კასილასის პრეს–კონფერენცია

იკერ კასილასმა დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა კლუბში არსებულ მდგომარეობაზე და კოპა დელ რეის ეგიდით "ალკორკონის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე.


პირადად როგორ გრძნობთ თავს ხიხონში ფრედ ნათამაშები შეხვედრის შემდეგ?


კლუბმა დაცვაში შესანიშნავად ითამაშა და ამიტომ მეორე ნახევარში საერთოდ არ ვჩანდი. ჩვენ არ გვქონია ის ძალა, რომელიც გვაქვს და სწორედ ამიტომ სახლში ცოტათი განაწყენებულები დავბრუნდით , ფრე საერთოდ არ გვაწყობდა.

პრესაში არაერთხელ ითქვა და დაიწერა, რომ კლუბს ფლანგებზე მოთამაშე ფეხბურთელები ესაჭიროება, რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

შეიძლება ჩვენი ეს ფრე, გამოიწვია იმ ტრავმებმა, რომლებიც კლუბს დაატყდა თავს. ჩვენ შეგვწევს უნარი ნებისმიერი თამაში უმაღლეს დონეზე ჩავატაროთ, მაგრამ გუშინ ჩვენმა მეტოქეებმა ჩვენს წინააღმდეგ ბრწყინვალედ ითამაშეს.

ზედიზედ ორ შეხვედრაში დაკარგული ქულები ?

რა თქმა უნდა , სულაც არ მიხარია "მილანთან" წაგება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის დიდი ისტორიის მქონე კლუბია და რომ მასთან წაგება სავსებით შესაძლებელი იყო. რამდენიმე წუთით მოვდუნდით და ამის სანაცვლოდ დავისაჯენით კიდეც. რაც შეეხება "ხიხონის სპორტინგს" , ამ შეხვედრის წინ რამდენიმე ტრავმირებული ფებხურთელი გვყავდა და ამიტომ დავკარგეთ ორი ქულა გასვლაზე. იმედი მაქვს მომავალში ეს არ განმეორდება.

ფიქრობთ თუ არა, რომ პელეგრინს ამის შემდეგ ეჭვი შეეპარება კლუბის შესაძლებლობებში?

არა. ის შესანიშნავი ადამიანია, მან იცის თუ რა ჭირდება კლუბს და ამას კარგად აკეთებს. უბრალოდ ჩვენ არ გაგვიმართლა და სეზონის დასაწყისიდანვე ამდენი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს.

რითი ახსნით იმ შეცდომებს, რაც "მილანის" წინააღმდეგ თამაშისას დაუშვით?

არ ვაპირებ ბურთს დავაბრალო ყველაფერი. ეს ყველაფერი ჩემი შეცდომის ბრალი იყო. არც იმას ვაპირებ, რომ კრიტიკას თავი ავარიდო. მე მას მივიღებ. ცნობილი ფაქტია, რომ ჩემპიონთა ლიგის ბურთები უცნაურობებს ჩადიან , ბურთი უკვე გამექცა, სანამ რამის მოფიქრებას მოვასწრებდი. იმედი მქონდა, რომ კლუბი შეძლებდა თამაშის შემოტრიალებას.

რას ფიქრობთ კოპა დელ რეის მეტოქე "ალკორკონზე"?

ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ტურნირია. ისინი ძალიან მოტივირებულნი იქნებიან ჩვენს წინააღმდეგ. შეიძლება გარკვეული სიურპრიზიც შემოგვთავაზონ, ამიტომაცაა , რომ ისე ვვარჯიშობთ და ისე ვემზადებით, თითქოს ეს ჩვენი ჩემპიონთა ლიგის მორიგი შეხვედრა იყოს.

წყარო: Realmadrid.com
dle 10.1

  • shvela
  • 25 ოქტომბერი 2009
  • 2443
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)