"მილანი" და "სან პაულო" უარყოფს

"მილანისა" და "სან პაულოს" მესვეურების განცხადებით, კაკა მათ სატრანსფერო გეგმებში არ შედის...


როგორც იცით უკანასკნელი დღეების განმავლობაში კაკას თემა საკმაოდ აქტუალურია მსოფლიო სპორტულ სამყაროში. ამას არც მოურინიო და არც თავად ფეხბურთელი უარყოფს. პორტუგალიელმა სპეციალისტმა კაკას უკვე მწვანე აუნთო წასვლასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება ახლა თავად ბრაზილიელმა უნდა მიიღოს.

ცხადია, კაკას დონის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს არაერთი კლუბი იჩენს. განსაკუთრებით "მილანი" და "სან პაულო" აქტიურობდა. ადრიანო გალიანი მადრიდშიც კი იმყოფებოდა. უკვე ყველა ვარაუდობდა, რომ რიკი "როსონერიში" დაბრუნდებოდა, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად გალიანიმ შემდეგი განცხადება გააკეთა: "არავითარი გარიგება არ არსებობს კაკას ტრანსფერთან დაკავშირებით. ჩვენ სამშაბათს უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება და მივიღეთ კიდეც. მის შეძენას არ ვაპირებთ."

გალიანის ამ განცხადების შემდგომ პრესაში აქტიურად წერდნენ რიკის სამშობლოში დაბრუნებაზე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რიკის მეუღლემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ არ იყო გამორიცხული ბრაზილიაში დაბრუნებულიყვნენ. რა თქმა უნდა, ყველამ მაშინვე მიიჩნია, რომ კაკას მომავალი კლუბი "სან პაულო" იქნებოდა, თუმცა ბრაზილიური გრანდის ვიცე-პრეზიდენტმა, ჟოაო პაულო დე ხესუს ლოპესმა დღეს ასეთი განცხადება გააკეთა: "კაკასთან დაკავშირებით არანაირ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ. ის დიდებული ფეხბურთელია, თუმცა მისი "სან პაულოში" გადმოსვლა რეალობას არ შეესაბამება. ერთ-ერთი მიზეზი ის გახლავთ, რომ ჩვენ უბრალოდ ვერ გადავიხდით იმ თანხას, რასაც მასში ითხოვენ." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)