დორტმუნდელები ესიენს 17-ჯერ გასცდნენ

კასილასმა მატჩის შემდეგ თქვა, რომ ბორუსიას ფეხბურთელებმა ისარგებლეს მარცხენა ფლანგზე შექმნილი პრობლემებით და იქიდან სახიფათოდუტევდნენ. დორტმუნელებმა ბურთი ფრთაზე 37-ჯერ გადაიტანეს. აქედან 21 შემთხვევაში მათ ესიენის მხირდან შეუტიეს თეთრებს. სამწუხაროდ განელმა ვერ გაართვა თვი დაკისრებულ მოვალეობას და 17-ჯერ გაატარა მეტოქე. რაც შეეხება რამოსის ფლანგს აქ სერხიო მყარად იდგა და 16 დან მხოლოდ 5 ჯერ "გაუძვრნენ" გერმანელები.


სიტუაცია მეორე ტაიმში გართულდა, ბორუსიელებმა 12-ჯერ შეუტიეს სახიფათოდ ესიენის ფლანგიდან. ერთ-ერთი მათგანი კი გოლით დასრულდა. სწორედ ამ მომენტს გულისხმობდა იკერ კასილასი, როდესაც დაცვის პრობლემებზე საუბრობდა.

ძირითად შემთხვევებში ესიენის არეულ საქმეს პეპე ასწორებდა, თუმცა იმ დღეს პორტუგალიელი მცველიც ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე. მაიკლი შესანიშნავი საყრდენი ნახევარმცველია და მას დაცვის ცენტრშიც უთამაშია საკმაოდ საიმედოდ. მარცხენა ფლანგზე მისი დაყენება კი სწორი გადაწყვეტილება არ იყო, მითუმეტეს როდესაც თადარიგში გყავს ახალგაზრდა კასტილიელი ნაჩო, რომელიც ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებშიც თამაშობს, როგორც ძირითადი განაპირა მცველი, ხან ერთ ფლანგზე ხან მეორეზე.

ხედირას ტრავმას ალონსოს ყვითელიც დაემატა, შესაბამისად მოურინიომ უნდა გადახედოს თავის ტაქტიკას, რადგან ჩამშლელი ნახევარმცველებიდან მხოლოდ ესიენი დარჩა, მას სავარაუდოდ ლუკა მოდრიჩი შეუწყვილდება, ხოლო ვინ დაიკავებს მარცხენა მცველის პოზიციას, ჯერ-ჯერობით გაურკეველია. dle 10.1

  • SunSay
  • 29 ოქტომბერი 2012
  • 3066
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)