პრესის მიმოხილვა

მსოფლიო პრესას , რა თქმა უნდა დღეს და გუშინ სალაპარაკო თემა ქონდა...გავეცნოთ მათ მთავარ თემებს


"ელ მუნდო დეპორტივო" - კრიშტიანოს ტაქტიკა მიმართული ხელფასის გაზრდისკენ

კატალონიური ყოველდრიური გამოცემა ხსნის მისი განაწყენების მიზეზებს: "პორტუგალიელს არ გრძნობს, რომ "მადრიდის რეალისთვის" ღირებულია, ვინაიდან ის იმდენივეს გამოიმუშავებს, რამდენსაც კაკა და ის უკვე დიდი ხანია, რაც არ არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი მსოფლიოში. შესაძლებელია CR7-ს ხელში უჭირავს გამაოგნებელი შემოთავაზება "პსჟ"-სგან, რომლის გამოყენებასაც ის ცდილობს ფლორენტინო პერესზე ზეწოლისათვის."

"სპორტი" - მისი მოწყენის მიზეზები

"დაძაბული ურთიერთობა გუნდის რამოდენიმე ფეხბურთელთან. პრობლემები ახლო ადამიანებთან. სხვა კლუბებისგან მიღებული შემოთავაზებები. ოქროს ბურთი - ასეთია რამოდენიმე მიზეზი , რომელსაც კატალონიური გამომცემლობა "სპორტი" გვთავაზობს პორტუგალიელის ირგვლივ არსებულ სკანდალთან დაკავშირებით.

"ლა ვანგუარდია" - კაპრიზული და უადგილო

"ლა ვანგუარდია" უფრო შორს მიდის და გვთავაზობს ვესრიას, რომელიც მათი თქმით , "მადრიდის რეალის" წარმომადგენლისგან მიიღეს. "არავინ არ იცის მიზეზი, რატომ სურს პორტუგალიელს კლუბის დატოვება და კლუბი თვლის, რომ ფეხბურთელის ქცევა კაპრიზული და უადგილოა."

"ელ პერიოდიკო" - ტრიშტიანუ რონალდუ

ემილიო პერეს დე როსასი სიტყვათა თამაშს მიმართავს თავის სტატიაში. ის სხვადასხვა სიტყვებით "ამკობს" კრიშტიანოს და ამატებს იქვე: "მაგრამ არ იდარდოთ, ეს ყველაფერი გაივლის ყველა გამომცემლობის პირველ 10 გვერდს (ანუ ლა ლიგის განახლებამდე ყოველდღე პირველ გვერდზე იქნება ინფორმაცია). ჩემი კოლეგები მადრიდიდან ვალდებულნი იქნებიან მხარი დაუჭირონ "ტრიშტიანუს". ისინი მას ეტყვიან, რომ მათ ის უყვართ და რომ მათ ის ჭირდებათ და რომ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ვინაიდან ესპანეთს წინ ადვილი შეხვედრები ელოდება და ინიესტამ უკვე მოიგო ჯილდო, ამიტომ რონალდუს მხოლოდ და მხოლოდ ფულიღა დარჩენია, იმისთვის, რომ ყველაფერმა ჩაიაროს და ის დარჩეს. ბედნიერი, რა თქმა უნდა , ძალიან ბედნიერი!"

"ელ პაისი" - კრიშტიანო უბედური ბომბარდირი.

"ელ პაისი" მატჩის მიმოხილვაშივე აღნიშნავს პორტუგალიელის უხასიათობას: "კრიშტიანომ გაიტანა ორი გოლი, პირველად მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში და მიუხედავად ამისა, არც ერთი მათგანი არ აღნიშან. მისი ჟესტი ბევრ რამეზე მეტყველებს."

