კრისტიანო რონალდო:"ამჟამად "ბარსელონა" ჩვენზე უკეთ გამოიყურება"

კრისტიანო რონალდო თვლის, რომ "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში მას კონკურენციას არგენტინელი ლეო მესი გაუწევს, რომელიც გულშემატკივართა კუმირია. "ოქროს ბურთის" მოგება შეუძლიათ ხავის, ინიესტას, მაგრამ მესი მაინც უდავო ფავორიტია" – აცხადებს პორტუგალიელი.


ასევე კრისტიანო არ მალავს, რომ დღეს "ბარსელონა" "რეალზე" უკეთ გამოიყურება. "დიახ, ეს სიმართლეა, "ბარსა" უკეთ თამაშობს. დღეს ისინი "რეალზე" ძლიერები არიან, მაგრამ ყველაფერი ბოლოს გამოჩნდება. მთავარი მოგებაა და თუ ამ მოგებას ლამაზი თამაშიც მოჰყვება, ძალიან მოხარული ვიქნები".

მას თანაკლუბელ ქარიმ ბენზემაზეც დაუსვეს შეკითხვა: "ის ფანტასტიური მოთამაშეა და წარმატებებსაც მიაღწევს. გუნდში საუკეთესოები ვართ. ქარიმი – ნამდვილი ხუმარაა. ძალიან ვმეგობრობთ".

თავის თამაშზე მადრიდის "რეალში" რონალდო საუბრობს.

"აქ თავს უფრო თავისუფლად ვგრძნობ, მაგრამ ძველებურად გავაგრძელებ თამაშს. "რეალი" საუკეთესო კლუბია იმისთვის, რათა მოიგო ტიტულები. ვაპირებ "ოქროს" ბურთი "სამეფო კლუბში" ასპარეზობის დროსაც მოვიგო. ამისთვის კი საჭიროა ბევრი შრომა".

მადრიდში ცხოვრების შესახებ კრისტიანო შემდეგს ამბობს:

"არაფერი დამითვალიერებია. მხოლოდ "ვალდებებასი", სტადიონი და ჩემი სახლი ვიცი, მაგრამ აქ ბედნიერი ვარ. თავს ისე ვგრძნობ, თითქოს პორტუგალიაში ვიყო".


ინფორმაციის წყარო: dle 10.1

  • faqo
  • 24 ოქტომბერი 2009
  • 2273
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (144)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)