მოუ: "რთული თამაში იქნება"

სამეფო კლუბის დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ, დოტმუნდის "ბორუსიასთან" თამაშამდე, პრესკონფერენცია გამართა.


- მიმდინარე სეზონში, "ბორუსიასთან" მატჩი ყველაზე რთული იქნება?
- რთული დაპირისპირება იქნება, არა იმიტომ რომ ბევრი ტრავმირებული გვყავს.სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს ლაზარეთში მყოფ მოთამაშეებზე საუბარი.ჩვენ გვყავს გუნდი, რომლის ფეხბურთელებიც მზად არიან გამარჯვებისთვის.მომავალი მეტოქე საკმაოდ ძლიერია და ზოგადად, ადვილ ჯგუფში არ ვიმყოფებით.ეს ისეთი ჯგუფი არაა, რომლიდანაც 3 მოგებით გახვალ შემდეგ ეტაპზე ან ციკლის განმავლობაში რეკორდს დაამყარებ გამარჯვებების მხრივ."რეალის" მიზანია 16 გუნდში მოხვედრა და არა ევროპის ლიგაზე გადანაცვლება.

- "მადრიდის" ანტი რეკორდი გერმანიაში...
- "რეალმა" იმიტომ ვერ მოიგო ბევრი მატჩი გერმანიაში, რომ რთულია იქ თამაში.ბუნებრივია, გამარჯვების მოპოვება იმ ქვეყნებშია ადვილი, სადაც საფეხბურთო დონე ვარსკვლავებს ვერ წყვეტს.გასულ სეზონში 2-1 დავმარცხდით "ბაიერნთან."ვფიქრობ, ფსიქოლოგიურ პრობლემასთან ნამდვილად არ გვაქვს საქმე.გერმანული კლუბები რთულად მარცხდებიან.

- "რეალი" ჩემპიონთა ლიგაზე უფრო ძლიერია, ვიდრე პრიმერაში...
- სეზონის დებიუტი წარმატებული არ გვქონია, ბევრი ქულა დავკარგეთ, მაგრამ გუნდმა უკვე დაიწყო მოგებათა სერია.ევროპის ყველაზე პრესტიულ ტურნირზე 2 დაპირისპირებში ვიმარჯვეთ და 6 სასიცოცხლო მნიშვნელობის ქულა ავიღეთ."სიტისთან" და "აიაქსთან" ქულების განიავება, დიდ პრობლემებს შეგვქიმნიდა.ევროპის შეხვედრებში, მოთამაშეების მოტივაცია დახმარებას არ საჭიროებს, განსაკუთრებით ისეთი კლუბის წინააღმდეგ, როგორც დორტმუნდია.ჩვენ მზად ვართ პაექრობისთვის.

- ესიენი მარცხენა ფრთაზე...
- გადავწყვიტე მაიკლისათვის პოზიცია შემეცვალა, რამეთუ არსებულ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალი ეს ვიპოვე.შემადგენლობაში არიან ფეხბურთელები, რომელსაც შეუძლიათ გარემარბის ფუნქციეს მორგება და შესაძლებელია მათი პოტენციალიც გამოვიყენოთ.

- კასილიასის კრიტიკა...
- ამაზე არ ვღელავ, რამეთუ მსგავს რაღაცებზე არ ვფიქრობ.ჩვენ გვჯერა იკერის და რაც მთავარია, გოლკიპერია თავდაჯერებული.სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი და არა ხელოვნურად გავრცელებული ხმები.

ინფორმაციის წყარო: as.com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)