ხულიო იგლესიასი-უანგარო და უსაზღვრო მადრიდისტა

”ბოლოს და ბოლოს ხალხი მიდის, მაგრამ მათი ნამოქმედარი რჩევა, მოდიან სხვები და ცხოვრება ისევ ისეთია , როგორიც მანამდე იყო..” ასეთი სიტყვებით მთავრდება ხულიო იგლესიასის სიმღერა, რომელიც მან 1968 წელს ჩაწერა. ერთი წლის შემდეგ, მისი სახელი ”ცხოვრება ძველებურად გრძელდება” გამოყენებულ იქნა ფილმის დასახელებაში, რომელიც ეფუძნებოდა რეალურ მოვლენებს მისი ცხოვრებიდან და რომელიც მოგვითხრობდა იმაზე, თუ როგორ გახდა იძულებული მძიმე ავტო საგზაო შემთხვევის შემდეგ ის , ”მადრიდის რეალის” სათადარიგო მეკარე , ხელთათმანები მოეშორებინა.


ამდენი წლის შემდეგ ბევრი იფიქრებს დღეს, რომ ფილმის სცენარი , რომელიმე თავქარიანი სცენარისტის გამოგონებულია, მაგრამ ეს ასე არ არის. ხულიო იგლესიასი მართლაც იყო ”მადრიდის რეალის” მეკარე ხუვენილის კატეგორიაში, ხოლო 1969-1973 წლებში გამოდიოდა ”მადრიდის რეალის” სამოყვარულეო გუნდში.

როგორც ჩანს, ხულიო იგლესიასი ბედისწერას მისთვის ვარსკვლავური გზა ქონდა გამზადებული. ვინ იცის, ექნებოდა თუ არა მას ის აღიარება დღეს ”ბლანკოსების” მეკარე რომ გამხდარიყო? დღეს ერთადერთი რამის თქმა შეიძლება დარწმუნებით, რომ ნახევარი საუკუნის შემდეგ , ხულიო იგლესიასი იქცა ლათინოამერიკული სიმღერების ნამდვილ ელვისად, რომლის ანგარიშზეც მთელს მსოფლიოში 300 მლნ-მდე გაყიდული დისკია.

ხულიო იგლესიასი-უანგარო და უსაზღვრო მადრიდისტა


მუსიკალური ოლიმპისკენ მიმავალ გზაზე ის არასდროს არ ივიწყებდა იმ დღეებს, როცა ”მადრიდის რეალის” გერბით მოხატულ მაისურს ატარებდა. 29 ივნისს, როცა უკვე ცნობადი სახე გახდა 1970 წლის ევროვიზიის კონკურსზე აღმაფრთოვანებელი გამოსვლის შედეგად, ხულიო გამომცემლობა «AS»-ის დღის მთავარი მოვლენა და გმირი გახდა. მონდომებულმა და ემოციურმა ფეხბურთელი, რომელმაც იცოდა, თუ რა იყო ”ჩამარტინზე” ბურთის გორება, თქვა ერთი ფრაზა, რომელიც სტატიის სათაურად იქცა:

”გავიღებდი და დავთმობდი ყველაფერს, რასაც სიმღერით მივაღწიე იმისთვის, რომ ”მადრიდის რეალის” ძირითადის მეკარე გავმხდარიყავი.”


