გრანერო : "პრემიერლიგა ძლიერი ჩემპიონატია"

ესტებან გრანერო, რომელიც ქუინს პარკ რეინჯერსში გადავიდა, ჟურნალისტებს გაესაუბრა და განაცხადა, რომ ინგლისს ძალიან ძლიერი ჩემპიონატი აქვს და ყოველთვის სურდა აქ ასპარეზობა, თუმცა მზად იყო მადრიდის "რეალში" კარიერა დაესრულებინა...


"ახალ გუნდში ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს, ადაპტაცია საერთოდ არ გამჭირვებია, რადგან ყოველთვის მიყვარდა ფეხბურთის ინგლისური სტილი."

"მადრიდის "რეალიდან" წამოსვლა, ნებისმიერი კასტილიელისთვის ძალიან მტკივნეულია, ვერ ვიტყვი, რომ დედაქალაქის დატოვება არ გამჭირვებია, მაგრამ ეს საფეხბურთო ცხოვრებაა, რომელიც ყოველთვის გვთავაზობს გარკვეული სახის სიურპრიზებს. სიმართლე გითხრათ არ ველოდი "ქპრ"-ში თუ ასეთი სიტუაცია დამხვდებოდა, აქ ბრწყინვალე ატმოსფერო სუფევს და ყველა აღმშენებლობისთვის არის მონდომებული, ჩვენგან დიდი გუნდი უნდა დადგეს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ."

"ვარ ქალაქში, რომელშიც არის უდიდესი უდიდესი საფეხბურთო კულტურა, ჩვენი გულშემატკივრები სპორტს ძალიან დიდ პატივს სცემენ."

"მადრიდის "რეალს" ბრწყინვალე აკადემია ჰყავს და ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ხელმძღვანელობა მათ ჩაგრავს სრული აფსურდია. გავიხსენოთ, რაული, გუტი, კასილასი, არბელოა, კალეხონი და კიდევ ბევრი სხვა მოთამაშე, რომლებმაც სწორედ ახალგაზრდულში დაიწყეს კარიერა, შემდეგ კი თეთრების მთავარი გუნდის რიგებს შეუერთდნენ."

"ნამდვილად ვერ გეტყვით რა სჭირს კრიშტიანო რონალდოს, ეს ალბათ ხელმძღვანელობისა და მისი პრობლემაა, რომელიც აუცილებლად მოგვარდება, პორტუგალიელი მოთამაშე "რეალის" შემადგენლობაში აუცილებლად უნდა დარჩეს და გუნდს წარმატების მიღწევაში დაეხმაროს." dle 10.1

  • Hala
  • 11 სექტემბერი 2012
  • 1483
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)