პეპე: 2 "ფოლი" და გამარჯვების სულისკვეთება

ვფიქრობ, განვლილ შეხვედრებში დამტკიცდა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ფიგურაა პეპე მადრიდისათვის.


"ვალენსიასთან" მიღებული ტრავმის შემდეგ (კასილიასთან შეჯახების შემდეგ), პორტუგალიელს 2 თამაში გაუცდა.სწორედ მისმა არყოფნმა გამოიწვია ორივე შემთხვევაში მარცხი.

პეპეს ადგილი სამეფო კლუბში ფასდაუდებელია.ის თანაგუნდელების ნამდვილი მოტივატორია.დაკისრებული სამუშაოს შესრულების პარალელურად, მეგობრების განწყობაზეც ზრუნავს.მისი შემართება და ბრძოლის ჟინი, გადამდებია.ვფიქრობ, კლეპერის გარეშე, "რეალი" ერთი-ორად სუსტია.

სუპერ თასის განმეორებით შეხვედრაში, პეპე "მოწყურებული" ჩანდა.პირველი ტაიმის დებიუტში, ბურთის მოგერიება ჰქონდა განზრახული, მაგრამ უეცრად იგუაინზე საგოლე გადაცემა გამოუვიდა.მთელი მატჩის განმავლობაში ინტენსიურად მეურვეობდა მესის, რის გამოც ეს უკანასკნელი მხოლოდ მოედნის ცენტრში ახერხებდა ბურთის მიღებას.ერთ-ერთი ეპიზოდში, არგენტინელმა მის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა, რასაც "სანტიაგო ბერნაბეუდან" მრავალი ათასი ქომაგის არცთუ სახარბიელო სიტყვები მოჰყვა.

შეიძლება მეჩვენება, მაგრამ თავით შეჯახების შემდეგ, პეპე უფრო საიმედო და დინჯი მეჩვენება."ბარსას" წინააღმდეგ 90 წუთის განმავლობაში, მხოლოდ 2-ჯერ დაარღვია თამაშის წესი.მართალია ყვითელი მიიღო, თუმცა ვგონებ, იმ ეპიზოდში სხვას ეკუთვნოდა ბარათი.

ტიტულის მოპოვების შემდეგ, მცველი ბერნაბეუს საპრეზიდენტო "ბალკონისაკენ" გაემართა, სადაც დონ პერესი და მისი ქალიშვილი გადაკოცნა, ხოლო შემდეგ კი მარსელოსთან და რონალდუსთან ერთად, სიმღერითა და ცეკვით ზეიმობდა კატალონიელთა დაცემას.

პეპე შეუდარებელია, პეპე შეუცვლელია !!! dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)