ჯერ კიდევ უწვერო ხულიო მომავალზე ფანტაზიორობდა, ფოტოგრაფების წინ სურათებს იღებდა ხუთშაბათობით, როცა ხუვენილებს, რომელშიც ის გამოდიოდა და ”ბლანკოსებს” შორის შეხვედრები მიმდინარეობდა. ის ჯერ კიდე 17 წლის იყო და მას უწევდა დი სტეფანოს, პუშკაშის და ხენტოს დარტყმებისგან კარის მშრალად შენახვა. ბოლო ორი მათგანი ხულიოს თქმით , ძალიან იყვნენ ბურთზე მიწებებულნი, ხოლო , რაც შეეხება დი სტეფანოს , ის ყოველთვის იქ ურტყამდა და იქ ახვედრებდა ბურთს, სადაც სურდა. ყველა ეს მოვლენები ასახულია ზემოთხსენებულ ფილმში. კლუბი მონაწილეობას იღებდა ამ ფილმის გადაღებაში, მათ ”სანტიაგო ბერნაბეუს” სტადიონი და ფეხბურთელებიც კი დაუთმეს რეჟისორებს ფილმის გადასაღებად. ფილმის პირველ სცენაში მეკარე ანტონიო ბეტანკორი ღებულობს ტრავმას და მწვრთნელი მიგელ მუნიოსი ეძახის მეორე მეკარეს: ”ხულიო, ხვალ გუნდთან ერთად მიდიხარ ნევასერადაში”. მომღერალი მიდის თავის ტრავმირებულ თანაგუნდელთან გასამხნევებლად: ”ყველაფერი გაივლის ანტონიო...” ბეტანკორი, იკრეფს რა ძალებს , ეუბნება ხულიოს: ”როგორც ჩანს, შენმა საათმაც ჩამოკრა!”

იმ ინტერვიუში ხულიომ თქვა ერთი ფრაზა, რომლის წაკიტხვის დროსაც მას ალბათ ეხლა გაეცინება: ”მომღერლის კარიერა შეიძლება იყოს ფეხბურთელის კარიერაზე ხანგრძლივი? არა, მე ასე არ ვფიქრობ. ფეხბურთელმა, თუ კარგად უვლის თავის თავს და ჯანმრთელობას აქცევს ყურადღებას, შეიძლება ითამაშოს 10 ან სულაც 12 წელი. ამდენი ხანი სცენაზე დგომა შეუძლებელია, რაც არ უნდა კარგად მღეროდე...” ეს ყველაფერი კი თავად ხულიომ დაანგრია. მის ანგარიშზე 69 ჩაწერილი ალბომია, ხოლო მისი ოქროსი და პლატინის დისკების რაოდენობა 2600-ს აღწევს. მის წარმატებებს მუსიკაში არ გაუწყვეტია მასსა და ”მადრიდის რეალს” შორის არსებული კავშირი. ის დაყავდათ ხელით ”საკუთარ სახლში” ”სანტიაგო ბერნაბეუზე”, სადაც 1983-1989 წლებში ის სრული ანშლაგით ატარებდა კონცერტებს. მისი პირადი მეგობარი გახდა ფლორენტინო პერესი, მის ყველაზე მხურვალე მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს შორის არის რობერდო კარლოსი. კრიშტიანო რონალდუ მას თავის უსაყვარლეს მომღერას ეძახის და იხსენებს მომრერლის კონცერტს, რომელსაც ის ესწრებოდა 2008 წელს პორტიმაოში, მაშინ ჯერ კიდევ ”მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელის რანგში. როცა მიდიოდა საუბარი მის ”მადრიდის რეალში” გადასვლასთან დაკავშირებით, ხულიომ მას სასაჩუქრე ბარათი გაუგზავნა, რომელზეც ეწერა:

”თუ მოაწერ კონტრაქტს ხელს და გადახვალ ”მადრიდის რეალში”, თქვნთვის უფასოდ ვიმღერებ.”


