შეიხ მანსურის "ოცნებანნი"

დიდი მეოცნებე კაცია, ეს ჩვენი (ჩვენი ნაკლებად - ავტ.) შეიხი მანსური, რომელიც ფეხბურთში მოსვლის დღიდან ასტრონომიული თანხების ხარჯვას არ ერიდება.


გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გაისად, "მანჩესტერ სიტი" 200 მილიონი ევროს შეთავაზებს სამეფო კლუბს, კრიშტიანუ რონალდუს სანაცვლოდ.ამასთანავე, ფეხბურთელს, გულის მოსაგებად, წელიწადში 20 მლნ. გადაუხდიან.რა თქმა უნდა, თავისი არსით, იდეალური და უნიკალური ტრანსფერი იქნება, თუმცა მეორე საკითხია, რამდენად დათანხმდებიან აღნიშნულს ესპანეთის დედაქალაქში.

როგორც იცით, ერთხელ უკვე "სანტიაგო ბერნაბეუს" ოფისიდან უარით იქნენ გამოძევებულნი მანსურის წარმომადგენლები.ისინი დონ პერესს (გასულ წელს) 180 მლნ. უთვლიდნენ პორტუგალიელის მისაღებად, თუმცა...

აღსანიშნავია, რომ ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელია "მოწყენილია," მანჩესტერელების შანსები საკმაოდ მწირია.მათ კარგად ესმით, რომ დონ პერესი და კამპანია ძალისხმევას არ დაიშურებენ და ყველა ხერხს მიმართავენ რონალდუს გასამხიარულებლად.

"მარკას" აზრით, 19 სექტემბერს (მანჩესტერ სიტი - რეალი), როდესაც ფლორენტინო და შეიხი სტადიონზე შეხვდებიან ერთმანეთს, ეს უკანასკნელი ეცდება საუბარი ჩამოაგდოს კრიშტიანუზე, თუმცა რამდენაც გამოუვა, არვიცით.

Fair play
ღრმადპატივცემულ შეიხს, ტრანსფერის გაჩარხვა 2014-2015 წ.წ. სეზონამდე სურს, რამეთუ შემდეგ მისი "ბობოლა" შეთავაზებები ფიზიკურად ვერ იარსებებნ.მოგეხსენებათ, ნახსენებ წლებში, "უეფა" მიიღებს კანონს, რის თანახმადაც კლუბები იმაზე მეტს ვერ დახარჯავენ, ვიდრე შემოსავალი აქვთ.

მანსურის მეორე ოცნება
შეიხი რონალდუს პარალელურად, მოურინიოსაც უმიზნებს.მანჩინის წარმატების მიუხედავად, მას კლუბის სადავეების ხილვა, "განსაკუთრებულის" ხელში სურს.

ინფორმაციის წყარო: As.Com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)