რივალდო : "ბარსა ფავორიტია"

კატალონიის ბარსელონას ექს ფეხბურთელმა, რივალდომ განაცხადა, რომ "ელ კლასიკოს" კატალონიელები მოიგებენ...


"ეს იქნება რთული მატჩი, სადაც ერთმანეთს საუკეთესო გუნდები დაუპირისპირდებიან, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მატჩი ნოუ კამპზე გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფავორიტი სწორედ ბარსელონა გახლავთ."

"არავინ იცის რა მოხდება, ეს ელ კლასიკო გახლავთ, რომლის პროგნოზირება მართლაც ძალიან რთული საქმეა, ისტორიას ძალიან ბევრი სცენარით გამართული მატჩი ახსოვს, რომელშიც მონაწილეობს, სწორედ ეს ორი გუნდი იღებდა."

"ვთვლი, რომ პეპ გვარდიოლას წასვლით ბარსელონა არ დასუსტებულა, რადგან გუნდს სათავეში ვილანოვა უდგას, რომელიც საკმაოდ კარგად ერკვევა "ბლაუგრანას" ფილოსოფიაში, მან ზედმიწევნით იცის ამ გუნდის სათამაშო სტილი და სულისკვეთება, დარწმუნებული ვარ ტიტო დიდ წარმატებებს მიაღწევს."

"ბარსელონას თამაშებს ტელევიზიის საშუალებით ხშირად ვადევნებ თვალს, რადგან ისინი მოედანზე სპექტაკლებს დგამენ, ესპანელთა თამაშის ყურება ნამდვილად დიდი სიამოვნება გახლავთ."

"ლიონელ მესი ბრწყინვალე ფეხბურთელი მე მას უდიდეს პატივს ვცემ, არგენტინელს შესანიშნავი საფეხბურთო თვისებები აქვს, მაგრამ საკუთარი საქმის პროფესიონალიზმის გარდა, მას უდიდესი გულახდილობა და კარგი ადამიანობა ახასიათებს." dle 10.1

  • Hala
  • 5 ოქტომბერი 2012
  • 1881
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (86)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)