იმ შემთხვევაში , თუ ”მადრიდის რეალი” იქნებოდა კომერციული ორგანიზაცია, ასეთი ჟესტი აუცილებლად ჩაითვლებოდა მადრიდიზმში განხორციელებულ ინვესტიციად. ხულიოს არ აშინებს და არ აფერხებს ასეთი ნაბიჯების გადადგმა. ის ”მაიამი ჰითის” კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსის ერთ-ერთი ”შეფია”. 1986 წელს მომღერალმა ახალშექმნილი კლუბის (იგულისხმება ”მაიამი ჰითი”) აქციების 5% შეიძინა, ხოლო ამჟამად ის ხუთ მფლობელს შორის ერთ-ერთია. ათი წლის წინ, როცა ევროპაში მუსირებდა აზრი ნბა-ს ექსპანსიის შესახებ, ის ესტუმრა ფლორენტინო პერესს და სთხოვა შეერთებოდა ამ პროექტს. ” ”ჰიტის” აქციების ყიდვა ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო ინვესტიცია გახდა-აცხადებს მომრერალი-თუ ”მადრიდის რეალის” საკალათბურთო გუნდი გამოიყოფა, როგორც ცალკე ორგანიზაცია, მე მზად ვარ ჩავდო ჩემი 40% მის აქციებში.” ამჟამად ნბა-ს ევროპაში გაფართოების იდეა გაჩერებულია ლიგის კომისრის დავიდ სტერნომის მოთხოვნით.

ხულიო იგლესიასი-უანგარო და უსაზღვრო მადრიდისტა


გულშემატკივარი

ხულიოს ამჟამინდელი ცხოვრება მუდმივ მოძრაობაშია მაიამის, მარბელას, პარიზსა და ბაჰამს შორის. მიუხედავად ამისა, ესეთი დაძაბული გრაფიკი ხელს არ უშლის მეგავარკსვლავს ისაუბროს ”მადრიდის რეალზე” ისე, როგორც ამას აკეთებს ნებისმიერი უბრალო გულშემატკივარი. 2002 წელს მან თავისი კანდიდატურა წამოაყენა კლუბის 100 წლის თავთან დაკავშირებით გასამართ ყველა ვარსკვლავის მატჩში მონაწილეობის მიღების მიზნით, მაგრამ ეს შეხვედრა ვერ შედგა. ხულიო აკეთებს ყველაფერს , რაც შეუძლია და იმასაც , რაც არ შეუძლია, რომ მუდამ იყოს კლუბში მიმდინარე მოვლენების შესახებ საქმის კურსში. მან თავის თავს თვითდარწმუნებული “mourinhista”უწოდა და ახსნა რატომაც:

”მას მტკიცე ხასიათი, საჩემპიონო სული, მონდომება, ამბიცია აქვს და ის საზიზღრად იქცევა. მე მომწონს, რომ ის ასე აკეთებს.”


მომღერალი აღიარებს, რომ ფეხბურთელებს შორის მას ორი საყვარელი ფეხბურთელი ყავს:

”განძი კრიშტიანუ და კასილასი, რომლითაც მე დაუსრულებლად შემიძლია აღფრთოვანება გამოვხატო.”


კლუბი, რომელიც კონჩა ესპინაზე ბაზირებს, ხულიო ეგელსიას ყოველთვლის ”საკუთარ კაცად” თვლიდა და რამოდენიმე ხნის წინ , მის საპატივცემლოდ ღონისძიებაც კი იქნა დაგეგმილი. 31 მარტს მომღერას ”საპატიო სოსო”-ს ტიტული მიაკუთვნეს მადრიდიზმისადმი გამოხატული მხარდაჭერის გამო და ასევე ”წლების მანძილზე მუსიკალური კულტურის ჩვენს ქვეყანაში განვითარების საკითხში შეტანილი წვლილისთვის”. ეს დაჯილდოება შედგა იმ მომენტიდან 49 წლის შემდეგ , როცა მან ლურსმნებზე დაკიდა კლუბის მეკარის ხელთათმანები.

”თამაშის წინა ღამე უძილობის გამო ძალიან დიდი გეჩვენება. ტრიალებ და ტრიალებ საწოლში, ელოდები, როდის გათენდება , ამ დროს კი თავში გიტრიალებს აზრები წარმოუდგენელი ე.წ. ”მკვდარი ბურთების” აღების შესახებ: თუ როგორ დახტიხარ და თუ რა ნახტომებს აკეთებ კარში, როგორ დარბიხარ და ეცემი მოედანზე, როგორ უვარდები მეტოქის თავდამსხმელებს ფეხებში, შედეგი, რომლის მიღწევის იმედიც გაქვს. თუ ეს იქნება 1:0, შეიძლება ჩაითვალოს და ითქვას, რომ მეკარემ, რომელიც მთელი თამაშის მანძილზე კბილებით და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იცავდა საკუთარ კარს , მოგებაში გარკვეული წვლილი შეიტანა.”


