მოუმ ესიენი 1 წლით ინათხოვრა

როგორც უკვე ცნობილია, სამეფო კლუბის რიგებში ახალწვეულია.


1 წლიანი იჯარის საფუძველზე, 2012-2013 წლების სეზონში, განელი მაიკ ესიენი "თეთრი" მაისურით იასპარეზებს."არისტოკრატთა" შემადგენლობაში 243 შეხვედრის (25 გოლი) ჩატარების შემდეგ, ნახევარმცველმა დროებით კლუბის შეცვლა გადაწყვიტა.აღსანიშნავია, რომ მაიკი მოურინიოსათვის კარგად ნაცნობი მოთამაშეა, რამეთუ ჟოზეს ფორმაციის "ჩელსიში," ესიენი ერთ-ერთი წამყვანი ფიგურად გახლდათ.

მაიკ ესეიენის (აკკრა, განა, 03/12/1982) ფიზიკური მონაცემები საკმაოდ შთამბეჭდავია.ის უნივერსალი ფეხბურთელების რიგს მიეკუთვნება, რამეთუ ერთდროულად რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია ჩინებულად თამაში (დაცვის მარჯვენა ფრთა, დაცვის ცენტრი და საყრდენი ნახევამრცველი).

1999 წლის 17 წლამდელთა მუნდიალის შემდეგ, ესიენი ფრანგულმა ბასტიამ აიყვანა, საიდანაც 2002 წელს "ლიონში" გადაბარგდა.ლიგა 1-ის ორჯერ მოგების შემდეგ, მაიკის შესაძლებლობებით ლონდონური გრანდი დაინტერესდა.2005 წელს მაიკი "არისტოკრატი" გახდა და იქედან მოყოლებული არაერთი ტიტული ჩაითვალა აქტივში.

აღსანიშნავია, რომ დაცვითი ფუნქციების პარალელურად, ფეხბურთელს ეხერხება შეტევების ორგანიზება და გოლების გატანა.ერთი სიტყვით, მაიკ ესიენი მსოფლიო დონის მოთამაშეა (განის ნაკრებში ჩაატარა 59 თამაში და გაიტანა 9 გოლი).

კარიერა:
ბასტია (2000-2003)
ლიონი (2003-2005)
ჩელსი (2005-2012)
რეალი (2012-)

ტიტულები:
1 ჩემპიონთა ლიგა (2012)
2 პრემიერ ლიგა (2006, 2010)
3 ინგლისის თასი (2007, 2009, 2010)
1 ინგლისის ლიგის თასი (2007)
1 Community Shield (2009)
2 ლიგა 1 (2004, 2005)
საფრანგეთის საუკეთესო მოთამაშე (2005) dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)