რა ხდება რონალდუს თავს?!

რა ხდება რონალდუს თავს?!

რონალდუს განცხადების შემდეგ არაერტი ცნობა გავრცელდა მის უხასიათობასტან დაკავსირებით...


რონალდუმ გაუტანა, ორი გოლი „გრანდას“ მაგრამ არ აღნიშნა, იგი მთელი თამაში გაღეზიანებული ჩანდა. საბოლაოდ პრესკომფერენციაზე განაცხადა, რომ იგი არის უკმაყოფილო კლუბში მიმდინარე მოვლენებით. ამ საკითხზე დღეს ბევრი სპეკულირებს, ყველას აინტერესებს თუ რა ხდება სინამდვილეში.

„მე არ ავღნიშნე ჩემი ორი გოლი ვინაიდან მე ვარ უკმაყოფილო, კლუბში იციან ამის მიზეზი.“

Goal.com იტყობინება, რომ რონალდუ „სანტიაგო ბერნაბეუს“ ოფისში შეხვდა ფლორენტინო პერეს და ხოსე ანხელ სანჩეს, პორტუგალიელმა მათ განუცხადა, რომ იგი უკმაყოფილიოა კლუბში მიმდინარე პროცესებით და გუნდიდან წასვლა სურს.

ესპანურ ტელევიზიას თუ დავერყდნობით, მაშინ როდესაც მაიკლ ესიენი კონტრაქტზე ხელს აწერდა ოთახში კრიშტიანუ რონალდუ შევიდა, ხელი ჩამოართვა განელ ფეხბურთელს და რამდენიმე სიტყვა უთხრა. შემდეგ დაუყოვნებლივ იმავე გზით, რომლითაც რონალდუ შემოვიდა, პერესი მოვიდა და განახლდა ხელის მოწერის პროცესი. ამ ამბავში გასაოცარი არაფერი, მაგრამ ეს არის ოთახი სადაც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ წყდება ამა თუ იმ ფეხბურთელის კონტრაქტის ბედი. ამ ამბის შემსწრე ჟურნალისტებს მეტი რა უნდოდათ და რონალდუს გუშინდელი უხასიათობის მიზეზად ეკონომიკური მხარე დაასახელეს. როგორც მოგეხსენებათ კლუბში რონალდუს ბევრ თანაგუნდელს კონტრაქტი უკვე გაუხანგრძლივეს, მას კი ჯერ მსგავსი შემოთავაზება კლუბისგან არ მიუღია. პორტუგალიელი იმედგაცრუებულია, იმით, რომ კლუბი ინიციატივას არ იჩენს კონტრაქტის გახანგრძლივებისთვის და თვლის, რომ იგი მადრიდში არ ჭირდებათ.

რონალდუს უხასიათობის ერთ-ერთ მიზეზად ბრაზილიელ მარსელოსთან კონფლიქტი სახელდება. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მარსელომ არგენტინულ ტელევიზიას განუცხადა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი არა რონალდუ არამედ მესი იყო. არ არის გამორიცხული ამ განცხადებამ გააღეზიანა რონალდუ რის საფუძველზე თანაგუნდელებს შორის განხეთქილება მოხდა. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მარსელომ ეს განცხადება უარყო, რონალდუ და მარსელო საუკეთესო მეგობრებად ითვლებიან.

სხვა გამოცემები მიზეზად ანდრეს ინიესტას ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებას მიიჩნევე. რონალდუ იძულებულია დაესწროს მსგავს ღონისძიებებს, სადაც 2008 წლიდან მოყოლებული დამარცხებული გამოდის. მან უარი განაცხადა შემდგომში მსგავს ღონისძიებებზე დასწრებისაგან.თუმცა აქაც უნდა აღინიშნოს, რომ რონალდუმ მატჩის შემდგომ ინტერვიუში განაცხადა:"ამ ყველაფერს კავშირი არა აქვს ინიესტას საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებასთან და ძალიან გთხოვთ, კუდებს ნუ გამოაბამთ. "


რონალდუს მოთხოვნა კლუბის დატოვებასთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა ფლორენტი პერესისათვის შოკი აღმოჩნდა.

რაც არ უნდა ვიმსჯელოთ ჯერ კიდევ ცხადათ ჩანს, რომ აღნიშნული ინფორმაცია ჭორია და სხვა არაფერი. არაერთი მიზეზის დასახელება შეიძლება რონალდუს უხასიათობის, მაგრამ ფაქტია რონალდუ მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელად რჩება და სანაკრებო პაუზიდან დაბრუნების შემდეგ, მინიმუმ ნახევარი სეზონი გააგრძელებს „სამეფო კლუბში“ ასპარეზობას.
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)