მიატოვიჩი : "ჩემი შეხედულებით რონალდო საუკეთესოა"

ფრედრაგ მიატოვიჩმა ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა, სადაც მადრიდის "რეალის" ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო და კატალონიის "ბარსელონას" უპირობო ლიდერი, ლიონელ მესი შეადარა ერთმანეთს...


"ჩემთვის არგენტინელიც და პორტუგალიელიც მსოფლიოში საუკეთესონი არიან, რადგან ისინი სტადიონზე სპექტაკლებს დგავენ და მათი თამაშის ყურება ნებისმიერი ფეხბურთის გულშემატკივრისთვის მეტად სასიამოვნოა."

"კრიშტიანო და მესი განსხვავებული ფეხბურთელები არიან, მათ მართლაც აქვთ ფეხბურთის განსაკუთრებით თამაშის ნიჭი, უდავოდ ისინი საკუთარი საქმის პროფესიონალები არიან, მაგრამ მე რონალდოს თამაშს უფრო გამოვარჩევდი, რადგან პორტუგალიელი განსაკუთრებით ეფექტურია. პორტუგალიელი მესისთან შედარებით უფრო სწრაფია, ასევე შეუძლია პუბლიკაზე თამაში, მას აქვს ბრწყინვალე ტექნიკა, არ ვამბობ, რომ ლიონელს ან ტექნიკა ან სისწრაფე აკლია, მაგრამ ჩემი აზრით კრიშტიანოს თამაში უფრო კარგი საყურებელია ვიდრე მესის, შესაძლოა ბევრი არ მეთანხმებოდეს, რადგან ყველას თავისი აზრი აქვს.."

"აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ რონი ორივე ფეხს ძალიან კარგად იყენებს, რაც თანამედროვე ფეხბურთში ფასდაუდებელი თვისებაა."

"ჟოზე მოურინიომ ძალიან ძლიერი კოლექტივი ჩამოაყალიბა, რომელსაც ნამდვილად შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება, ისინი ნახევარფინალში 2-ჯერ გავიდნენ, მაგრამ ფინალში გასვლა ვერ მოახერხეს, დარწმუნებული ვარ წლევანდელ წელს სამეფო კლუბის მთავარი პრიორიტეტი ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგება იქნება." dle 10.1

  • Hala
  • 2 ოქტომბერი 2012
  • 1726
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)