"ელ კლასიკო" 1-დან 20-მდე

"მადრიდის რეალისა" და "ბარსელონას" დაპირისპირება , როგორც წესი, ტრადიციულად მდიდარია სხვადასხვა სტატისტიკური მაჩვენებლებით. კატალონიური გამომცემლობა "სპორტ"-ის ჟურნალისტები გვთავაზობენ განსხვავებულ სტატისტიკურ მაჩვენბლებს, რომლებიც 1-დან 20-მდე ციფრებს ემთხვევა.


1 გოლი აშორებს ხავი ერნანდეს პრიმერაში საიუბილეო 50 გატანილ გოლს. 420 შეხვედრაში ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში ხავიმ 49-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება.

2 "მადრიდის რეალის" ამდენმა ფეხბურთელმა მოახერხა ლა ლიგის დასაწყისიდან მოყოლებული ყველა შეხვედრაში მონაწილეობის მიღება და მოედანზე 540 წუთის გატარება: იკერ კასილასი და სერხიო რამოსი. "ბარსელონას" შემადგენლობაში ერთადერთი "ხელშეუხებელი" მოთამაშე ვიქტორ ვალდესია.

3 ყვითელი ბარათი ამ წუთისთვის პიკესა და სერხიო ბუსკეტს აქვთ. "ბარსელონას" ეს ორი ფეხბურთელი მიღებული გაფრთხილებების მხრივ ორივე გუნდის შემადგენლობაში ლიდერობს.

4 ლა ლიგის მატჩჲ ჩაატარა ჟოზე მოურინიომ "ბარსელონას" წინააღმდეგ, როგორც "სამეგო გუნდის" მთავარმა მწვრთნელმა. ამ შეხვედრების ბალანსი: ერთი მოგება, ერთი ფრე და ორი წაგება. ტიტო ვილიანოვასთვის, როგორც "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელისთვის, ეს შეხვედრა პირველია "მადრიდის რეალის" წინააღმდეგ ლა ლიგაში.

5-ჯერ მოახერხეს მეტოქეებმა იკერ კასილასისა და ვიქტორ ვალდესის კარის აღება ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში. საშუალო მაჩვენებელი გაშვებული გოლების მხრივ ორივე გოლკიპერს 0.83 აქვს ერთ თამაშში.

6 გოლი აქვთ საკუთარ ანგარიშზე მიმდინარე გათამაშების ბომბარდირებს - ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდუს. წინ სეზონში მესიმ გაიტანა 50, ხოლო რონალდუმ კი 46.

7-ჯერ მოხვდნენ თამაშგარეში კრისტიან ტელიო და კრიშტიანო რონალდუ ჩემპიონატის დაწყებიდან მოყოლებული. სწორედ ეს ფეხბურთელები არიან თავიანთი გუნდების შემადგენლობაში ლიდერები "თამაშგარეში მოხვედრის მხრივ."

8 გოლი გაიტანა "ბარსელონამ" თავისი ჩატარებული შეხვედრების ბოლო 15 წუთში, რაც საერთო გატანილი გოლების 47%-ს უდრის. "მადრიდის რეალის" ფეხბურთელებს თავისი გოლების უმრავლესობა 15-დან 30 წუთამდე გააქვთ თითოეულ ნახევარში.

9-ჯერ "მადრიდის რეალსა" და "ბარსელონას" შორის შეხვედრაში , რომლებიც "ლეს კორტს"-ის და "კამპ ნოუს" სტადიონებზე იმართებოდა, დაფიქსირდა ანგარიში 1:0 მასპინძლების სასარგებლოდ. ეს ყველაზე ხშირი სედეგია ბარსელონაში გამართულ კლასიკოებს შორის.

10 ოფიციალური შეხვედრა გამართა თითოეულმა გუნდმა მიმდინარე გათამაშებაშიც-ლა ლიგაში, სუპერ თასსა და ჩემპიონთა ლიგაზე. "ბარსელონას" ბალანსი: 9 მოგება და 1 მარცხი. "ტეთრების" ბალანსი: 6 მოგება, 1 ფრე და 3 მარცხი.

11 შეხვედრა მოიგო დანი ალვეშმა "მადრიდის რეალის" წინააღმდეგ, როგორც "სევილიასა" და "ბარსელონას" ფეხბურთელმა. დანი ალვეშის შემდეგ "მადრიდის რეალის" წინააღმდეგ მოგებული შეხვედრების მხრივ ლიდერობენ ხავი და პუიოლი (10)

12 გატანილ და გაშვებულ გოლებს შორის სხვაობა "ბარსელონასთვის": 17 გატანილი და 5 გაშვებული. "თეთრებისთვს: ეს სხვაობა +7 შეადგენს.

13 საგო0ლე გადაცემა გააკეთეს "ბარსელონას" ფეხბურთელებმა ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, 5 კი "მადრიდის რეალის" ფეხბურთელებმა, ამ მხრივ ლიონელ მესი ლიდერობს, მის ანგარიშზე 3 საგოლე გადაცემაა.

14- ადგილი ლა ლიგის მიმდინარე გათამაშების სატურნირო ცხრილში, "თეთრების" ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. "ბარსელონას" კი ტურნირის დასაწყისიდან მოყოლებული ლიდერობა ხელიდან არ გაუშვია.

15 თამაშის წესის დარღვევა არის სერხიო რამოსის ანგარიშზე - ამ კლასიკოს მონაწილე ყველა ფეხბურთელზე უფრო მეტი. მას მოსდევს ხავი ალონსო (13). "ბარსელონას" შემადგენლობაში ამ მხრივ ლიდერი ხორდი ალბაა (6).

16-ჯერ მიმდინარე ლა ლიგის გათამაშებაში დაარღვიეს მეტოქეებმა თამაშის წესი ლიონელ მესის წინააღმდეგ. "მადრიდის რეალის" შემადგენლობაში კი კრიშტიანო რონალუზე 911)

17 - გოლი არის "ბარსელონას" ანგარიშზე ლა ლიგაში, ერთი გოლით მეტი, ვიდრე "ატლეტიკოს" ანგარიშზე. "მადრიდის რეალის" ფეხბურთელებმა 12 გოლის გატანა მოახერხეს.

18 ქულა შესაძლო 18-დან დააგროვა "ბარსელონამ" ლა ლიგაში, "მადრიდის რეალმა" კი 10 ქულა-8 ქულით ნაკლები , ვიდრე ვილიანოვას შეგირდებმა.

19 ფეხბურთელი გამოიძახა ვილიანოვამ შეხვედრისთვის, 2-ით ნაკლები, ვიდრე ჟოზე მოურინიომ.

20 დარტყმა კარის მიმართულებით განახორციელა კრიშტიანო რონალდუმ, ერთით მეტი, ვიდრე ლიონელ მესიმ. პორტუგალიელის ეფექტიანობის კოეფიციენტი შეადგენს 30%-ს , ხოლო არგენტინელის კი 31,6%-ს. dle 10.1

  • shvela
  • 6 ოქტომბერი 2012
  • 2033
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)