იკერი: "მოხარული ვარ ამ პრემიის მოგებით"

როგორც იცით, კასილიასმა და ხავიმ ასტურიის პრინცის პრემია მიიღეს სპორტის განვითარებაში გაღებული წვილისთვის. იკერმა RealMadrid.Com-თან სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით ისაუბრა...


"მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე წელია "რეალსა" და "ბარსელონას" შორის ურთიერთობა საფეხბურთო მოედანზე უკეთესობისკენ მიდის, არამარტო უშუალოდ სპორტის მხრივ, არამედ ეს გულშემატკივრებსაც ეხებათ. ჩემი აზრით ეს "კლასიკოების" ისტორიაში ოქროს წლები გახლავთ, რომელიც იმედია კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ჯილდო გადმოგვეცა ამ ორი უდიდესი გუნდის კაპიტანს. მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენ არ მიგვიღია, ჩვენს უკან კლუბი და გულშემატკივრები დგანან. ეს პრემია მათი კუთვნილებაც გახლავთ. ძალიან სასიამოვნო პრიზი გახლავთ და მე მოხარული ვარ მისი აღებით."

"ფეხბურთი არის სპორტი, სადაც გარკვეული სირთულეების გადალახვა გიწევს. აქ ყოველთვის რთულია, გამორჩეული იყო ინდივიდუალურად. ჩვენ ეს მოვახერხეთ.(ჩვენში ხავი და თავისი თავი იგულისხმა - ავტ.). 15 წელზე მეტია ჩვენს შორის პროფესიული და პირადი ურთიერთობაა. ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და შეიძლება ითქვას, რომ ერთად გავიზარდეთ. ჯილდო, რომელიც ჩვენ მივიღეთ თან ახლავს სიყვარული, გამოცდილება, ბევრი მოგონებები და სიხარული."

"ამ წუთას, ორთავეს ძალიან კარგი პერიოდი გვიდგას, ორივე ბრწყინვალე კლუბებში გამოვდივართ, ცხადია წარმატებით, სანაკრებო დონეზეც დიდებული კარიერა გვაქვს. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ დავიმსახურეთ ეს პრემია."

"მე ყოველთვის ვიმეორებ, რომ ხვალ ჩემზე ისაუბრონ, არა როგორც ცუდ ან კარგ მეკარეზე, არამედ კარგ პიროვნებაზე. ყოველთვის ვცდილობ, რომ ის ხალხი, რომელსაც დახმარება ესაჭიროება, გავაბედნიერო. საბედნიეროდ, ჩემი ფონდის საშუალებით ამას ვახერხებ. ამას არ შევწყვეტ და კიდევ გავაგრძელებ."

"ვხვდები, რომ რთულია ხალხს იმ პრობლემების შესახებ აუხსნა, რომელიც ჩვენს თავს ხდება. ჩვენ გვყავს ოჯახი, მეგობრები და ვცდილობთ მათთან ერთად მოვაგვაროთ ყოველივე ეს. და ბოლოს მე მინდა მადლობა გადავუხადო მწვრთნელს, ვინსენტე დელ ბოსკეს, სწორედ მისი უდიდესი წვლილია იმაში, რომ მე ხავიმ ეს პრემია მოვიგეთ." dle 10.1

  • wishmaster
  • 6 სექტემბერი 2012
  • 1715
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)