მოუ: ""რეალი"-"ბარსაზე" მსოფლიო ჩერდება"

ჟოზე მოურინიომ Bein Sport-თან ინტერვიუ ჩაწერა.


"გასულსა და წლევანდელ სეზონებს შორის ფუნდამენტალური განსხვავებაა.შარშან ჩემპიონები არ ვიყავით, წელს ვართ.ვფიქრობ, გუნდმა ტიტულის დაცვის კამპანია დაიწყო.ბრწყინვალე ვითამაშეთ სუპერ თასზე და ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ რატომ ვერ დავიწყეთ წარმატებულად ლა ლიგა?"

""რეალი"-"ბარსა" ის დაპირისპირებაა, რომლის თამაშიც ჩვენ გვიყვარს და დარწმუნებული ვარ ამ აზრზე არიან ისინიც."ელ კლასიკო" ცოტათი აღემატება ჩემპიონატის რიგით მატჩს.ბევრი ქომაგისათვის, მადრიდულ-კატალონიური ჯახის დროს მსოფლიო ჩერდება.ჩვენი მიზანია პრიმერას მოგება და შესაბამისად კლასიკო მორიგი შანსია 3 ქულის მოსაპოვებლად.კვირის დაპირისპირება ჩემპიონატის თამაშია, თითოეულმა გუნდმა იცის, რომ 3 ქულის აღება მხოლოდ ერთს შეუძლია."

"არ ვფიქრობ, რომ გასულ სეზონში "ჩელსის" ჩემპიონობას ვინმე პროგნოზირებდა, მაგრამ საბოლოოდ "არისტოკრატებმა" მოიპოვეს თასი, რაც ძალზედ მახარებს, რამეთუ "ლურჯი" გული მაქვს.იმედია, წელს შანსი გვექნება."

"ბენზემა მოედანზე ისე გადაადგილდება, როგორც თევზი წყალში.მას 9 ნომრის პარალელურად 10 ნომერზეც შეუძლია თამაში.ის სასწაულად მოძრავია.იგუაინი კლასიკური ცენტრალური ფორვარდია, რომელსაც უყვარს იერიშების დასრულება.ჩვენ ორივე გვჭირდება, კარიმიცა და პიპაც.ნამდვილად არარის ადვილი იმის არჩევა, თუ ვინ უნდა გამოვიდეს მოედანს.ყოველი თამაშს ვაანალიზებ და ამის შემდეგ ვიღებ გადაწყვეტილებას."

"სამეფო კლუბში ბედნიერი ვარ და მუშაობას ვაგრძელებ."რეალთან" კიდევ 4 წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს.მადრიდული გუნდის მწვრთნელობა, მსოფლიოში "ტოპ" სამუშაოა.ინგლისში კარიერის დასრულების ჟამს, ვგრნობდი, რომ ჩემს "სივიში" ისეთი კლუბი უნდა ყოფილიყო, როგორიც "რეალია."ლონდონშიც ბედნიერი ვიყავი და დარწმუნებული ვარ, რომ იქ კიდევ დავბრუნდები.ჩემი სამწვრთნელო კარიერა დიდხანს გაგრძელდება და ძალიან რთული მადრიდში ამ პერიოდის განმავლობაში ყოფნა.ასევე ჩემი სურვილია წავიდე სხვა რომელიმე ქვეყანაში და მეხუთე ჩემპიონატის თასიც მოვიპოვო.ჩემი წასვლა პსჟ-ში? არ ვფიქრობ, რომ მათ ახლა ვჭირდები."

ინფორმაციის წყარო: as.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)