არიგო საკი: "ფლორენტინო დიდებულია და მისი მადრიდული ეპოქა ისტორიაში შევა"

არიგო საკი იტალიური ფეხბურთის ლეგენდაა.გამოცემა "ას"-მა გადაწყვიტა "რეალის" ყოფილი სპორტული დირექტორისაგან ინტერვიუ აეღო.შეგახსენებთ, რომ საკის სახელთანაა დაკავშირებული 1989 წლის "მილანის" წარმატებები.


- შეიძლება ითქვას, რომ გასული საუკუნის 80-იან წლებში თქვენ თავიდან მოიგონეთ იტალიური ფეხბურთი...
- არა, მე გამიმართლა, რამეთუ შევხდი გუნდს, რომელიც ძალზედ მომთმენი და სერიოზული გახლდათ.იმ დროს, გუნდის მწვრთნელის ავტორიტეტი პირველ საფეხურზე იდგა.გუნდში მოდიოდა ის მოთამაშეები, რომლებთაც მე ვითხოვდი.

- თქვენ განსაკუთრებული ტაქტიკა გქონდათ...
- ჩემს გუნდში თერთმეტივე ფეხბურთელი "მოძრავი" იყო.გვქონდა თუ არა ბურთი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ ქონდა.ყველა მოძრაობდა და ისინი ამით ეხმარებოდნენ ერთმანეთს და ამასთანავე ხელს უშლიდნენ მეტოქეს.ვგონებ, ამგვარი მიდგომით შევქმენბი ერთი ძლიერი ბირთვი.

- და საიდან მოგივიდათ თავაში ასეთი ტაქტიკის განხორციელება?
- ყველაზე მთავარი ის არის, რომ მოძებნო ფეხბურთელები, რომლებიც შეძლებენ შენი იდეების განხორციელებას.მე ჩემს შეგირდებს ვეუბნებოდი, რომ თქვენ მსოფლიოში საუკეთესონი არახართ, მაგრამ ჩემი იდეების განხორციელებაში ნომერ პირველები ხართ თქო.

- გახსოვთ, 1989 წელს 5-0 რომ დაამარცხეთ "რეალი?"
- ამ თამაშში, მადრიდელები არაფრით ჩამოგვივარდებოდნენ, თუმცა მოედანზე ბურთის ფლობაში და შეტევაში უპირატესობა ჩვენ მხარეს იყო.

- რამდენჯერ მოხვდა "თამაშ გარეში" "რეალი?"
- 16-ჯერ.საინტერესოა, რომ როდესაც "როსონერის" ჩავუდექი სათავეში, ბერლუსკონი მხოლოდ "რეალზე" და "იუვენტუსზე" მესაუბრებოდა.

- ნუთუ ეს სიმართლეა?
- დიახ.ერთხელაც მე ვუთხარი შეგირდებს, რომ "მოუგეთ რეალს, ტორე ბერლუსკონიმ "სისხლი გამიშრო" თქო.

- როგორ ფიქრობ, ბერლუსკონის სურვილია გავდეს ფლორენტინოს? ეს იქედან ჩანს, რომ სილვიომაც დაიყო "დინოზაურების" ყიდვა...
- დინოზაურები ? სილვიოს ძალიან უყვარს შემტევი ფეხბურთელები.მე ადრე მითხრა, რომ "ვიყიდოთ 5 შემტევი ფეხბურთელი, შეიძლება რომელიმემ გაიბრწყინოს "სან სიროზე," ჩემი პასუხი კი გახლდათ "სან სიროზე გაბრწყინება მხოლოდ მთლიან გუნდს შეუძლია და არა რომელიმე კონკრეტულ ფეხბურთელს."აქედან გამომდინარე, რამდენიმე წელია შემტევი აპლუის ფეხბურთელი არც კი მიყიდია გუნდში.

- რას იტყვით ფლორენტინოზე?
- მას ძალიან უყვარს მაღალი კლასის ფეხბურთელები.ერთხელ პერესს ვუთხარი "დამისახელე შენი სასურველი გუნდი" და მან ისეთი შემადგენლობა ჩამოაყალიბა, სადაც ბექჰემი მარჯვენა გარემარბი, ხოლო ზიდანი ცენტრალური მცველი იყო (იცინის).ის დიდებულია და მისი ეპოქები ისტორიაში შევა.

- ის უფლებას გაძლევდათ, რომ რჩევა მიგეცათ მისთვის?
- არა.

- მაშ რატომ დაგნიშნათ?
- არვიცი.მე ბოლოს ვუთხარი რომ ასე ყოფნა აღარ შემიძლია თქო და დავტოვე გუნდი.

- გასაგებია...
- მან მხოლოდ მაშინ დამიჯერა, როდესაც რამოსის ტრანსფერის გაჩარხვა მინდოდა.

- ლუშემბურგოს მოწვევა თქვენი იდეა იყო?
- დიახ.ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ფლორენტინომ შემდეგი რამ მითხრა "ან მოიწვევ მწვრთნელს ან თავად ჩაჯდები მის სავარძელში."

- ის თქვენ მეგობრების რჩევით მოიწვიეთ?
- რა თქმა უნდა არა.მე ვიცოდი როგორ თამაშობდა მისი გუნდია.პრობლემა იმაშია, რომ პერესი ყოველთვის მწვრთნელს ადანაშაულებს ყველაფერში.როდესაც კოლუმბიაში თვითმფრინავი ჩამოვარდებოდა, ეს მწვრთნელის ბრალი იყო და თუ ფეხბურთელი ვარჯიშზე ნაბახუსევი მოვიდა, ამაშიც გუნდის თავკაცს სდებდა ბრალს.იმედია ის გამოსწორდა და ამგვარ შეცდომას აღარ დაუშვებს.

- გამოდის, რომ მთავარი პრობლემა ამაში იყო?
- საქმე იმაშია, რომ გუნდში ყველა ფეხბურთელი საკუთარ თავზე ზრუნავდა და არა გუნდზე.დონ პერესმა ორჯერ შემომთავაზე მწვრთნელობა, მაგრამ უარი ვუთხარი, რამეთუ რთული იყო იმ დროინდელ "რეალში" რამის გაკეთება.ეს იქედან იყო გამოწვეული, რომ გუნდის რიგებში იყვნენ რა თქმა უნდა პროფესიონალები, მაგრამ ამასთანავე ისეთებიც, რომელთაც დისკოტეკის გარდა არაფერი აინტერესებდათ.

- ბრაზილიელებზეა საუბარი?
- მე დაკონკრეტებას არ ვაპირებ, მაგრამ "რეალი" იყო გუნდი, რომელიც იმიტომ ყიდულობდა ფეხბურთელებს, რათა შემდეგ ბევრი მაისური გაეყიდა.ახლა კი ყველაფერი სხვაგვარადაა.მომეწონა პელეგრინის მიერ ჩატარებული სატრანსფერი კამპანია.

- რას იტყვით კაკაზე?
- სიმართლე გითხრათ, ეს ტრანსფერი ყველაზე მეტად მომეწონა.მე დავურეკე კიდეც ფლორენტინოს და ეს შენაძენი განსაკუთრებულად მივულოცე. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)