ალბიოლი: "იკერი ნომერ პირველია"

მადრიდის "რეალის" მცველმა რაულ ალბიოლმა, "ას"-ის კითხვებს უპასუხა.


- რა ხდება კასილიასის ირგვლივ?
- დიდი ხნის განმავლობაში, კასილიასი ნომერ პირველია და ამიტომაც ყველას უნდა მისი გაკრიტიკება.წარსულშიც და აწმყოშიც, იკერი საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებს.არიან ადამიანები, რომლებსაც მისი დაკნინება სურთ, თუმცა "კაპიტანო" სიმშვიდეს ინარჩუნებს.მიუხედავად თავისი ასაკისა და მოგებული ტიტულებისა, ის ჯერჯერობით გოლკიპერის გადმოსახედიდან ახალგაზრდაა.კასო არ ღელავს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

- გავრცელებული ხმები არ მოქმედებს მასზე? რამდენიმე დღის წინ, სოციალური ქსელით მიმართა ქომაგებს...
- ალბათ, ეს მაშინ გააკეთა, როდესაც სახლში იყო.ის ყოველთვის მუშაობ საკუთარ თავზე.მოგეხსენებათ, როდესაც შინ იმყოფებით, ბევრ რამეზე შესაძლებელია იფიქროთ.შეიძლება კრიტიკის გარკვეულმა ნაწილმა იმოქმედა მასზე, თუმცა საერთო ჯამში იკერი მშვიდადაა.მას აქვს გამოცდილება იმისა, რომ მწვანე მინდორზე არ დაეტყოს ყოველივე ეს.

- შექმნილი ვითარება, "ოქროს ბურთის" გამარჯვებულის გამოვლენაზე ხომ არ იმოქმედებს?
- შესაძლებელია, იკერის წინააღმდეგ აგორებული კამპანია მიმართული იყოს სწორედ იმისკენ, რომ "ოქროს ბურთის" მოგების ფავორიტებიდან ჩამოქვეითდეს.ასეთ ხმებისა და კრიტიკის უკან, ყოველთვის დგას მიზანი.არარის გამორიცხული, ამ "აჟიოტაჟმა" გავლენა მოახდინოს იმ ადამიანებზე, რომლებიც წყევეტენ იმას, თუ ვის გადაცენ ზ/ხსენებული ჯილდო.რა თქმა უნდა, "ოქროს ბურთის" მოგება რთულია კიპერისთვის, მაგრამ თუ ვინმეს შეუძლია ეს - იკერია.გასულ წელს, დიდებული სეზონი ჰქონდა მას.ვფიქრობ, რომ კასილიასი ნაკლებად ფიქრობს ამაზე.

- და მაინც ვინ მოიგებს "ოქროს ბურთს?"
- მართებული იქნება თუ ამ ჯილდოს მიიღებენ რონალდუ, კასილიასი, მესი და ინიესტა.ვგონებ, ჩამოთვლილი ფეხბურთელები იმსახურებენ ამას.მე გადავცემდი იკერს, რომელიც მუდამ ხარისხიანად ასპარეზობს.მანდ დიდი წვლილი შეიტანა, როგორ "რეალის," ასევე "ფურია როხას" წარმატება.აქედან გამომდინარე, ურიგო არ იქნება ამ გადაწყვეტილების მიღება.

- მიუხედავად იმისა, რომ "რეალში" ბევრი სათამაშო წუთი არ გეძლევა, ზაფხულში მაინც გაახანგრძლივე კონტრაქტი.რატომ?
- მე მომეცი ამის შესაძლებლობა და ხელიდან არ გავუშვი.ვეცდები თავდაუზოგავად ვიმუშავო და გუნდისთვის გამოსადეგარი ვიყო.

- სხვა კლუბის ვარიანტებს არ განიხილავ?
- ამ მომენტისათვის მხოლოდ "რეალში" მუშაობაზე ვფიქრობ.კომფორტულად ვგრძნობ თავს და ბედნიერი ვარ.შესაძლებელია მომავალში დადგეს წასვლის დრო.

