მადრიდისტები "ალკოიანოსთან" მატჩის შემდეგ

კოპა დელ რეის 1/16 ფინალის პირველი თამაშის მოგების შემდეგ, ახალგაზრდა მადრიდისტებმა კომენტარები გააკეთეს.


ალვარო მორატა: "რა თქმა უნდა, რთული დაპირისპირება გამოდგა.გაშვებულ გოლზე მყისვე მოვახდინეთ რეაგირება და რამდენიმე წუთში სამბურთიანი სხვაობ აღვადგინეთ.გახარებულნი ვართ, რამეთუ სასურველი შედეგი ვბრუნდებით მადრიდში.გოლების შექმნა მიყვარს, მაგრამ გამარჯვება ყველაზე მნიშვნელოვანია."

"მადრიდის "რეალი" მსოფლიოში საუკეთესო კლუბია.თითოეულჯერზე, როდესაც პირველი გუნდის მაისურით გამოვდივარ, ვცდილობ ბოლომდე დავიხარჯო.მზად ვარ ვითამაშო იქ, სადაც დამიძახებენ.შეიძლება ეს იყოს "კასტილია," ან პირველი გუნდი."

"სამეფო კლუბის ფორვარდები საუკეთესონი არიან.იმედია, ერთ დღეს მეც დავმკვიდრდები პირველ შემადგენლობაში.მაქსიმალურად ვცდილობ გამოვიყენო ის წუთები, რომელსაც მწვრთნელი მაძლევს."

"მოხარული ვარ, რომ ხოსე როდრიგესის ირგვლივ ამგვარად განვითარდა მოვლენები.სადებიუტო თამაში და შესანიშნავი გოლი.ეს ყველაფერი სიზმარივითაა.ხოსე კარგი ფეხბურთელი და კარი მეგობარია.წარმატებები მას."

ნაჩო ფერნანდესი: "1-4 შესანიშნავი შედეგია, მაგრამ ფეხბურთში არასოდეს უნდა მოდუნდე.განვლილ მატჩში კარგი ფეხბურთის დემონსტრირება მოვახდინეთ.დამაჯერებლად ვითამაშეთ დაცვაში და მოწინააღმდეგის კართან შექმნილი ყველა მომენტი გამოვიყენეთ."

"ბედნიერი ვარ, რომ ამდენ კანტერანოსს მოგვეცა პირველ გუნდში თამაშის შანსი.ეს ყველას ოცნებაა."

ანტონიო ადანი: "ამ რაოდენობის აკადემიის აღზრდილები პირველ შემადგენლობაში - უბრალოდ სიხარულია.ყოველთვის გვიხარია, როდესაც კანტერანოს შანსი ეძლევა.ემოციებს ვერ ვმალავ, ხოსე როდრიგესი მხოლოდ 17 წლისაა და მან სადებიუტო მატჩში გოლის გატანა მოახერხა.ფენომენალურად ითამაშეს მორატამ და ნაჩომ."

""ალკოიანოს" წინააღმდეგ კარგად გამოვიყურებოდით.პირველი წუთებიდან მოყოლებული, მადრიდელები კონცენტრირებულნი ვიყავით.დაცვის თამაში დამაკმაყოფილებელია.მხოლოდ გაშვებულმა გოლმა დამწყვიტა ცოტათი გული.შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, მხოლოც პატარა ნაბიჯის გადადგმა გვაკლია.ვიცოდით, რომ მეტოქე შემოგვთავაზებდა ტიპიურ სეგუნდა ბ-ს ფეხბურთს და ამას გავუმკლავდით."

ხოსე როდრიგესი: "ძალიან გახარებული ვარ გუნდის თამაშით.ჩემს გოლს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია შედეგი.სიმართლე გითხრათ, ავნერვიულდი, როდესაც პირველი გუნდისგან მივირე გამოძახება.მე "ალიკანტედან" ვარ და აღნიშნულ სტადიონზე თამაში, დამატებითი მოტივაცია გახლდათ ჩემთვის."

"მოურინიომ მითხრა, რომ ნერვიულობდა გვერდზე გადამედო და მეთამაშა ისე, როგორც "კასტილიაში" ვაკეთებ ამას.პირველი გუნდის მოთამაშეებთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ყველაზე ახლოს კარვალიუსთან ვარ.ის მამასავითაა."

ინფორმაციის წყარო: merengues.ru, realmadrid.com

dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)