ხორვატებმა მოიგეს, გრანდებმა ვერა

ევროპის მაშტაბით, მსოფლიოს 2012 წლის მუნდიალის შესარჩევი ციკლის მორიგი მატჩები შედგა.


ხორვატიის ეროვნულმა გუნდმა, საკუთარ კედლებში უმასპინძლა უელსს.მოდრიჩმა და კომპანიამ, 2 უპასუხო გოლი გაუტანეს მეტოქეს.ლუკა 90 წუთის განმავლობაში ირჯებოდა მოედანზე.

დრამატული გამოდგა დაპირისპირება, გერმანიასა და შვედეთს შორის.ლიოვის შეგირდები, თავდაპირველად, 4-0 ამარცხებდნენ მოწინააღმდეგეს, თუმცა "ყვითლებმა" მეორე ტაიმში ამავე რაოდენობის გოლების შეყრა მოახერხეს ნოიერის კარში.საბოლოოდ, 4-4 დაფიქსირდა ტაბლოზე.მესუთ იოზილმა მატჩი სრულად ჩაატარა და რიგით მეოთხე ბურთი ჩაითვალა აქტივში.რაც შეეხება სამი ხედირას, მადრიდისტა შეხვედრის განაცხადში არ ყოფილა.ის ტრავმირებულია.

"ფურია როხამ" "ვისენტე კალდერონზე" უმასპინძლა საფრანგეთს.დელ ბოსკეს გუნდი (კასილიასმა, ალონსომ და სერხიომ 90 წუთის დაყეს მოედანზე, ალბიოლი სკამიდან არ წამომადგარა), რამოსის გოლის წყალობით, 90 წუთის განმავლობაში უგებდნენ "მამლებს."მსაჯის მიერ დამატებულ დროში, ოლივიე ჟირუმ გაათანაბრა ანგარიში.აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი, მეორე ტაიმის მიწურულს, ბენზემას ნაცვლად შემოვიდა მწვანე მინდორზე.კარიმმა ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში დაზიანება მიიღო და კოჭლობით დატოვა მოედანი.სამწუხაროდ, დაზიენბის გამო, სათადარიგოზე გადანაცვლება მოუხდა არბელოასაც.ჯერჯერობით არარის ცნობილი, რამდენად სერიოზულია მათი ტრავმები.
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)