ვარასი: ""რეალია" მეტია, ვიდრე კრიშტიანუ"

ვიგოს "სელტას" გოლკიპერმა ხავი ვარასმა, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გასამართი თამაშის წინ, ინტერვიუ ჩაწერა "ას"-თან.


ატმოსფერო გასახდელში წინ უსწრებს მატჩს: "შიშის საფუძვლები არარის.ჩვენს შემადგენლობაში ბევრია ისეთი ფეხბურთელი, რომელთაც არასდროს უასპარეზიათ "ბერნაბეუზე."მადრიდის მშობლიურ არენაზე თამაში დიდი მოვლენაა.ჩვენ ვაპირებთ სიამოვნება მივიღოთ მატჩისგან."

ტრავმა: "ჩემი პროგრესი წარმატებით მიმდინარეობს.რა თქმა უნდა, სათანადო დონეზე ვერ ვიმყოფები, თუმცა მატჩამდე 3 დღეა და ვიმედოვნებ, რომ მოვასწრებ გამოჯანმრთელებას."

"ფიფას ვირუსის" ეფექტი მადრიდზე: "რა თქმა უნდა, დანაკლისი არასასიამოვნოა მათთვის, მაგრამ "რეალი" ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და ნებისმიერი მოთამაშე, ვინც არ უნდა გამოვიდეს მოედანზე, ბოლომდე დაიხარჯება."

"რეალთან" დაპირისპირება იდეალურ დროს?: "მნიშვნელობა არ აქვს, როგორი შემადგენლობით დაგხვდება სამეფო კლუბი."რეალი" "რეალია."

პორტუგალიამ 1-1 ეთამაშა ჩრ.ირლანდიას...რონალდუ ამ ფაქტით შოკირებული გამოვა შაბათს მოედანზე: "ნამდვილად არ ვიცი, როგორ ფორმაში იქნება კრიშტიანუ.რონალდუ ერთ-ერთი საუკეთესო და სახიფათოა.ფოკუსირება მხოლოდ მასზე, არასწორი იქნება."რეალში" ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელია.ეს კლუბი მეტია, ვიდრე კრიშტიანუ."

რა უნდა გააკეთოს "სელტამ," იმისათვის რომ მოიპოვოს გამარჯვება: "ასეთი ტიპის მატჩებში, ყოველთვის აგებ პასუხს შეცდომების გამო.ლაღად უნდა ვითამაშოთ, ვირწმუნოთ საკუთარი ძალებისა და არ დავკარგოთ იდენტურობა.საქმეს ლოიალურად უნდა მივუდგეთ, რამეთუ მომავალი თამაშის არის რიგითი მატჩი.უნდა ვეცადოთ შანსების გამოყენება."

კრიტიკა კასილასის მიმართულებით: "იკერი მსოფლიოში საუკეთესო გოლკიპერია.კრიტიკა, რომელიც მისი მიმართულებით გაისმა, არასამართლიანია.როდესაც მეკარე შეცდომას უშვებს, ყველა აკრიტიკებს მას, მაგრამ კასილიასი ნებისმიერი ესპანელი კიპერისთვის სამაგალითოა.ის დიდ პატივისცემას იმსახურებს, რამეთუ ქვეყნის მაისურით ძალიან ბევრის გაკეთება შეძლო."

მოურინიო: "ჟოზე ბრწყინვალე მწვრთნელია, რომელმაც ყველა მნიშვნელოვანი ლიგა მოიგო.ის მუშაობდა დიდ კლუბებში და ყველგან დაამტკიცა, თუ რას წარმოადგენს.სიმართლე გითხრათ პირადად არ ვიცნობ მოუს, შესაბამისად მის პიროვნულ თვისებებზე საუბარი უსამართლო იქნება."

ინფორმაციის წყარო: as.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)