ესიენის ინტერვიუ

”ჩელსი”-ში ერთად წლების მანძილზე მუშაობის შემდეგ, ესიენი კვლავ შეუერთდა ჟოზე მოურინიოს გუნდს, მაგრამ ამჟამად უკვე ”მადრიდის რეალის” რიგებში. ფეხბურთელი თავიდანვე ღიად აცხადებდა, რომ მას პორტუგალიელ სპეციალისტთან იდეალური ურთიერთობა აკავშირებს. ესიენი ”მადრიდის რეალის” ოფიციალურ ვებ-გვერდს Realmadrid.com-ს და Realmadrid TV-ს ესაუბრა: ”მოურინიო მე შესანიშნავად მიცნობს, მან იცის, რომ გუნდის დასახმარებლად ნებისმიერ პოზიციაზე შემიძლია თამაში. როცა მწვრთნელი დამიძახებს მუდამ მზად ვიქნები სათამაშოდ.”


კეთილი იყოს შენი მობრძანება, ელი დასაწყისს?

ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ”მადრიდის რეალი” დიდებული კლუბია და ბედნიერი ვარ, რომ ამ კლუბს შევუერთდი.

რას იტყვით იმ დღეზე, როცა კონტრაქტს მოაწერეთ ხელი?

ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა. პარასკევ საღამოს, სასტუმროს ოთახში ვიყავი, როცა მოურინიომ დამირეკა. მან მკითხა, მინდოდა თუ არა ”მადრიდის რეალში” თამაში. არც კი მიფიქრია, ისე ვუთხარი თანხმობა.

შენ ჟოზე მოურინიოს ”მამას” ეძახი, რატომ?

იმიტომ, რომ ის ჩემთვის მამასავითაა. მას ძალიან კარგად ვიცნობ. მან იცის, თუ რა შესაძლებლობები მაქ მე. ჩემი მასთან ერთად მუშაობის გამოცდილება დაუვიწყარი იყო და ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთხელ მეძლევა ამის საშუალება.

რას ნიშნავს მოურინიოსთან ერთად მუშაობა?

ის ძალიან ძლიერია და იცის ფეხბურთელებთან როგორ უნდა მოიქცეს. მან იცის, როგორ მიიღოს თითოეული მისი ქვეშემრდომისგან მაქსიმალური. ფეხბურთელებთან ძალზედ ახლოსაა და მათ ის უყვართ, სასიამოვნა მასთან ერთად მუშაობა.

მოედნის გარეთ შენ და ჟოზეს საკმაოდ კარგი ურთიერთობა გქონიათ. სიმართლეა, რომ შენ და მოურინიო განაში ერთად იყავით წასულები?

ეს იყო განსაკუთრებული ვიზიტი განაში მასთან ერთად. ის იქ ბავშვების დასახმარებლად იყო ჩასული. განაში მას პატივს სცემენ და ყველა ბავშვი გახარებული იყო მისი ნახვით..

შენი შესაძლებლობები საშუალებას გაძლევს ითამაშო მოედნიც ცენტრში, ასევე უკან ცენტრში და მარჯვენა ფლანგზე. გქონდა თუ არა დრო მოურინიოსთან სალაპარაკოდ, რომ შენი სათამაშო პოზიცია განგეხილათ?

არა , მასთან ამაზე არ მისაუბრია და არც დაველაპარაკები. ის მე შესანიშნავად მიცნობს, იცის სადაც შემიძლია თამაში და რომ გუნდის დასახმარებლად მე ყველგან შემიძლია თამაში. როცა მწვრთნელს დავჭირდები, მე მუდამ მასთან ვარ.

შენ მოიგე შიდა ჩემპიონატები საფრანგეთსა და ინგლისში და ამ სეზონში კი ”მადრიდის რეალი” აპირებს ტიტულის დაცვას. აქ წინა წლის მიღწევებისა და წარმატებების განმეორების ამბიციით ჩამოხვედი?

დიახ. ეს სრულიად ახალი გამოცდილება იქნება. ძალიან დიდ კლუბებში ვთამაშობდი და ეხლაც უდიდეს კლუბში მოვედი. შინაგანად მზად ვარ ბევრი მუშაობისთვის და ლა ლიგის მოსაგებად გუნდს ყველანაირად დავუდგები გვერდით.

წინა სეზონში ”მადრიდისი რეალის” თამაშები თუ ნახეთ?

მათი ბევრი შეხვედრა ვნახე. გარდა თამაშის ყურებისა, კრიშტიანო რონალდუსაც ვესაუბრებოდი მობილური ტელეფონით და ტექსტური წერილებით. ვიცნობ ლასანასაც, რომელიც ამჟამად გუნდთან ერთად არ არის, მაგრამ იმ დროს ”მადრიდის რეალის” ამბების საქმის კურსში მაყენებდა.

როცა ჟოზე მოურინიომ ”ჩელსიში” მოგიყვანა , ყველაზე ძვირადღირებული აფრიკელი ფეხბურთელი იყავი. როგორია, როცა შენ კონტინენტსა და შენ ქვეყანა განას წარმოადგენ?

უბრალოდ ფეხბურთის თამაში მინდოდა და არასდროს მიმიქცევია ყურადღება იმისთვის, თუ რამდენს იხდიდნენ ჩემში. ბედნიერი ვიყავი, როცა ინგლისში წავედი. როცა ”ლიონში” ვთამაშობდი, ვოცნებობდი პრემიერ ლიგაში თამაშზე. მადლობა მინდა გადავუხადო ჯოზე მოურინიოს იმ შანსისთვის, რომელიც მან მე მომცა ”ჩელსიში” გადაყვანით. საბედნიეროდ ყველაფერი მუდამ კარგად მქონდა. ჩემს ქვეყანაში ხალხს უყვარს თავისი ფეხბურთელებისთვის მიბაძვა და ჩემი ”ჩელსიში” გადასვლით ამ გუნდს განაში და მთლიანად აფრიკაში ბევრი გულშემატკივარი გაუჩნდა.

რატომ გადაწყვიტე ”მადრიდის რეალში” წამოსვლა?

სიმართლეა, რომ ჩემით სხვადასხვა კლუბები იყვნენ დაინტერესებულნი, მაგრამ მოურინიომ დამირეკა და ყველაფერი მაშინვე გადაწყდა. ვერასდროს ვერ შევძლებ მე მოურინიოსთვის უარის თქმას. ”მადრიდის რეალი” დიდი კლუბია და ნებისმიერი ფეხბურთელი ისურვებდა აქ თამაშს. მე ვუთხარი მას, რომ ნებისმიერ რამეს გავაკეთებდი და აქ მაინც მოვიდოდი.

ახალი სეზონისთვის რა არის თქვენი მიზნები და რისი იმედი გაქვთ?

იმ დროის მანძილზე , რომელიც აქ ვიქნები, იმედი მაქვს ”მადრიდის რეალს” ტიტულების მოგებაში დავეხმარები. მინდა, რომ კლუბს ტიტულის დაცვაშიც დავეხმარო და თუ ამასაც დავუმატებთ ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებას , სეზონი სრულყოფილი იქნება. dle 10.1

  • shvela
  • 2 სექტემბერი 2012
  • 2979
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)