კოენტრაო "რეალს" დატოვებს?

ევროპულ პრესაში აქტიურად ალაპარაკდნენ ფაბიო კოენტრაოს მადრიდის შესაძლო დატოვებაზე...


მადრიდის "რეალის" შიდა სამზარეულოში მთლად ყველაფერი რიგზე რომ არ არის, ეგ ალბათ არავის გამოეპარებოდა. ერთ-ერთი მოთამაშე, რომელის ირგვლივაც პატარა სკანდალი აგორდა, ფაბიო კოენტრაოა. როგორც რამდენიმე დღის წინ მოგახსენეთ, ჟოზე მოურინიოსა და პორტუგალიელ მცველს შორის კონფლიქტი არსებობს. დაზუსტებით არ არის ცნობილი, თუმცა ესპანელი ჟურნალისტები იტყობინებიან, რომ მოუმ ფაბიოს ტყუილი არ აპატია და ამის გამო დასაჯა კიდეც - "ლა ლიგის" პირველი ტურის შემდგომ მოედნის მწვანე საფარზე არ გამოუყვანია.

კოენტრაოს "უბედურებას" მარსელოს კარგი თამაშიც დაემატა. ბრაზილიელმა გრანდებთან თამაშიც ისწავლა და შესაბამისად მოურინიო მიმდინარე სეზონში სწორედ მას ანიჭებს უპირატესობას. დროდადრო პორტუგალიელი სპეციალისტი "კასტილიელ" ნაჩოსაც ამოწმებს. როგორც ჩანს, "მატყუარა" კოენტრაო მის გეგმებში აღარ შედის...

ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული კოენტრაომ კლუბი დატოვოს. ამას რამდენიმე წამყვანი ევროპული სპორტული გამოცემაც ადასტურებს. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (101)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)