უბრალოდ რობერტო კარლოსი !

უბრალოდ  რობერტო კარლოსი !


სტატიაში დღეს შევეხებით მადრიდის "რეალის" კიდევ ერთ ლეგენდას, რობერტო კარლოსს...


რობერტო კარლოსი - იდეალური ათლეტი , რუპორი მთლიანი თაობისა , რომელმაც შესძინა ნათელი ფერები ფლაგებზე მოთამაშე მცველების პოზიციას და ერთხელ და სამუდამოდ შეცვალა მათი დანიშნულება. დაამკვირდა რა წარმოუდგენელი , ინოვაციური მოთხოვნილებები იმათვის ვისაც ეს სურს .

ბრაზილიერი უფრო მეტად შემტევ გარემარბს წააგავდა თავისი სათამაშო სტილით ვიდრე მცველს , მისი ამოუწურავი ენერგია ყოველთვის ითხოვდა მაქსიმალურ სივრცეს , გარბოდა რა ისეთივე სისწრაფით ,როგორც სარბოლო ბოლიდი , ანადგურებდა ბრაზილიელებს , იტალიელებს , ესპანელებს და ყველას ვინც კი მის მოწინაამღდეგედ გვევლინებოდა კლუბში თუ ნაკრებში , დაუღლელად მეტოქის საჯარიმოსკენ , ხანდახან ავიწყდებოდა კიდეც მცველის მთავარი მოვალეობები , მაგრამ ზუსტად ეს ხდიდა მას ფენომენს .


რობერტო კარლოსის უნიკალურობა მუდამ იპყრობდა ექიმების და ფიზიოლოგების ყურადღებას . უკვე ყვეალმ იცოდა, რომ ბრაზილიერის დარტყმული ბურთი 150კმ/სთ სისწარაფეს ანვითარებდა , 168 სანტიმეტრიანი კაცი ხტებოდა 67 -სანტიმეტრის სიმაღლეზე და მისი პატარა და ძლიერი ფეხები 100 მეტრს, 11 წამში ფარავდნენ , დაამატეთ ამას დიდუბული ბრაზილიური ტექნიკა და თქვენ მიიღებთ გენიოს ფეხბურთელს .


საინტერესოა და აღსანიშნავია ის ფაქტი ,რომ მიუედავად მისი დიდებული კარიერისა კარლოსი არ იყო ამპარტავანი ცხოვრებაში და როგორც ყველა უბრალო და ჩამოყალიბებული ადამიანი , მოედანზე უფრო ხშირად იღიმებოდა , ვიდრე იღუშებოდა, არ იყო შემჩნეული მიზან-მიმართულ უხეშობაში და მუდამ რჩებოდა უკიდურესად კორექტული , როგორც მოედანზე ასევე ცხოვრებაშიც. ზუსტად ამიტომაც მისი წასვლა ფეხბურთიდან გვაძლევს იმის საბაბს , რომ მოვიწყინოთ . მსოფლიოში იყვნენ , არიან და იქნებიან უფრო ძლიერი მცველები , მაგრამ მეორე რობერტო კარლოსი უკვე აღარასდროს განმეორდება .

ის რაც უნდა გვახსოვდეს


11 წელი მადრიდის "რეალში"

უბრალოდ  რობერტო კარლოსი !



1996 წლის ზაფხულში , რობერტო კარლოსმა მოირგო თეთრი ფორმა და ეს გადაწყვეტილება გახდა მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი . კაპელომ ის უმალვე გახადა პირველი სტატიის ვარსკვლავი მსოფლიოსი და ასევე მადრიდული სამყაროსი . სადებიუტო სეზონში რობერტომ 5 გოლი გაიტანა და დაეხმარა გუნდს ესპანეთის ჩემპიონობის მოპოვებაში . 1 წლის შემდგომ კი მოგვევლინა ჩემპიონთა ლიგის ტროფეის მფლობელის რანგშიც . მთლიანობაში კი მან ასევე მოიპოვა კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი ტიტული მოირგო კაპიტნის სამკლაურიც კი რიგ მატჩებში და ოქროს ასოებით ჩაწერა საკუთარი თავი მადრიდის "რეალის" ისტორიაში .

