ფეხბურთელთა შეფასებები

Goal.com-ის ვერსიით რაული მატჩის საუკეთესო ფეხბურთელია, ხოლო კასილასი – საშინელი.


იკერ კასილასი – 3,5: ორი გოლში მას მიუძღვის ბრალი. მთელი მატჩი სამუშაოს გარეშე იყო, მაგრამ ბოლოს შეცდომები დაუშვა.

სერხიო რამოსი – 4,0: კარგად მოქმედებდა მეტოქის ნახევარზე. მთლიანად დაკარგა კონტროლი თავის ფლანგზე, საიდანაც მუდამ დატვირთვა იყო.

პეპე – 5,0: ფაქტიურად მთელი თამაში არ ჰქონდა სამუშაო, მაგრამ საჭირო მომენტში (იგულისხმება პატოს მეორე გოლი) ვერ ითამაშა საიმედოდ.

ალბიოლი – 4,5: როგორც პეპე, 60 წუთი მასაც არ ჰქონია სამუშაო, მაგრამ, როცა მეტოქემ შეტევები დაიწყო, არადამაჯერებლად მოქმედებდა.

მარსელო – 5,0: ბრაზილიელი არ არის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე. მთელი მატჩი ვერ აკონტროლებდა პატოს. დააღალატა გუნდი. მიუხედავად იმისა, რომ შეტევაში კარგად ერთვება, დაცვაში ღირებულს ვერ აკეთებს.

ლასი – 8,0: როგორც ყოველთვის ეფექტური იყო. იშვიათად კარგავდა ბურთს და იშვიათად ცდებოდა. რონალდოს გარეშე, სწორედ ის და კაკა არიან "რეალის ლიდერები.

ხაბი ალონსო – 6,5: აქტიურად თამაშობდა. იშვიათად ართმევდა ბურთს მეტოქეს. ცოტას მოძრაობდა ცენტრში.

გრანერო – 7,0: შეიძლება თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა, მაგრამ ითამაშა მეტად ეფექტურად. თავის თავზე იღებდა შეტევას.

კაკა – 6,0: ვერ შეეწყო "რეალს". იშვიათად აკეთებდა დრიბლინგებს და ცოტა მომენტი ჰქონდა კარში დარტყმის. "მილანში" მოთამაშე კაკასგან მხოლოდ აჩრდილია დარჩენილი.

რაული – 8,5: ფაქტიურად "რეალის" ყველა კარგ მომენტში მონაწილეობდა. გაიტანა ერთი გოლი და შეტევაში მუდამ აქტიური იყო. კუთხურიდან დრენტეს საგოლე გადაცემა გაუკეთა.

ბენზემა – 6,5: თავისთვის თამაშობდა, ფლანგიდან აწუხებდა მეტოქეს, მაგრამ დიდასთვის ხიფათი არ შეუქმნია.

ცვლილებები:

დრენტე – 7,0: მიუხედავად მადრიდში თავისი მდგომარეობისა, ძალიან კარგად ითამაშა და გოლიც გაიტანა.


ინფორმაციის წყარო: Goal.com dle 10.1

  • faqo
  • 22 ოქტომბერი 2009
  • 2534
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)