მოუ: "თამაშისგან სიამოვნება მივიღე"

ჟოზე მოურინიომ მატჩის შემდგომ პრესკონფერენცია გამართა...


"ვფიქრობ, რომ მსოფლიო გახარებულია, რადგან ასეთი კარგი თამაში იხილა, უხვგოლიანი და ლამაზი. ამ შეხვედრაში ყველაფერი იყო, რაც ხალხს მოსწონს. თამაშისგან ყველამ სიამოვნება მიიღო, მათ შორის მეც. დარწმუნებული ვარ, უკვე ყველა მოელის მომავალ "ელ კლასიკოს", როგორც თასზე, აგრეთვე ჩემპიონთა ლიგაზე."

"ვფიქრობ, რომ შედეგი მატჩის მიმდინარეობიდან გამომდინარეა. ყველა დაძაბული იყო, ფეხბურთელები, მწვრთნელები, ბოლო წუთამდე არავინ არ იცოდა რა მოხდებოდა. ორივე გუნდს საკმაოდ კარგი შანსი ჰქონდა, რომ კიდევ გაეტანათ."

"მადრიდის "რეალი" - ეს უდიდესი კლუბია, ამიტომ მსაჯობაზე საუბარი არ შეგვეფერება, ეს უბრალოდ ჩვენს ფილოსოფიაში არ შედის. მე ძალიან მიყვარს აქაურობა, ეს კლუბი, ფეხბურთელები, გულშემატკივრები, ეს ქალაქი. იმ 2 წლის განმავლობაში, რომელიც აქ გავატარე ბევრი რამ შეიცვალა. სულ სხვა იყო "რეალი" ჩემი მოსვლის დროს და სულ სხვაა ახლა. მინდა, რომ ასე გავაგრძელო, ჯერ კიდევ არის რაღაც-რაღაცები, რომელიც უნდა გავაუმჯობესოთ. ამას არამარტო მე, არამედ მადრიდშიც ასე ფიქრობენ."

"არ ვფიქრობ, რომ ოზილმა ცუდად ითამაშა, სამივე ნახევარმცველმა ბრწყინვალე სამუშაოს გასწია. სიმართლე გითხრათ, ოქროს ბურთზე სულ არ ვდარდობდ, თუმცა რა თქმა უნდა მირჩევნია, რომ ჩემი გუნდის ფეხბურთელმა მოიგო. მან ეს დაიმსახურა. კრიშტიანომ მოახერხა და მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ჩემპიონატი მოიგო. ორივე ბრწყინვალე ფეხბურთელია, ორივე იმსახურებს ამ ჯილდოს." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (101)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)