პერესი: "მოურინიო საუკეთესო მწვრთნელია"

სამეფო გუნდის პრეზიდენმტა ფლორენტინო პერესმა, კლუბის გენერალური წევრების ანსამბლეა, სიტყვით გახსნა.


"მოურინიო მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია.ჩვენ გახარებულნი ვართ, რომ მან 2016 წლამდე აიღო კლუბის გაწვრთნის პასუხისმგებლობა და ეს ყველაფერი ურთიერთგაგების საფუძველზე მოხდა.ჟოზეს მისწრაფება გამარჯვებისადმი გადამდებია ჩვენთვის."რეალი" განაგრძობს ბრძოლას მაღალი მწვერვალისაკენ და სასიხარულოა, რომ ამის სათავეში საუკეთესო დამრიგებელი დგას."

"ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გავიფორმეთ მოდრიჩი.ლუკა ხორვატიის საუკეთესო ფეხბურთელია.მას ძალიან უნდოდა სამეფო კლუბში გადმოსვლა.მისი შეძენით დიდიკონკურენცია გაჩნდა შემადგენლობაში.ჩვენ გადმოვიყვანეთ ესიენიც.ის ფიზიკურად ძლიერი და შესანიშნავი მოთამაშეა.ამასთანავე სარეზერვო გუნდში გვყავს მოთამაშეები - ნაჩო, ხესე, მორატა.მათ ნაკრებში იძახებენ."

"გასულ წელს, ჩინებული სეზონი ჩავატარეთ.ჩვენს მიერ მოგებული პრიმერა დივიზიონი ისტორიაში შევა, რამეთუ არაერთი რეკორდი დავამყარეთ.ეს ყველაფერი დამსახურებაა ყოველდღიური თავდაუზოგავი მუშაობისა.ჩვენ მოპოვებულზე არ გავჩერდებით და მუდამ უსასრულობისკენ გვექნება სწრაფვა."

"რა თქმა უნდა, გუნდი ყველა ტიტულისთვის იბრძოლებს მიმდინარე წელს.ჩემპიონთა ლიგაზე ფავორიტები ვართ.ალბათ, გახსოვთ ევროპის ყველა პრესტიჟული ტურნირის შარშანდელი გათამაშება, სადაც ფინალში მხოლოდ იმიტომ ვერ გავედით, რომ ფორტუნამ გვაქცია ზურგი.ვფიქრობ, ფეხბურთელები ყველაფერს გააკეთებენ, რათა მეათე თასი მოუტანონ კლუბს.ისინი საუკეთესონი არიან და ამიტომაცაა რომ ბევრი ქომაგი ჰყავთ.ჩვენ მოვიგეთ ტიტული და გვაქვს შესაძლებლობა ყველა ტურნირის თასის აღმართვისა."

"ყველამ ვნახეთ, თუ როგორი შესანიშნავი ციფრებით გადმოვიდა კასტილია სეგუნდაში.ამაში ტორილის დამსახურება საკმაოდ დიდია.ასევე სასიხარულოა, რომ "რეალ მადრიდ სი"-ც ერთი დივიზიონით აღზევდა.რა თქმა უნდა, აკადემია ჩვეულ ტემპში გააგრძელებს ფეხბურთელებს გამოზრდას.ამ მომენტისათვის 38 კანტერანოსი გამოდის ლა ლიგაში, 48 სეგუნდაში, ხოლო 39 ფარგლებს გარეთ."

"ჩვენი კალათბურთის ქომაგები კოპა დელ რეისა და სუპერ თასის მოგებით გავახარეთ.დიდი სიამოვნება მივიღეთ კოპა დელ რეის ფინალისგან, სადაც დავამტკიცეთ, რომ თასების მეფეები ვართ.მადლობა ლასოს, რომელიც როგორც ყოფილ მადრიდისტას, სრულად გაანალიზებული აქვს თეთრი მაისურის მნიშვნელობა.არენის გამოცვლად აბონიმენტების გაყიდვის ზრდა გამოიწვია.ჩვენ გვყავს ახალგაზრდა მოთამაშეები, ნათელი მომავლითა და გამოცდილებებით.მათ ნამდვილად ძალუძთ ტიტულების მოგება.სლათერის, დრაპერისა და რუდის მოსვლავ მნიშვნელოვნად გაგვაძლიერა."

"სამეფო კლუბის ქომაგებისთვსის რეალმადრიდ.ქომ-ი ნამდვილი სახლია.ისინი პირველად იქ გებულობენ სიახლეებს.აღნიშნულ პორტალმა 113 მილიონ ვიზიტორს უმასპინძლა.ასევე სრული დატვირთვით მუშაობს ჩვენი გვერდები სოციალურ ქსელებზე."ფეიქბუქზე" 31 მილიონი ადამიანი გვყავს, ხოლო "თვითერზე" 7.ამასთანავე განებივრებული ვართ იმ სატელევიზიო გადაცემებით, რომელსაც ოფიციალური არხი ამზადებს."

"რეალის ფონდი ნიშანდობლივია ჩვეთვის.ის გუნდის სულისკევეთებას განასახიერებს და მას სტატეგიული მისია აკისრია.ჩვენ 60 ქვეყანაში 200 საფეხბურთო სკოლა გავხსენით.დაახლოებით 60 ათასი ადამიანი იღებს ამისგან სარგებელს."

"მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ტიტული და გამარჯვებები გვაქვს, ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ.ჩვენი სურვილია მადრიდი "რეალი" თანამედროვეობაშიც, მსოფლიოს საუკეთესო კლუბებს შორის პირველ საფეხურზე იდგეს!"

ინფორმაციის წყარო: realmadrid.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)