- საიდან გაქვთ ასეთი მოთმინების უნარი?
- სიმართლე გითხრათ, მოთმენა ადვილი არარის.არასოდეს ვღელავ და ცუდი აზრები არ მაწუხებს შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით.საჭიროა მზადყოფნა, რამეთუ არავინ იცის როდის მოუწევს მოედანზე გასვლა.თუ რჩები გუნდსი, მაშინ მისი სრულფასოვანი წევრი უნდა იყო.

- გესმით მწვრთნელის გადაწყვეტილება?
- მოურინიოსთან საპრეტენზიო არაფერი მაქვს.ის დიადი მწვრთნელია, გამარჯვებული ხასიათით.

- მცველების ტრავმა, შენი თამაშის შანსებს ზრდის...
- ლაზარეთში განაპირა მცველები შევიდნენ.მიუხედავად პოზიციისა, ყოველთვის მტკივნეული ტრავმა და ეს გუნდზეც მოქმედებს.ვფიქრობ, ჩვენს შემადგენლობას აქვს რესურსი, სრულფასოვდნად აღმოფხვრას დანაკლისი.რა თქმა უნდა, როგორც ყველა, მეც, მზად ვარ მოედნის იმ წერტილში დავდგე, სადაც მწვრთნელი მეტყვის.მალე გამოჯანმრთელებს ვუსურვებ ყველას.

- რა აზრის იყავი იმაზე, რაც მოუსა და რამოსს შორის მოხვდა?
- მოურინიოს, როგორც მწვრთნელს, საკუთარი იდეები აქვს.მას გარკვეული პრობლემები ჰქონდა რამოსთან მიმართებაში, თუმცა ამაში გასაოცარი არაფერია.მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის ყოველთვის ხდება მსგავსი რაღაცები.პორტუგალიელმა არაერთხელ აღნიშნა, რომ რამოსი ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია მსოფლიოში.ანდალუსიელი გუნდისთვის ნიშანდობლივია ფიგურაა.როგორც მოსალოდნელი იყო, ყისვე აღმოიფხვრა პრობლემები და ახლა, შემადგენლობა ისე ერთიანია, როგორც არასდროს.

- რამოსმა ერთ-ერთ მატჩში საკუთარი მაისურის შიგნით, იოზილის მაისური ჩაიცვა.შემადგენლობიდან ვინმემ მოიწონა ეს?
- თავდაპირველად, არავინ ვიცოდით ამის მიზეზი, თუმცა შემდეგ აგვიხსნა სერხიომ.ისინი კარგი მეგობრები არიან და ამ "ჟესტით" ანდალუსიელს მხარდაჭერის გამოცხადება სურდა მესუთისთვის, რომელსაც არცთუ სახარბიელო პერიოდი ედგა.

- გასახდელში ბევრი მეგობარი გყავს თუ, ბევრი კოლეგა?
- კოლეგა.სიტყვა მეგობრობა, არც ისე ადვილია თავისი არსით.ფეხბურთში ყველა საკუთარ თავზე ფიქრობ, აქედან გამომდინარე რთული იმეგობრო ადამიანებთან.მოთამაშეების პატივს ვცემთ ერთმანეთს.

- რას ითხოვ ფეხბურთისგან?
- მე მინდა თამაში და მისგან სიამოვნების მიღება.ეს ნებისმიერი ფეხბურთელის სურვილია, განურჩევლად იმისა, თუ რომელ კლუბში თამაშობს ის.

- გჯერა იმისა, რომ მიმდინარე სეზონში, სამეფო კლუბი ჩემპიონთა ლიგის მეათე თასს მოიგებს?
- წლების განმავლობაში კლუბი იბრძვის ამისათვის.გასულ 2 სეზონში, ახლოს ვიყავით ფინალთან.იმედია, წლეულს, მოვიპოვებთ ბოლო დაპირისპირების საგზურს და ტრიუმფით დავასრულებთ გამოსვლას.

ინფორმაციის წყარო: as.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)