მანუელ პრესიადო:"ეს მატჩი "რეალისთვის" ადვილი არ იქნება"

წინასამატჩო ინტერვიუში "ხიხონის" მთავარი მწვრთნელი მანუელ პრესიადო ოპტიმისტურად იყო განწყობილი. მას იმედი აქვს, რომ მისი ფეხბურთელები ისარგებლებენ მადრიდელთა შეცდომებით.


აპირებს ტაქტიკის შეცვლას "რეალთან" თამაშისთვის? ჯერჯერობით ყველაფერი გამოგდით...

არ ვაპირებ ტაქტიკის შეცვლას, რადგან მართლაც ყველაფერი კარგად გამოგვდის.

და პელეგრინის არ შეუძლია ანალოგიურის თქმა...

ეს სრულაიდ სხვა გუნდია სხვა მიზნებით. მართალია "მილანთან" წაგება ძალიან ეწყინათ, მაგრამ ეს ლა ლიგაა.

როგორ "რეალს" ელით?

არ ვიცი. ისინი აქ შემტევ ფეხბურთს ითამაშებენ. ერთის მხრივ ეს ჩვენთვის კარგი იქნება, რადგან თავისუფალი ზონები შეიქმნება, მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება ცუდი იყოს. მათ არ სურთ ორი მატჩის წაგება ზედიზედ.

როგორ ითამაშებს "ხიხონი"?

ველით გულშემატკივართა მხარდაჭერას. ფეხბურთელებს დავავალე, რომ ბოლომდე იბრძოლონ.

მადრიდელებს ერთადერთი თავდამსხმელი რაული ეყოლებათ.

რაულს მაშინ დააფასებს ყველა, როცა ის ფეხბურთიდან წავა. მისი გოლების ცქერას დილით როცა დაიწყებ, დაამთავრებ ერთი თვის შემდეგ. ის კლუბის სიმბოლოა და ბევრ რეკორდსაც გააუმჯობესებს. რთულია რაულით არ იყო მოხიბლული.

"მილანმა" "სამეფო კლუბის" რა პრობლემები გამოააშკარავა?

მე გავაანალიზე მადრიდელთა თამაშები "ვალიადოლიდის" და "დეპორტივოს" წინააღმდეგ. ისინი მეტოქეს აძლევენ უფლებას თავიანთ კარს მიუახლოვდნენ, შემდეგ კი თავად გააქვთ გოლები მეტოქის კარში. ვნახოთ შევძლებთ თუ არა მათი შეცდომები გამოვიყენოთ.

გასულ სეზონში აპირებდით მათთან გებრძოლათ. ყველამ ვიცით რა მოხდა...

დიახ, მათ გაგვანადგურეს. იმ წაგებამ დაგვანახა ჩვენი მინუსები და ამის შემდეგ დავიწყეთ სწორი გზით მუშაობა. თუ დღეს სწორად ვითამაშებთ, შეიძლება მოგებაზე ფიქრიც. ამბობენ, რომ "რეალმა" დღეს აუცილებლად უნდა მოიგოს, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებია. ვნახოთ რა მოხდება. მათ ძალიან გაუჭირდებათ.


ინფორმაციის წყარო: As.com dle 10.1

  • faqo
  • 24 ოქტომბერი 2009
  • 2154
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)