კაკას ინტერვიუ

დღეს კაკამ კომპანია Adidas-ის სპორტული ფეხსაცმლის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა.


რიკარდო კაკა , კომპანია Adidas-ის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობდა. ცერემონია კასა-დე-კამპოში გაიმართა. რიკარდოს 4 დარტყმის განხორციელებამ მოუწია. ბრაზილიელის ყველა დარტყმამ მიზანს მიაღწია, ამ ყველაფრის შემდეგ მან ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა: ”ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმისა ცოდნა, რომ როცა მოურინიოს დავჭირდები ის მე ამის შესახებ მეტყვის. ეს ჩემთვის , როგორც ფეხბურთელისთვის , ახალი ცხოვრების დასაწყისია. ისეთი შეგრძნებაა თითქოს მე ხელახლა ვიწყებ კარიერას და ეს 30 წლის ასაკში. ვეცდები გავაკეთო ყველაფერი, რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული, მინდა უმაღლეს დონეზე თამაში კიდევ გავაგრძელო. მე ბედნიერი ვარ, ვინადაინ მოურინიო დღემდე მენდობა. დღეს მე ”მადრიდის რეალთან” ერთად ვივარჯიშებ. როცა მადრიდის ქუჩებში დავდივარ, ხალხი მიღიმის. მე ეს ძალიან მსიამოვნებს.”

მოდრიჩისა და ესიენის მოსვლასთან დაკავშირებით

”ჩვენ ორი მნიშვნელოვანი და ძლიერი ნახევარმცველი დავიმატეთ მოდრიჩისა და ესიენის სახით. ისინი ფანტასტიკურები არიან. მათ შეუძლიათ სასტარტოში თამაში, წარმოუდგენელი კონკურენციის მიუხედავად, ამ ყველაფრის ატანა ყველა ჩვენთაგან (ფეხბურთელებს) მოუწევს.”

ჩემპიონთა ლიგაზე ”მადრიდის რეალის” ჯგუფის შესახებ

”ჩვენ ყველაზე რთული ჯგუფი შეგვხვდა. ჩვენთან ერთად არიან ინგლისის, ესპანეთის, გერმანიის და ჰოლანდიის ჩემპიონები. ეს ჯგუფი შეიძლება იყოს ყველაზე კონკურენტუნარიანი ჯგუფი ბოლო წლების მანძილზე მსოფლიო ფეხბურთში. ჩვენ ფავორიტები ვართ, ვინაიდან ჩვენი ამჟამინდელი ფიზიკური მდგომარეობა ფანტასტიკურ ნიშნულზეა. ჩემპიონთა ლიგის დაწყებამდე ჯერ კიდევ ორი კვირაა, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქ დრო მოსამზადებლად.”

”მადრიდის რეალის” პირველ ტიტულზე.

კაკას ინტერვიუ


”ეს გამარჯვება ნიშნავს , რომ მიმდინარე სეზონში გუნდი ყველა ტიტულისთვის იბრძოლებს, ყოველგვარი გამონაკლისის დაუშვებლად. ჩვენ ძალიან რთულ მეტოქეს ვძლიეთ. ”ბარსელონას” ბევრჯერ მოუგია ჩვენთვის, მაგრამ ეხლა დავამტკიცეთ, რომ ჩვენ საუკეთესოები ვართ.”

კრიშტიანო რონალდუსა და გუნდში შექმნილ სიტუაციაზე.

”მე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია.კრიშტიანო-ჩვენი გუნდის განუყოფელი ნაწილია. ის ძლიერი, დიდებული სპორტსმენია და ყველაფერთან ერთად ნამდვილი ლიდერიც. ჩვენი მხარდაჭერა მას მუდამ ქონდა და ექნება. ძალიან მინდა, რომ მას არანაირი პრობლემები არ ქონდეს. ის ბედნიერი უნდა იყოს იმისთვის, რომ იმუშაოს და შექმნას მომენტები.”

2014 წლის ჩემპიონატთან დაკავშირებით , რომელიც ჩატარდება ბრაზილიაში

”საკუთარ ქვეყანაში ჩასატარებელ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა ოცნებაა. ძალიან მინდა ეროვნული ნაკრების განაცხადში მოხვედრა. ”მადრიდის რეალში” ვთამაშობს მეოტხე სეზონია და ძალიან მაღალ დონეზე ვიმყოფები. მინდა ასე გავაგრძელო.” dle 10.1

  • shvela
  • 2 სექტემბერი 2012
  • 3719
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)