რაული – ერთი ყველასათვის

დღეს პოლემიკა არ იქნება: რაულმა აუცილებლად უნდა ითამაშოს, რადგან მწვრთნელს სხვა არჩევანი არ აქვს. მადრიდისტები დარწმუნებულნი არიან, რომ "ელ კაპიტანო" გუნდს წარმატებამდე მიიყვანს, როგორც ამას ადრე აკეთებდა. "ხიხონმა" აუცილებლად უნდა მიუჩინოს რაულს კარგი მცველი, რადგან გონსალეს ბლანკომ მათ წინააღმდეგ გამართულ ორ შეხვედრაში ოთხი გოლი გაუტანა (7:1, 4:0). რაული დღეს საღამოს იქნება "სამეფო კლუბის" მთავარი შემტევი ძალა.


ვერ ითამაშებენ ასევე კრისტიანო რონალდო, იგუაინი და ბენზემა. ასევე ვერ შეძლებს თამაშს საფრანგეთში მყოფი ლასანა დიარა, რომელსაც ოჯახური პრობლემები აქვს. ამის გამო ძირითადში თამაშს ელიან გუტი, მაჰამადუ დიარა, გრანერო, ვან დერ ვაარტი და დრენტე, რომელიც ოთხშაბათის მატჩში "სანტიაგო ბერნაბეუს" ტრიბუნებმა ოვაციებით შეამკეს. დრენტე მეტად აქტიური იყო "მილანის" წინააღმდეგ და დღესაც სურს თამაში "ხიხონის" პირისპირ.

მადრიდული გრანდი "ხიხონის" წინააღმდეგ არ მარცხდება 1995 წლის შემდეგ. რაც შეეხება დაცვის ხაზს ცვლილებები არ იგეგმება: ელოდებიან სერხიო რამოსის, პეპეს, ალბიოლისა და მარსელოს გამოჩენას. ეს მატჩი ბრაზილიელი მცველისთვის ნამდვილი გამოცდა იქნება. მან "სევილიასთან" შეხვედრაში ძალიან ცუდად ითამაშა და ბევრმა გააკრიტიკა ამის გამო. შემდეგ "ვალიადოლიდთან" გამოასწორა თამაშის ხარისხი და გოლიც გაიტანა, მაგრამ ოთხშაბათს "მილანის" წინააღმდეგ ბევრი შეცდომა დაუშვა და ისევ მოუწევს გამოცდს ჩაბარება.

დღეს თავდასხმის ხაზში რაულს დახმარებას ბრაზილიელი კაკა გაუწევს. როგორც გასულ სეზონში, წელსაც "რეალში" ტრავმების ეპიდემიაა შეტევის ხაზში. ამ შემთხვევაში პელეგრინის გამოსავალი არ რჩება. მას სურდა დაესვენებინა კაკა და რაული, მაგრამ ისევ ვერ ახერხებს ამას. "ელ კაპიტანომ" "სამეფო კლუბში" თამაშისას მხოლოდ 50 შეხვედრა გამოტოვა. კლუბში ღელავენ რაულის გამო, რადგან ის უკვე 30 წლისაა და ადვილად იღლება. მას აუცილებლად სჭირდება დასვენება, რათა ძალები აღიდგინოს, მაგრამ დღეს მან ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა დაეხმაროს გუნდს "ხიხონის" დამარცხებაში.


ინფორმაციის წყარო: As.com dle 10.1

  • faqo
  • 24 ოქტომბერი 2009
  • 1768
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)