გოლი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების კარში




ზუსტად ამ გოლის შემდგომ რობერტო კარლოსზე ალაპარაკდნენ , კაცზე რომელსაც გააჩნია წარმოუდგენელი შესაძლებლობები . ბარტეზის კარიდან 40 მეტრის მოშორებით დანიშნული ჯარიმა , რობერტო კარლოსი მოემზადა , გაეშურა ბურთისკენ და დაარტყა ისე როგორც აქამდე არავის არ დაურტყამს და ვერც მის მერე შეძლებს ალბათ ვერავინ... ბურთი იქნა კარებში გაგზავნილი საოცარი ტრაექტორიით , ჰაერში რამოდენიმეჯერ იცვალა მიმართულება და ძელიდან ასხლეტით გაეხვია ბადეში . ბარტეზი უბრალოდ იდგა ერთ ადგილზე , მისი თანაგუნდელები კი გაოცებული სახით იყურებოდნენ და ვერ გაეგოთ თუ რა მოხდა . კარების უკან მდგომმა ბავშვმაც კი დაიწყო მოძრაობა რათა აეიცილებინა თითქოსდა მისკენ მიმავალი ბურთი ,სინამდვილეში კი მას არანაირ საფრთხეს არ უწადდა კარლოსის დარტყმული ბურთი . ამ დარტყმამ კი იმდენად გაოცა საფეხბურთო და არა მხოლოდ საფეხბურთო სამყარო , რომ მიიპყრო გამოჩენილი მეცნიერების ყურადღება - ფრანგებმა დაწერეს მთელი ტრაქტატი , იმის შესახებ თუ როგორ იცვალა ბურთმა მიმართულება.

ზეედორფი და "გართობა"


ბრაზილიელი რამოდენიმე ხანი იყოფდა ოთახს კლარენსთან - ისინი მალევე გახდნენ საუკეთესო მეგობრები და მუდამ მხიარულობდნენ , როგორც შეეძლოთ. სამეფო კლუბში მოღვაწეობის დროს , ჰოლანდიელს გრძელი თმები(ეგრეთ წოდებული "დრედები" ქონდა) , ეს ნაწილი კი რობერტოსთვის პრობლემად ითვლებოდა : " ის მუდამ თავის თმაზე ზრუნვით იყო დაკავებული - ყველა პროცედურა სადღაც 2-3 საათი გრძელდებოდა . მას ქონდა რაღაც სპეციალური კრემი , რომელსაც ქონდა საშინლად აუტანელი სუნი , ჩემთვის კი ერთ ოთახში მასთან ერთად ყოფნა ბოლოს ნადმვილად იქცა გამოცდად . მე მუდამ ვეუბნებოდი მას : კლარენს , შემომხედე მე! შენ უნდა გადაიპარსო თავი ! " როგორც ცნობილია ზეედორმა გაითვალისწინა მეგობრის რჩევა . ხანდახან რობერტოს და კლარენსის წყვილი მოგაგონებდათ ორ ახალგაზრდა "ხულიგანს" , მათთან ერთად ფეხბურთელები არც მაშინ იწყენდნენ , როდესაც ქვეყნის დასათვალიერებლად იყვნენ წასულნი , კარლოსსა და ზეედორფს უყვარდათ უცხოების სახლში ზარის დარეკვა და ხშირ შემთხვევაში ისინი სახლის მფლობელებს პიცის მიმტანად ან რაღაც სხვად წარუდგენდნენ თავს , შემდეგ კი რათქმაუნდა კამათობდნენ თუ რომელმა უფრო კარგად წარმოაჩინა თავი ამ პატარა "აფიორაში" . ახლა რობერტო იმ პერიოდს კარგად და სიცილით იხსენებს : " კარებზე კლარენსი რეკავდა - ეს ის იყო ნამდვილი ბავშვი! "

უბრალოდ  რობერტო კარლოსი !


დიდი ხნის ნანატრი გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატზე


რობერტო კარლოსი ჯერ კიდევ 1998-ში იყო მზად აღემართა მსოფლიო ჩემპიონატის ტროფეი , მაგრამ მაშინ ბრაზილიას მეტოქე საფრანგეთი უფრო ძლიერი აღმოჩნდა . 4 წლის შემდგომ კი რობერტომ პირველად და უკანასკნელად მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის წოდება. კარლოსმა 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა და აქაც დატოვა თავისი საფირმო ხელმოწერა - საჯარიმო დარტყმით გატანილი გოლი ჩინეთის კარში .

უბრალოდ  რობერტო კარლოსი !



