქვს მადრიდის რეალთან, კრიშტიანო რონალდოს საკუთარი გუნდის რიგებში ხილვას ნებისმიერი კლუბის პრეზიდენტი ისურვებდა, მაგრამ კარგად ვხედავთ, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი ესპანეთის დედაქალაქში ბედნიერია და გარემოს შეცვლას არ აპირებს. ვფიქრობ, რონი კიდევ დიდ ხანს ითამაშებს "ბლანკოსის" რიგებში და ჩვენ ამას ვერ შევეწინააღმდეგებით."

"ჟოზე მოურინიოსთან დაკავშირებით არასდროს არავის გვისაუბრია, ეს უბრალოდ ჟურნალისტების მოგონილი ჭორია და მეტი არაფერი, დღევანდელი სიტუაციით კმაყოფილები ვართ, მწვრთნელს მუშაობის საშუალებას ვაძლევთ და მივისწრაფვით იმ მიზნების მიღწევისკენ, რომელიც მიზნად არც ისე დიდი ხნის წინ დავისახეთ." dle 10.1

  • Hala
  • 1 ნოემბერი 2012
  • 1894
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)