იკერი: "ქულების დაკარგვის უფლება აღარ გვაქვს."

იკერ კასილიასი Cadena Cope(გადაცემა)-ს სტუმარი გახლდათ. მადრიდის "რეალის" კაპიტანმა სხვადასვხა თემებზე გაამახვილა ყურადღება...


"ვფიქრობ, რომ ცუდად სულაც არ გვითამაშია. პირველ ტაიმში უფრო მეტის გატანას ვიმსახურებდით. გარდა გოლისა, 3-4-ჯერ ძალზედ სახიფათო მომენტი შევქმენით. ცხადია, მოგება უფრო გაგვახარებდა, მაგრამ არც ფრე არის ურიგო შედეგი. ჩვენ აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ლიდერებს დავეწიოთ. მეტი ქულის დაკარგვის უფლება აღარ გვაქვს."

"როდესაც ხარ მსოფლიოს საუკეთესო მეკარე, მეტი მოგეთხოვება. მესის გოლებში ჩემი დადანაშაულება შეიძლება. ვფიქრობ, რომ პირველის აღების შანსები უფრო მქონდა, ვიდრე მეორესი. თავს დამნაშავედ ვგრძნობ, ეს მატშივე დამეტყო. შეგიძიათ იხილოთ, რონალდოს გატანილ გოლზე არანაირი რეაქცია არ მქონდა, რადგან დაშვებულ შეცდომაზე ცფიქრობდი."

"ჩემი არჩევანი ნათელია, რონალდოსა და მესის შორის, ცხადია, უპირატესობას კრიშტიანოს ვანიჭებ. ის გუნდისთვის ძალიან ბევრს აკეთებს და ჩვენთბის შეუცვლელი ფიგურაა. მასთან ყოველდღიურად მიწევს ყოფნა, ვიცი, თუ როგორ ცხოვრობს, როგორ თავდაუზოგავად ვარჯიშობს, იგი ნამდვილი ლიდერია."

"ისე არაფერი მაბრაზებს, როგორც გოლების გაშვება. ასეთ შემთხვევაში მატჩის შემდგომ ძლაიან ცუდ ხასიათზე ვარ. ყოველმა გაშვებულმა გოლმა შეიძლება ზიანი მოუტანოს ჩემს გუნდს, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ კარი მშრალად შევინახო. როცა გასულ მომენტებს ვუყურებ, მგონია, რომ სულ ცოტა მაკლდება ბურთის ასაღებად, მაგრამ არ ღირს წარსულის გახსენება, სჯობს აწმყოთი ვიცხოვრო და მომავალს დაველოდო."


პ.ს. ეს ჩემი 1700-ე სტატიაა HalaMadrid.Ge-ზე dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (101)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)