მოურინიო: "ჩვენ ყველაფერი კარგად გავაკეთეთ"

ჟოზე მოურინიო "მალიორკასთან" მატჩის შემდეგ, რომელიც "რეალმა" 0:5 მოიგო, საპრესკონფერენციო დარბაზში გამოჩნდა.


"ვფიქრობ ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე წავაგეთ. მაგრამ სრულყოფილად სიმართლე, რომ ვთქვათ მაინც ვერ ვითამაშეთ, როგორც ამას გასულ სეზონში ვაკეთებდით. ეს არ იყო საკმარისი, რომ თავი კომფორტულად გვეგრძნო. პირველი გოლი ჩვენ გავიტანეთ და ეს საკმაოდ ადვილად შევძელით. ზოგჯერ გვჭირდება ბევრი საგოლე მომენტები, ეს კი ამ შეხვედრაში ნამდვილად გვქონდა, რაც მთავარია პრაქტიკულად ყველა შანსი გამოვიყენეთ."

მადრიდის "რეალის" მწვრთნელმა ხაზი გაუსვა ამ გამარჯვებას: "ეს იყო მნიშვნელოვანი გამარჯვება, გამომდინარე იქედან, რომ არაკომფორტულ პოზიციაზე ვიმყოფებით და ჩვენი უპირველესი ოპონენტი გვისწრებს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მოგებები და ავიღოთ იმდენი ქულა, რამდენიც შესაძლებელი იქნება."

მან ასევე მისი გუნდის ლა ლიგის მდგომარეობაზე ისაუბრა: "ჩვენ სწორი გზით მივდივართ. გასულ სეზონში ჩვენ 10 ქულიანი უპირატესობა გვქონდა, მარტში და ვგრძნობდით, რომ ჯერ ყვეაფერი დასრულებული არ იყო, ახლა კი ოქტომბერია და 8 ქულიანი ჩამორჩენა გვაქვს პირველ აგილოსანთან. უნდა გავაგრძელოთ კონკურენციის გაწევა მეტოქეებისთვის, მითუმეტეს ჩვენზე წინ იმყოფება "ატლეტიკო", რომელსაც ძალიან კარგი ხელმძღვანელი ყავს."

პორტუგალიელმა ტრენერმა ხაბი ალონსოს მეხუთე მიღებულ ყვითელ ბარათზეც თქვა ორიოდე სიტყვა: "ეს პრობლემაა, რადგან ტრავმირებული ფეხბურთელებიც მრავლად გვყავს და ეს კიდევ უფრო ართულებს საქმეს. მაგრამ მეორეს მხრივ მას ექნება საშუალება ოთხშაბათს ითამაშოს და სხვა მოთამაშეებს დასვენების შესაძლებლობა ექნებათ."


ინფორმაციის წყარო: www.realmadrid.com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)