მორიგი დარტყმა აკადემიას

სამეფო კლუბის აკადემიას, ჟოზე მოურინიომ მორიგი დარტყმა მიაყენა.


მართალია, პორტუგალიელი დამრიგებლის ფორმაციის მადრიდში 26 კასტილიელის დებიუტი შედგა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ახალგაზრდა მადრიდისტებს პირველი გუნდის მაისურის მორგება საშუალოდ ერთხელ უხდებოდათ არაფრის მთქელ მატჩებში.მაშინ, როდესაც კლუბში ტრავმების ან დისკვალიფიკაციების წყალობით, საკადრო პრობლემები იქმნება, მოურინიო არჩევანს აკეთებს ვეტერან-გამოცდილ სხვა პოზიციის მოთამაშეზე და არა La Fábrica-ზე.

ზ/მოყვანილი აზრის გასამყარებლად, "სელტასთან" მატჩიც კმარა.როგორც იცით, "რეალს" ერთდროულად 3 გარემარბი დაემტვრა - მარსელო, კოენტრაუ და არბელოა.გალისიელებთან დაპირისპირებაში, მინიმუმ მარცხენა ფრთაზე, ყველანი, ნაჩოს ან კასადოს გამოჩენას ველოდებით, თუმცა აღნიშნული პოზიცია ესიენს ჩააბარეს.ანალოგიურად მოხდა 2011 წელს, "ლიონთან" დაპირისპირებაში, როდესაც "ბლანკოსი" ძირითადი შემადგენლობის 3 მცველს მოისაკლისებდა (კარვალიუ, მარსელო, არბელოა), მოურინიომ არჩევანი შეაჩერა ლასანაზე, რომელიც წინასასეზონო მომზადების დროს წაყვანილიც კი არ ჰყავდა ამერიკულ ტურნეში.ნახსენები დაპირისპირების განაცხადში შეყვანილი გახლდათ კარვახალი, თუმცა საფრანგეთში მხოლოდ სკამის გათბობა მოუწია.თამაშის შემდეგ ამ ფაქტის გამო ჟურნალისტებმა კრიტიკა არ დაიშურეს "განსაკუთრებულის" მიმართ, რაზეც მან შემდეგი კომენტარი გააკეთა: "ახალგაზრდები მზად არიან სათამაშოდ, თუმცა არ ვფიქრობ, რომ მათ გააჩნიათ სათანადო ხარისხი."

დავუბრუნდები გასულ სეზონსა და დანი კარვახალს.სხვადასხვა მიზეზების გამო, შარშან, 10 თამაშის გამოტოვება მოუხდა არბელოას.გამომდინარე იქედან, რომ რამოსი ცენტრალური დაცვის ფუნქციებს ირგებდა, კლუბის განაცხადში ნომინალური მარჯვენა მცველი არ ირიცხებოდა.ალვაროს შეცვლა მხოლოდ კასტილიელ კავრახალს შეეძლო, თუმცა საბოლოოდ მივიღეთ შედეგი, რომლის თანახმადაც 58 ოფიციალური დაპირისპირებიდან არცერთში მიუღია მონაწილეობა დანის.ახალგაზრდა გარემარბი ამჯერად "ლევერკუზენის" სასტარტო შემადგენლობის მოთამაშეა და საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს.

სიტუაცია თითქოს შეიცვალა, როდესაც პიპიტას ტრავმის შემდეგ "სარაგოსასთან" 3 წუთით გამოჩნდა მოედანზე მორატა.მას ბენზემას მთავარ მეწყვილედ მოიაზრებდნენ, თუმცა მოვიდა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა და გონსალოს შემცვლელად ადებაიორი მოიყვანეს.ფორტუნამ არც სეგუნდა ბ-ს გასული გათამაშების "პიჩიჩის," ხოსეულს გაუღიმა.ფორვარდმა, რომელმაც სეზონის განმავლობაში 24 შეაწუხა მეტოქეთა კარის ბადე, მხოლო ერთ დაპირისპირებაში მიეცა თავის გამოჩენა.ეს მოხდა "ალმერიასთან" (8-1) სრულიად არაპრინციპულ შეხვედრაში.

ფეხბურთელები, რომლებმაც მოურინიოს დარიგებულ "რეალში" პირველად მოირგეს პირველი გუნდის მაისური: ადანი, ნაჩო, მორატა, ალექსი, ხესე, კასადო, მატეოსი, ხესუსი, ხოსელი, ივანი, ფაბინიო, ჩერიშევი, მანდი, მეხიასი, ლუკასი, რიოსი, კარვახალი, მენდესი, პაჩეკო, პაბლო გილი, პლანო, სარაბია, ერმოსო, დერიკი, ა.ლოპესი და ხუან კარლოსი.

ინფორმაციის წყარო: as.com

პ.ს. როგორც ხედავთ, სიტუაცია საკმაოდ რთულია."რეალში" კვლავ პატივს არ ცემენ აკადემიის აღზრდილებს.კლუბის ხელმძღვანელებსა და სამწვრთნელო შტაბს, მალე ვუსურვებ გონზე მოსვლას...

გთხოვთ, დაიცვათ ცენზურა, კომენტარის დატოვების შემთხვევაში! dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)