მხიარული, თურქული ფული

თურქეთში დაიწყო მისი კარიერის ბოლო წლები , თუმცაღა იმის მიუხედავად , რომ კარლოსი ასაკში იყო და არც თურქეთში იყო ისეთ დონე ფეხბურთისა ,როგორიც ესპანეთში , ბრაზილიელი მაინც ცდილობდა და უფრო მეტიც ხანდახან 34 წლის კარლოსი სისწრაფეში თავის ახალგაზრდა ოპონენტებსაც ჩაგრავდა . ის ახარაბდე პუბლიკას , თავისი საფირმო დარტყმებით , კი იმ ასაკში შეიძლება მის დარტყმებს ის სიძლიერე დაკარგული ქონდა , მაგრამ სამაგიეროდ ასაკთან ერთად ის უფრო მიზანმიმართული გახდა . კარლოსი ამხიარულდა პუბლიკას და მათ უყვარდათ ის ისე, რომ მისი შეცდომებიც კი ხალხში ღიმილს იწვევდა . იმ დღეს , როდესაც კარლოსმა ბოლო მატჩი ჩაატარა "ფენერბახჩეში" , მოედანზე შეკრებილი პუბლიკა ხმამაღლა სკანდირებდა " I lovo you carlos! " . დატოვო კარგი შთაბეჭდილება ხალხზე ყველგან და ყოველთვის - ალბათ ეს კარლოსის ერთ-ერთი მთავარი წესია .



ის რაც უნდა დავივიწყოთ


როი ჰოჯსონთან მუშაობა

თითქოსდა , იტალიური კარიერა ბრაზილიელის არც თუ ისე ცუდად ვითარდებოდა ( თუ გავითვალისწინებთ , იმას რომ ეს იყო მისი პირველი ევროპული გუნდი და სეზონი , მაშინ მას შეიძლება ბრწყინვალეც ვუწოდოთ ) - მისი დებიუტი "ინტერში" შედგა ხავიერ ძანეტისთან ერთად , მიიღო რა მონაწილეობა 30 მატჩში ,გაიტანა 5 გოლი . კარგად შეეწყო იტალიურ ცხოვრებას , ენას შესწავლას, დაიმსახურა სერია ა -ს საუკეთესო მცველის ტიტულიც, მაგრამ ჰოჯსონი მას ვინგერის პოზიციაზე ხედავდა ,თუმცაღა კარლოს არ სურდა თავისი ამპლუის შეცვლა რის შედეგადაც როიმ ის შერაცხა , როგორც "ტაქტიკურად არა დისციპლინებურ ფეხბურთელად " , მორატი რაღათქმაუნდა ვერ გაერკვა სიტუაციაში და 1996 წლის ივლისსში ბრაზილიელი იქნა გაყიდული მადრიდის "რეალში" სულ რაღაც 6 მილიონ ევროდ . რობერტო კარლოსის წასვლა ახლაც ითვლება ერთ-ერთი უდიდეს შეცდომად "ნერ-აძურის" სატრანსფერო პოლიტიკისა.


ჩილავერტი

2001 წელს , სამეფო კლუბის ვარსკვლავი მცველი მოხვდა უსიამოვნო სიტუციაში : ერთ-ერთ მსოფლიოს ჩეპიონატის 2002 წლის შესარჩევ მატჩის დროს , ბრაზილია დაუპირისპირდა პარაგვაის ეროვნულ ნაკრებს , რომელშიც მას მოუვიდა უსიამოვნო ინციდენტი მეტოქის მეკარესთან : ხოსე ლუის ჩილავერტთან , პარაგვაელი ამტკიცებდა , რომ მთელი მატჩის მიმდინარეობის მანძილზე ბრაზილიელი სიტყვიერ შეურაწყოფას აყენებდა მას და ეძახდა "ინდიელს " . ამის გამო მატჩის დასრულებისას ჩილავერტი მივიდა კარლოსთან და შეაფურთხა სახეში . ეპიზოდი მოხვდა კამერების წინა , რის გამოც ჩილავერტი დაისაჯა 4 მატჩიანი დისკვალიფიკაციით და 15 ათასი დოლარით . ბრაზილიელის გამამტყუნებელი ფაქტები კი ვერ მოიძებნა და ის სუფთა გაემგზავრა იაპონიასა და კორეაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე .



ბრაზილიური საფრთხე


უბრალოდ  რობერტო კარლოსი !


"ფენერბახჩედან" "კორინთიასში' გადასვლით კარლოსი იმედოვნებდა ,რომ ითამაშებდა ერთ-ერთ მის საუკეთესო ბრაზილიერ მეგობართან ერთად რონალდოსთან და საბოლოოდ დაამთავრებდა ევროპულ კარიერას . მას მართლაც სურდა ლივერტადორესის თასის მოპოვება , რის გარეშეც მისი კოლექცია არ იყო სრულყოფილი , მაგრამ ყველაფერი ისე არ გამოვიდა როგორც რობერტოს ქონდა ჩაფიქრებული . ტურნირიდან გამოვარდნის შემდგომ , ის იღებდა მუქარებს , რის შესახებაც მან შეატყობინა კლუბის პრეზიდენტს და ითხოვა გუნდიდან გაშვება . თხოვნა იყო დაკმაყოფილებული .

