მოურინიო: "უკეთესად თამაში შეუძლებელი იყო"

"ალკოიანოს" დამარცხების შემდეგ, ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენცია გამართა.


"ჩემი შეგირდების თამაში იმაზე მეტად მომეწონა, ვიდრე მატჩის საბოლოო შედეგი.განვლილ შეხვედრასთან, ფეხბურთელების დამოკიდებულება იდეალური იყო.ალბათ, გესმით, რომ რთულია ასეთი პაექრობებისთვის მოთამაშეების მოტივირება.ამასთანავე არანაკლებ სირთულეს წარმოადგენს ეთამაშო გუნდს, რომლის ფეხბურთელებიც ძალიან დამუხტულნი იყვნენ.ჩემი აზრით, მაღალი კლასის ფეხბურთი ვაჩვენეთ და ამაზე უკეთესად გამოსვლა შეუძლებელი იყო.ამ გამარჯვებით, ფაქტიურად დავიბევეთ მომდევნო ეტაპის საგზური."

"ჩვენ ვიხილეთ ორი განსხვავებული სტილით მოთამაშე გუნდების დაპირისპირება."ალკოიანო" სიხარულით, ენერგიითა და დიდი მოტივაციით აგორებდა ბურთს.უნდა აღინიშნოს, რომ მეტოქემ თამაშის დებიუტში სადავეები ჩაიგდო ხელთ.ძალიან კარგად ვიცნობ ამ კლუბს.იქ შესანიშნავი ფეხბურთელები და მწვრთნელი ირიცხებიან."

"როგორც ყოველთვის, ჩემს გამონათქვამებს ნეგატირუად აფასებენ.ეს ჩვეუულებრივი ბიზნესია.მომწონს კოპა დელ რეის გათამაშება, რამეთუ დიდი გუნდები ჩადიან ისეთ ადგილებში, სადაც მხოლოდ ტელევიზორით ადევნებენ თვალ-ყურს გრანდების თამაშს.სასიამოვნო იყო სტადიონზე ამ რაოდენობის ქომაგის ხილვა.იმედია, საპასუხო დაპირისპირებაში, "ბერნაბეუც" გაივსება."

"მომეწონა ხოსე როდრიგესისა და მთლიანი გუნდის თამაში.აღნიშნულ ფეხბურთელს დიდი პოტენციალი გააჩნია და ვფიქრობ, მისი გაპირველება, მხოლოდ დროის საკითხია.კასტილიის ფეხბურთელებში მთავარია: შესაძლებლობები და ასაკი."

"ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ მთავარ გუნდში გადმოსულმა მოთამაშემ, იმ პოზიციაზე დაიკავოს ადგილი, რომელზეც კარიერის განმავლობაში თამაშობდა.ნაჩოს ვხედავ, როგორც მარჯვენა მცველს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, მარცხენა ფლანგზეც შეიძლება მისი დაყენება."

ინფორმაციის წყარო: merengues.ru, realmadrid.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)