რადიო "Marca":"რეალი" ორივე სერიოზულ გუნდთან დამარცხდა"

არ დაგვავიწყდეს, რომ "რეალის" მეტოქე იყო გუნდი, რომლის აქტივშიც შვიდი ჩემპიონთა ლიგის თასია, მაგრამ ვინც თამაშს უყურა მიხვდება, რომ გუნდი არაა შეთამაშებული. "რეალი" ამ სეზონში ორ სერიოზულ გუნდს "სევილიას" და "მილანს" შეხვდა და ორივე მატჩში მარცხი განიცადა. გუნდმა არა მარტო წააგო, არამედ საშინლად გამოიყურებოდა.


ახალ "ბლანკოსს" ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს. გუნდმა ჯერჯერობით დაბალი რანგის კლუბებს მოუგო კლასის ხარჯზე, მაგრამ ორ სერიოზულ გუნდს წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ეს უკვე განგაშის მანიშნებელია. სხვა წლებისგან განსხვავებით წელს "რეალს" ჰყავს საუკეთესო ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი. თვითონვე განსაჯეთ: მსოფლიოში საუკეთესო თავდასმხმის ხაზი – კრისტიანო რონალდო, კაკა, ბენზემა, რაული, იგუაინი...ხაბი ალონსოს სახით ჰყავთ მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო ჩამშლელი ნახევარმცველი და ისეთი კლასის მცველები, როგორებიც სერხიო რამოსი, პეპე, ალბიოლი და არბელოა არიან. ასე, რომ დანაკარგებით ვერ გაიმართლებს "სამეფო კლუბი" თავს, თუნდაც ეს რონალდოს ტრავმა იყოს. მსოფლიოს საუკეთესო მეკარე არ უნდა უშვებდეს სამ მატჩში შვიდ გოლს. ძალიან ცუდია, როცა ასეთი გუნდი ვერ თამაშობს 90 წუთის განმავლობაში მაღალ დონეზე.

"რეალი" აუცილებლად უნდა გამოცოცხლდეს უახლოეს პერიოდში. სეზონი ახლახანს დაიწყო, წინ კიდევ ბევრი დროა, მაგრამ წინ ასევე ძლიერი მეტოქეებიც არიან. მათთან შეხვედრებში გადაწყდება ტიტულების ბედი. არ არის საჭირო პანიკაში ჩავარდნა. პელეგრინის დრო ესაჭიროება მშვიდად მუშაობისთვის, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ "რეალისგან" ბევრს ითხოვენ. გუნდი მუდამ უმაღლეს დონეზე უნდა იყოს.

dle 10.1

  • faqo
  • 24 ოქტომბერი 2009
  • 1906
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)