მოურინიოს ინტერვიუ

ჟოზე მოურინიო შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა.


”მე არ მომეწონა ის, თუ როგორ თამაშობდა გუნდი. ძალიან ცოტა ამბიცია და მონდომება შევამჩნიე ჩემ ფეხბურთელებს. მოსაგებად ეს საკმარისი არ არის. ამაზე უკეთესად უნდა ვითამაშოთ და თან ბევრად უკეთესად იმისთვის, რომ წლის ბოლოს რამეს მივაღწიოთ.”

”თეთრების” მხვრთნელს სურს, რომ გუნდმა იგივე მონდომება და ამბიციები აჩვენოს, როგორიც ”ბარსელონას” წინააღმდეგ შეხვედრაში სუპერ თასზე: ”მე ვნახე გუნდი, რომელიც შესაძლებლობების ზღვარზე თამაშობდა ”ბარსელონას” წინააღმდეგ პირველივე წუთებიდან , მაგრამ ლა ლიგაში ჯერ ასეთ რამეს ვერ ვამჩნევ. ძნელია ამის ახსნა, თუ რატომ ხდება ეს. ვხედავ , რომ ბევრ რამეზე მომიწევს მუშაობა. გუნდის მოტივაცია და ამბიცია არ არის ისეთივე მაღალი , როგორიც თუნდაც წინა წელს იყო. მაშინ უფრო მეტის გატანისკენ ვიყავით ორიენტირებულნი და გვსურდა, რომ შეხვედრის ბედი რაც შეიძლება მალე გადაგვეწყვიტა. არ შემიძლია იმის თქმა, რომ კონრეტულად რომელიმე ფეხბურთელმა ითამაშა ცუდად, ან ცუდად გრძნობდა თავს, ვინაიდან ეს არ არის რეალობა , მაგრამ მე უფრო მეტი მინდა. გუნდმა მეტი უნდა იმუშაოს, უფრო უნდა იყოს მოტივირებული და სწორედ ამიტომაც არ ვარ მე კარგ ხასიათზე.”

მოურინიომ ისაუბრა ლუკა მოდრიჩზე, რომელმაც თავისი პირველი შეხვედრა ჩაატარა ძირითადში: ”ბედნიერი ვარ. მან პირველი 45-60 წუთი გაატარა მოედანზე და ეს მისთვის კარგიცაა. ეხლა ის ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება და კარგი იქნება, თუ თამაშის საშუალება მიეცემა. მას დიდი ხანი არ ქონდა სათამ,აშო პრაქტიკა, პირველი შეხვედრა საერთოდ ”ბარსელონას” წინააღმდეგ ჩაატარა და გადაიტვირთა. დღეს მისგან საუკეთესო თამაშის ჩვენებას ვერ მოვითხოვდი, ვინაიდან მისმა გუნდმა საშინლად ითამასა.” dle 10.1

  • shvela
  • 2 სექტემბერი 2012
  • 4538
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)