რონალდოს მორიგი რეკორდი

კრიშტიანო რონალდო პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ზედიზედ 6 "ელ კლასიკოში" მოახერხა გოლის გატანა...


პატარა ჩავარდნის შემდეგ კრიშტიანო რონალდო ბრწყინვალე ფორმაში შევიდა, ამისთვის თვალი გადავხედოთ უკანასკნელ 5 შეხვედრას - პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა 10 გოლის გატანა მოახერხა. "ბარსელონასთან" მატჩში კრიშტიანო რონალდომ ორი ბურთი შეაგდო, ამ დუბლით მან რამდენიმე საინტერესო სტატისტიკა შეცვალა...

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ კრიშტიანო პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ზედიზედ 6 "ელ კლასიკოში" მოახერხა მეტოქის კარის დალაშქვრა. რონალდოს გოლების სერია გასული სეზონის "კოპა დელ რეის" მეოთხედფინალში დაიწყო, შემდგომ მან "ლა ლიგის" შეხვედრაშიც გაიტანა, სუპერთასზე ორივე მატჩში გამოიჩინა თავი, ხოლო გუშინ დუბლი გაიფორმა.

აგრეთვე, კრიშტიანო მადრიდის "რეალის" ისტორიაში მეათე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც "კამპ ნოუზე" დუბლი შეასრულა. უკანასკნელი მოთამაშე, ვინც ეს მოახერხა, რუუდ ვან ნისტერლოია. ჰოლანდიელმა ფრვარდმა 2006/07 წლების სეზონში გამოიჩინა თავი. მანამდე კი იგივე რაულმა, ფუშქაშმა, დი სტეფანომ, არსუაგამ, რუბიომ, მორერამ, ალდაიმ და ხენტომ.

გუშინდელი დუბლით კრიშტიანომ ამანსიოს გადაასწრო "ლა ლიგაში" გატანილი გოლების მიხედვით. როგორც იცით, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის ანგარიშზე 108 "ლა ლიგის" მატჩში 120 გოლია. ძნელად სავარაუდო სულაც არ არის, რომ უახლოეს ტურებში რონალდო პირის(123), ბუტრაგენიოსა(123) და ხენტოსაც(126) ჩამოიტოვებს. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)