ხულიო იგლესიასი-უანგარო და უსაზღვრო მადრიდისტა


აი, ასეთი რაღაცეები და კიდევ ბევრი რამე უტრიალებდა ხულიოს თავში, 17 წლის ბიჭს, რომელიც ”მადრიდის რეალის” ხუვენილში თამაშობდა და ყოველ ხუთშაბათს პირველი გუნდის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრებში იღებდა მონაწილეობას, სადაც მას უწევდა თავისი ეპოქის უბრწყინვალესი ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში: დი სტეფანო, პუშკაში, მატეოსი და ხენტო. ჩვენი ინტერვიუს გმირს უწევდა კარში ამ ფეხბურთელების იერიშების ქვეშ დგომა. იმ ფეხბურთელებისა, რომლებიც 60-იანი წლების მსოფლიო ფეხბურთის სიმბოლოები იყვნენ.

მაგრამ ერთ უბედურ დღეს, ტრავმამ ხულიო იგლესიას ფეხბურთს ჩამოაშორა. ოცნებებში წარმოდგენილი გადაჭედილი ”ჩამარტინის” ტრიბუნების წინაშე მოგერიებული დარტყმები, კი საშინელმა რეალობამ შეცვალა, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ტრიუმფისთვის არიან დაბადებულნი, რომლებიც შინაგანად ატარებენ იმ ამბიციებს და მონდომებას, იმ ძალას და პირველ რიგში, იმ მიზანდასახულობას, რომელსაც ისინი მიყავს პოპულარობის მოპოვებამდე, პუბლიკის აღფრთოვანებამდე, აპლოდისმენტებით დანგრეულ ტალღებამდე. ასეთი აღმოჩნდა ხულიო იგლესიასი შემთხვევა, რომელმაც ხუთშაბათობით ბრწყინვალე ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში , ხელთათმანები და ბუცები, გაცვალა გიტარასა და მიკროფონზე და ამჟამად მათი წყალობით მიაღწია აღიარებას, აღფრთოვანებას, აღტაცებას და ოვაციებს.

ხულიო იგლესიასი-უანგარო და უსაზღვრო მადრიდისტა


”მირჩევნია ფეხბურთი” - ხულიო იგლესიასი ინტერვიუ 1971 წელი

ხულიო, ისურვებდი, რომ ეს სტადიონი ამ წუთას იყოს გულშემატკივრებით სასვსე, ხოლო შენ ”მადრიდის რეალის” კარის დარაჯის რანგში გადმოდიოდე აქ რომელიმე საპასუხისმგებლო შეხვედრაში?

ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო ეპიზოდი და მოვლენა იქნება.

იქნებოდა ეს იმაზე მეტი, ვიდრე ანალოგიური რაოდენობის ხალხი მოსული შენი კონცერტის საყურებლად?

ეჭვგარეშეა?! მე ვიცი, რას ნიშნას პუბლიკის წინაშე სიმღერა: ევროვიზიაზე მე 200 მილიონიანი ტელეაუდიტორიის წინაშე გამოვდიოდი. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ყველა ჩემ პოპულარობას, რომელიც სიმღერით მოვიპოვე, ყველა აპლოდისმენტს, რომელიც კონცერტებზე მივიღე და ყველაფერ იმას, რაც მიკროფონით ხელში დავიმსახურე, დაუფიქრებლად და სიამოვნებით გავცვლიდი ”მადრიდის რეალის” ძირითადის მეკარეობაზე.

სიმღერების შესრულებისას, შენ ინდივიდუალურ ტრიუმფს აღწევ, მაშინ როცა ფეხბურთში მეკარე ერთ-ერთი თერთმეტ ფეხბურთელთაგანია.

