კაკას ძირითადში ელიან

ჯერ-ჯერობით რთულია ისაუბრო იმაზე, თუ ვინ დაიკავებს ძირითად შემადგენლობაში ადგილს. არის რამდენიმე პოზიცია, რომელზეც დავა არ ღირს. განვიხილოთ სხვა დანარჩენი...


დავიწყოთ დაცვის ხაზიდან, ალბათ არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ არბელოა, პეპე და რამოსი აუცილებლად პირველივე წუთებიდანვე გავლენ "კამპ ნოუზე". რაც შეეხება მარსელოს, სავარაუდოდ ისიც ძირითად შემადგენლობაში უნდა მოხვდეს, თუმცა ჟოზე მოურინიოს "კლასიკოებში" კოენტრაოს მარცხენა მცველად დაყენება უფრო უყვარს, მაგრამ აქ ერთი წინააღმდეგობა არსებობს, ფაბიოს "ვალენსიასთან" შეხვედრის შემდგომ არ უთამაშია და შესაბამისად ძნელად სავარაუდო არ არის, რომ იგი საუკეთესო კონდინციებში არ იქნება, ამას ისიც დავუმატოთ, რომ ამ ბოლო დროს მწვრთნელსა და მას შორის კარგი ურთიერთობა არ არის. ჟოზემ კოენტრაო დასაჯა კიდეც...

რაც შეეხება ნახევარდაცვას, დაცვითი ფუნქციების შემსრულებელ ნახევარმცველებად სავარაუდოდ ალონსო და ხედირა მოგვევლინებიან. ყველაზე საკამათო პოზიცია კი ე.წ. "10-იანის", ანუ გამთამაშებლის გახლავთ. რთულია ივარაუდო თუ ვის გამოყვანას გადასწყევტს ჟოზე, საშინელ ფორმაში მყოფი ოზილის, ათამაშებული კაკას, არც თუ ისე კარგად მოთამაშე მოდრიჩის? ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ყველაზე მეტი შანსი ძირითადში თამაშისა კაკას აქვს, მაგრამ ლოგიკა და მოურინიო ერთმანეთისგან ძალიან შორს რომ გახლავთ ამაში უკვე არაერთხელ დავრწმუნდით. არ არის გამორიცხული, ჟოზემ ესიენსაც კი ანდოს ამ პოზიციაზე თამაში, ამის ნახვის შესაძლებლობა ჩვენ უკვე გვქონდა მიმდინარე სეზონში.

კრიშტიანო რონალდოს ძირითადში მოხვედრაზე საუბარიც არ ღირს, კასილიასთან ერთად პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ის ფეხბურთელია, რომელსაც ყველა მატჩში უნდა ველოდეთ. შეტევის მარჯვენა ფლანგს სავარაუდოდ ანხელ დი მარია ჩაიბარებს. რაც შეეხება თავდამსხმელს, ამ პოზიციას ალბათ ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ბენზემა დაიკავებს, თუმცა გონსალო იგუაინსაც მოუწევს თამაშში ჩართვა, სავარაუდოდ იგი მეორე ტაიმში შემოვა მოედანზე. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)