გრანერომ შესაძლოა "რეალი" დატოვოს

მადრიდის "რეალში" მოდრიჩის გადმოსვლით გუნდი შესაძლოა, ესტებან გრანერომ დატოვოს.


"ტოტენჰემს" მოდრიჩის გაშვების შემდეგ ნახევარდაცვაში პრობლემები აქვს, ამიტომ ხორვატის ალტერნატიული ფეხბურთელი ძიებას დაიწყეს და თვალი ესტებან გრანეროს დაადგეს. ინგლისელები უკვე დიდი ხანია ინტერესდებიან "პირატას" შეძენით. გასულ ზაფხულს "დეზები" ესპანელ ნახევარმცველში მადრიდის "რეალს" 14 მილიონ ევროს სთავაზობდნენ, თუმცა მაშინ თეთრებმა ლონდონელები უარით გაისტუმრეს. ახლა ყველაფერი სხვაგვარადა, ვინაიდან თეთრებს გრანეროს პოზიციაზე რამდენიმე ფეხბურთელი ჰყავთ. როგორც ცნობილი გახდა "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობა უკვე ესაუბრა თეთრებს გრანეროს საკითხზე, თუმცა ჯერ-ჯერობით არაფერი გადაწყვეტილა. ინგლისელები გრანეროს გარდა მოუტინიოს, მეირელეშის, უილიამსის და პრანიჩის კანდიდატურებს განიხილავენ.

"ტოტენჰემის" გარდა გრანეროს მისამართით ინტერეს კიდევ ერთი ინგლისური კლუბი "ქუინს პარკ რეინჯერსი" იჩენს. ამიტომ არ არის გამორიცხული ესტებანმა კარიერა ლონდონში გააგრძელოს.

გრანეროს კონტრაქტს ვადა 2013 წელს გასდის. შემდეგ კი ესპანელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. მადრიდის "რეალს" 72 საათი აქვს გრანეროს ბედის გადასაწყვეტად.




ინფორმაციის წყარო:marca.com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)