მერე რა. მაინც გარწმუნებთ, რომ ფეხბურთი მირჩევნია.

მაგრამ მომღერლის ცხოვრება ფეხბურთელისაზე უფრო ხანგრძლივი არ არის?

არა, არ არის. ფეხბურთელები, რომლებიც ჯანმრთელობას უფრთხილდებიამ 10-12 წელი თავისუფლად ითამაშებენ გუნდში. ამდენი ხნის მანძილზე გამოსვლა მომღერლის რანგში, თითქმის შეუძლებელია, მიუხედავად იმისა, როგორი კარგიც არ უნდა იყო. მართალია მომღერლებს რჩებათ დისკები, მაშინ როცა, ფეხბურთის თამაშისა შენ საკუთარ ნაკვალევს სპორტის ისტორიას უტოვებ.

ვინ იყო შენი კუმირი ბავშვობაში?

ჩემი ნამდვილი კუმირი იყო ბენ ბარეკი და რა თქმა უნდა, მეკარის პოზიციაზე თამაში მანძილზე მუდამ მინდოდა, რომ რიკარდო ზამორას დავმსგავსებოდ. დიახ, როცა ახალგაზრდა ვიყავი ბენ ბარეკით აღმაფრთოვანებდა, მაგრამ მერ ეუკვე დი სტეფანო იწვევდა ჩემში უდიდეს სიმპათიას.

ხულიო იგლესიასი-უანგარო და უსაზღვრო მადრიდისტა

ვინ ურტყამდე ყველაზე ძლიერად და ზუსტად სხვეთან შედარებით?

ძლიერად-ხენტო და პუშკაში, ამავდროულად პუშკაშს შეეძლო ბურთის იმ წერტილში გაგზავნა, რომელშიც მოისურვებდა.

და ბოლოს, მითხარი ხულიო შენს ბავშვზე, რომელიც ქვეყნიერებას ოქტომბერში მოევლინება, რას ისურვებდი, რომ ის მომღერალი გამოსულიყო, თუ სპორტსმენი?

ბავშვი, რომელიც ოქტომბერში დაიბადება, ისევე როგორც ისინი, რომლებიც მის შემდეგ დაიბადებიან, იქნებიან ბიჭები, თუ გოგოები, დაე იყვნენ ისინი, ვინც თავად ენდომებათ. მე მათ მომავალთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი სურვილი მაქ-დაე, მთელი ცხოვრების მანძილზე მათ ქონოდეთ ისეთი ოცნება, როგორიც მქონდა მე და რომელმაც ჯერ ფეხბურთში მიმიყვანა, ხოლო შემდეგ კი მუსიკაში.

***
ხულიო იგლესიასი დაიბადა იმისთვის, რომ გამხდარიყო ცნობადი სახე. მან შეცვალა მეკარის ხელთათმანი და ბუცები გიტარასა და მიკროფონზე, მაგრამ არ გადაუხვია იმ გზას, რომელმაც ის მსოფლიო აღიარებამდე მიიყვანა, ამავდროულად კი დარჩა ისეთივე გულღია , უბრალო და სასიამოვნო ადამიანად. მის მეგობრებს და თაყვანისმცემლებს არ შეეძლოთ მისთვის ტაშის დაკვრა ფეხბურთის გულშემატკივრების რანგში, მაგრამ ახლა შეუძლიათ დატკბნენ მისი გამოსვლით ტელევიზიის ეკრანებიდან. კონცერტებს შორის ის კვლავ ოცნებობს, თუ როგორ იგერიებს გადამწყვეტ თერთმეტმეტრიან დარტყმებს, რომელიც მისი გუნდის კარში დაინიშნა და რომელიც მის გუნდს გამარჯვებას მოუტანს, ხოლო მეკარეს კი პირად ტრიუმფს.

ხულიო იგლესიასი-უანგარო და უსაზღვრო მადრიდისტა
dle 10.1

  • shvela
  • 3 სექტემბერი 2012
  • 3557
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)