მოუ: "ჩემი გუნდის თამაშისგან სიამოვნება მივიღე"

სამეფო კლუბის დამრიგებელი ჟოზე მოურინიო, შეგირდების თამაშით კმაყოფილი ჩანდა.


"75 წუთის განმავლობაში, ნამდვილად დიდ სიამოვნებას ვიღებდი ჩემი შეგირდების თამაშისგან."აიაქსის" გოლამდე სრულად ვაკონტროლებდით თამაშის სადავეებს.ჩვენ ვითამაშეთ განსხვავებულ "აიაქსთან" და ვგონებ, კარგად გავართვით თავი."

"რთულ ჯგუფში 2 მოგებით, მიზანს მივაღწიეთ.ეს სახუმარო საქმე არაა, ფეხის დაცდენა ნებისმიერს ძვირად დაუჯდება.6 ქულა სიმშვიდის საშუალებას მოგვცემს."

"რონალდუმ თავისი გოლები შეყარა და მან იცის რომ მნიშვნელოვანია."

"ძალიან კარგად ვითამაშეთ.დიდებული პირველი ნახევარი გვქონდა.პოზიციურად ვთამაშობდით, რამაც ჩემი დიდი მოწონება დაიმსახურა.გოლის გაშვების შემდეგ, შეხვედრის აბსოლიტური კონტროლი დავკარგეთ და 10-15 წუთის განმავლობაში საფრთხე გვემუქრებოდა, თუმცა მესამე გოლის გატანით, ყველაფერი ნორმის ფარგლებში მოექცა.ამსტერდამელებმა ფარ-ხმალი დაყარეს და ამიტომაც მიიღეს მეოთხე ბურთი.ვფიქრობ, დამსახურებულად მოვიპოვოთ მნიშვნელოვანი 3 ქულა, საკმაოდ მძიმე ჯგუფში."

"კუთხურიდან მიღებული გოლის კომენტირება რთული, რამეთუ მსგავსი რამ შეიძლება ყოველთვის მოხდეს.თუ ფიქრობთ, რომ არასწორი გადაადგილებები მოხდა, არხართ მართალი.ჩვენ კარგად ორგანიზებულნი ვართ და პრობლემების შემთხვევაში ვამჯობინებთ დახურულ კარს მიღმა საუბარს."

"რთული შეხვედრების მოგება, ჩვენი მიზნებისთვის და თავდაჯერებულობისთვის მნიშვნელოვანია.ფეხბურთელებში სათანადო კონცენტრაციაა.ისინი მოწოდების სიმაღლეზე არიან, როგორც გუნდურ ასევე ინდივიდუალურ დონეზე.რა თქმა უნდა, ყველა თამაშს ვერ მოვიგებთ, თუმცა ის, რომ გუნდი თამაშს აუმჯობესებს მისასალმებელია."

"კაკა სასტარტოში იყო, ხოლო იოზილი შეცვლაზე შემოვიდა.ვფიქრობ, ბრაზილიელი "აიაქსთან" უნდა გამოსულიყო მინდორზე, რამეთუ ბოლო დროს მის ირგვლივ კარგად ვითარდება მოვლენები.პრესა ყოველთვის წერს, რომ დიდი მოთამაშის სკამზე დატოვება პრობლემაა.ჩემი მოვალეობაა შევარჩიო თერთმეტეული სწორად."

"სიტისთან" უქმობის შემდეგ, რამოსმა 3 კარგი თამაში ჩაატარა." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)