"ელ მუნდო" - პრინცესა გასაჭირშია

"ელ მუნდო" არსებულ სიტუაციას აღწერს, როგორც წარმოიდგენელს: "კრიშტიანუმ თქვა, რომ საუბარი იყო პროფესიონალურ საქმეებზე და არა პირადზე და რომ ეს არანაირად არ უკავშირდება ჯილდოს, რომელიც ინიესტამ მიიღო, მაგრამ ნათელია, რომ როცა მის ორაზროვან სახეს ვიხსენებთ მონაკოში, ეს სიტუაცია მისთვის იყო სრულიად მიუღებელი და არასასიამოვნო. თუ ეს მიზეზი არ არის, მაშინ კაპრიზია, მაშინ ეს არანაირად არ აწყობს მის გუნდს. როგორც რადიოსადგურებმა Cadena Cope და Cadena Ser-მა გაახმაურეს, "მადრიდის რეალში" იციან, რომ მან ჯერ კიდევ თამაშის დაწყებამდე აუხსნა ფლორენტინო პერესს თავისი მდგომარეობა, რაც მიუთითებს და ადასტურებს იმ ფაქტს, რომელსაც აქამდე ბევრჯერ აღნიშნავდნენ, რომ ის გუნდისგან და მეგობრებისგან გარიყულია და შეიძლება კლუბიც კი დატოვოს. წარმოუდგენელია. დაველოდოთ"

"ა ბოლა" - პრობლემა ასტორნომიული შემოთავაზების შემდეგ

პორტუგალიაში თვლიან, რომ კრიშტიანოს პრობლემა მდგომარეობს ფლორენტინო პერესზე ზეწოლაში , რომელიც განპირობებულია "პსჟ"-დან ასტრონომიული შემოთავაზებით. შეიხს სურს მისი წაყვანა პარიზში იბრასთან.

"რეკორდი" - რონალდუმ "ბერნაბეუზე" განგაშის ზარები შემოკრა

"რეკორდი" ეყრდნობა ინფორმაციას, რომელიც ესპანეთში გამოქვეყნდა: "კრიშტიანუ შეიძლება წავიდეს, ვინაიდან უკმაყოფილოა"

"ლა გაზეტო დე ლა სპორტი" - ისინი მას ინფანტილიზმში ადანაშაულებენ

იტალიაში არანაირ ვარაუდს არ გამოთქვამენ მიზეზებთან დაკავშირებით და ყველანი ერთხმად ეყრდნობიან "მადრიდის რეალსა" და "გრანადას" შორის შეხვედრის შემდეგ მომხდარ ფქტს: "კრიშტიანო იმედგაცრუებული და დაღლილია ("მადრიდის რეალისგან") - იუწყება მეორე სათაური. "შესაძლოა მისი ცუდი გუნების მიზეზი ანაზღაურება იყოს. ეს მაშინ, როცა ესაპნური გამოცემები მას ინფანტილიზმში ადანაშაულებენ."

"ლა ფიგარო" - რა ჭირს რონალდუს?

საფრანგეთშიც იგივე ხაზს მიყვებიან და რამოდენიმე მიზეზით სპეკულირებენ, თუ რატომ არის "მადრიდის რეალის" "7"-იანი განაწყენებული და მოწყენილი. იხსენებენ მარსელოს, ინიესტას, ანაზღაურებას...

"ეკიპ" - "მადრდის რეალისა" და კრიშტიანოს კონტროლი

"ეკიპი" არ ანიჭებს დიდ მნიშვნელობას კრიშტიანოს სიტყვებს და ცდილობს გამოყოს და ხაზი გაუსვას მის იმ სიზუსტეს, რომელიც მან "გრანადის" წინააღმდეგ შეხვედრაში დაგვანახა: "ის კვლავ ადვილად იტანს გოლებს და "მადრიდის რეალს" თავდაჯერებულობას მატებს"

"გარდიანი" - იტანს , მაგრამ არ აღნიშნავს

ინგლისში ყურადღებას ამახვილებენ კრიშტიანოს მოწყენილ სახეზე გოლის გატანის შემდეგ. "მან არ აღნიშნა გატანილი გოლები, ამით კი მთელი თავისი უკმაყოფილება გამოხატა" dle 10.1

  • shvela
  • 3 სექტემბერი 2012
  • 3465
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (358)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)