2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის 1/4 ფინალში დაშვებული შეცდომა

ალბათ მისი მოძულენი , მუდამ გაიხსენებენ შეცდომას 2006 წლის , მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 დაშვებულს , რომელმაც გუნდს 1/2 ფინალში გასვლის შანსი წაართვა. კარლოსმა თავისივე ფლანგიდან დაუშვა ის , რომ ანრიმ სრულიად სიმარტოვეში შეძლო ბურთის კარში გადაგზავნა , ბრაზილია კი დამარცხდა და გამოეთიშა ტურნირს . მატჩის დასრულების შემდგომ ვეტერანი პრესამ საშინლად გააკრიტიკა , ისინი წერდნენ : " რომ არა ვეტერანი კარლოსის უყურადღებო თამაში , ბრაზილიას შეეძლო ფრანგების დამარცხება" , კარლოსზე ასევე წერდნენ რომ მას თავის ბუცებისთვის კი არა ანრისთვის უნდა მიექცია ყურადღება და ასე გრძელდებოდა უსასრულოდ სანამ ეს ყველაფერი დავიწყებას არ მიეცა . ამის შემდგომ კი კარლოსმა განაცხადა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ და უსურვა წარმატება იმ მოთამაშეს , რომელსაც მისი ნომერი ხვდებოდა წილად .



რუსული რასიზმი

უბრალოდ  რობერტო კარლოსი !


"ანჯის" ფეხბურთელობის ჟამს , მას რამოდენიმეჯერ მოუხდა რუსი ქომაგების მხრიდან სავსებით იდიოტური გამონათქვამების და საქცილების გადატანა . თავიდან ბანანის დემონსტარიცით შემოიფარგლენ , ამით კი ისინი მიანიშნებდნენ ბრაზილიელის კანის ფერზე და აიგივებდნენ მას მაიმუნთან , შემდგომ ეს არ იმყოფინეს და ბანანი უბრალოდ ისროლეს მოედანზე , ამ ყველაფერმა კი კარლოსის გაღიზიანება და უკმაყოფილება გამოიწვია , რის შედეგადაც მან განაცხადა , რომ მსგავსი საქციელის განმეორების შემთხვევაში იგი დატოვებდა რუსულ კლუბს .

"სიტყვები"

" კარლოსი გახდება , მთავარი შედევრი პროექტის დასახელებით "ანჟი" . რობერტოს მოსწონს როდესაც მის წინაშე საინტერესო მიზნებია დასახული . ის 37 წლისაა , მაგრამ ბრაზილიერი ჯერ კიდევ ძალიან მოტივირებულია " - აგენტი ფაბიანო ფარა 2011 წ.

"მე მინდა მადლობა გადავუხადო , მას იმისათვის ,რომ შემოგვიერთდა ჩვენ და დატოვა ისეთი ლეგენდარული გუნდი , როგორიც მადრიდის "რეალია" . ვფიქრობ ყველა თურქმა ბავშვმა უნდა აიღოს მაგალითი მისგან ." - "ფენერბახჩეს" პრეზიდენტი აზიზ ილდირიმი ,2007 წ.

"ძნელია იმის გარკვევა , იყო თუ არა ეს დარტყმა შემთხვევითი ,მაგრამ ეს ტრაექტორია ძალიან ახლოსაა სრულყოფილებასთან" - ფიზიკოსი პოლიტექნიკურის სკოლის პარიჟში , დავიდ კერე საფრანგეთის კარში გატანილ გოლზე .

"როგორც კაფუმ ,ასევე კარლოსმა აიძულა ყველა კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყვნენ ფლანგის მცველის ფუნქციებზე " - მაიკლ ოუენი

" მე შევხვედრილვარ ძალიან ბევრ ძლიერ მარცხენა მცველს , მაგრამ საუკეთესო ეჭვგარეშეა, რომ რობერტო კარლოსია . მისი შეჩერება შეუძლებელია ის მანქანაა , რომელის მხოლოდ წინ მიიწევს " - სტივ მაკმანამანი.

"მის წინაამღდეგ თამაში შეუძლებელია და ამავ დროულად საოცარიც , ის აკეთებ ბრწყინვალე ჩამორბენებს , შესანიშნავ ჩაჭრებს და იმწავსე მეტოქის კარებთან ჩნდება ... წარმოუდგენელი მოთამაშეა " - იან რაიტი

" მისი მარცხენა ფეხი , თითქოსდა რკინისგან არის გამოჭედილი . საბედნიეროდ , მე არასდროს არ მომიწია მის წინაშე ,კედელში დგომა საჯარიმო დარტყმისას- მე მუდამ ვიყვანდი სხვა ფეხბურთელებს . ვგონებ , თუ ის კედელში მდგომ ,რომელიმე ფეხბურთს თავში გაარტყამდა ბურთს სერიოზული დაზიანების მიყენებაც კი შეეძლო ." - იაპ სტამი

" ლეგენდარული შემტევი მცველი , რომელიც ახდენდა საოცრებებს , თუმცაღა არა მგონია, რომ მას კიდევ გაეტანა იმ გოლის მსგავსი , რომელიც საფრანგეთთან შეაგდო - შეი გივენი .

" ბრწყინვალე ფეხბურთელი , ამოუწურავი ენერგიით . მისი ყველაზე ძლიერი მხარე არის იმის ცოდნა, თუ როგორ შეიძლება მთელი მატჩის დროს ერთი ფლანგი მთლიანად აკონტროლო, როგორც დაცვაში ისევე შეტევაში . ის იმდენად სწრაფი და ძლიერია ,რომ გაიძულებს შენ დაიცვა თავი და არა პირიქით ." - რაიან გიგზი

ავტოპორტრეტი

"ამ დარტყმის მანერას მე ყოველ დღე ვამუშავებდი და ვფიქრობ , რომ წარმატება მოაქვს ყოველდღიურ ვარჯიშებს"

"სიმართლე, რომ ვთქვათ , მე უბრალოდ ფოკუსირებას ვახდენ მიზნისა ,სადღაც ტვინში , ვხუჭავ თვალებს და ვცდილობ მთელი ძალა ჩავდო დარტყმაში"

"ყველას არ აქვს იმის ბედნიერება ,რომ შეიქმნას ბრწყინვალე კარიერა . ამის მიუეხედავად ყველაზე მნიშვნელოვანი მემგონი , რომ მაინც ისაა აკეთო ის რასაც აკეთებ ისე როგორც ეს შესაძლებელია და იყო მაგალითი მომავალი თაობისათვის "

"ფეხბურთელის კარიერის დაწყებამდე , მე ვმუშაობდი მამასთან , ფაბრიკაში , რომელიც "კუბოებს" ამზადებდა , მაგრამ მე ასეთ ადგილზეც კი ვიყავი ბედნიერი , რადგან მამასთან ერთად ვიმყოფებოდი და შევიძინე ბევრი მეგობარი"

"ახალგაზრდობაში მე ვფიქრობდი , რომ თუ ღმერთი ისურვებდა, მოვხდებოდი დიდ კლუბში . მალევე ავღმოვჩნდი "პალმეირასში" , შემდგომ "ინტერში" და ბოლოს "რეალ მადრიდში" რომელშიც დაიწყო ჩემი ისტორია "

" ყოველ ჯერზე , როდესაც მე ვიცმევდი თეთრ ფორმას , ვიცოდი ,რომ უნდა მეჩვენებინა ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი . ბექემი ,რონალდო რაული , ზიდანი , კარამბე , მაკელელე , ბოდო ილგნერი , ზეედორფი - მათთან თამაში ძალიან საინტერესო იყო . მე ვიმედოვნებ , რომ ჩემი მადრიდში ყოფნის ჟამს , სამეფო კლუბის ქომაგებს უფრო მეტი სიხარული მივანიჭე ვიდრე იმედ-გაცრუება"

"მეგობრები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ტიტული"

" მე მიხარია სურათის გადაღება ყველა ადამიანთან და ქომაგთან , იმისდა მიუხედავად თუ ვისი გულშემატკივარია ის . მე შემიძლია ყოველგვარი პრობლემის გარეშე შევწყვიტო ლანჩი და დაუთმო ყურადღება ქომაგებს , მე ვმეგობრობ ყველასთან. მე მუდამ ვიქნები იმათ მიმართ სიყვარულით აღსავსე , ვინც ჩემი ქომაგია- მე უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ "

" კმაყოფილი ვარ იმ ყველაფრით რაც ჩემს თავს გადამხდა მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე და ეს გრძელდება" .


ვიდეო



"გაჩერებული-კადრი"


უბრალოდ  რობერტო კარლოსი !

სურათზე რობერტო კარლოსი , საფრანგეთის მსოფლიო ჩემპიონატზე ... dle 10.1

  • irakli.g
  • 1 სექტემბერი 2012
  • 4342
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)