კაკა: "ბოლომდე დავიხარჯები"

სამეფო გუნდის ფეხბურთელმა, რიკარდო კაკამ, "მილანთან" თამაშის წინ პრესკონფერენცია გამართა.


- ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, იბრაჰიმოვიჩი თავის ყოფილ გუნდს დაუპირისპირდა, თუმცა ზლატანმა დიდი ვერაფერი მოიმოქმედა "ინტერის" წინააღმდეგ.ახლა შენ გიწევს, ყოფილი გუნდთან პირისპირ თამაში.როგორ ფიქრობ, შვედის "ეპიდემია" შენც ხომ არ შეგიპყრობს?
- მე პირველად მომიწევს საკუთარი ექს-გუნდის პირისპირ ასპარეზობა, თუმცა ახლა სხვა გუნდში ვთამაშობ და ჩემი მიზანია საუკეთესო ფეხბურთის ჩვენება.მაქსიმალურად დავიხარჯები, რათა "რეალს" 3 ქულის აღებაში დავეხმარო.

- ბოლო წლებია "მილანი" სათანადოდ ვერ ასპარეზობს...
- დიახ.მათ ბოლო 2 წელია ტიტული არ მოუგიათ, რაც კარგი შედეგი ნამდვილად არ არის.მიუხედავად ყველაფრისა, "მილანი" ყოველთვის სოლიდურ ძალას წარმოადგენს.წელს გუნდში საკადრო ცვლილებები განხორციელდა და ვგონებ, ეს შედეგს გამოიღებს.

- რონალდინიოს რა თვისება გინდა რომ გქონდეს?
- რონი ბურთთან ერთად ძალიან სახიფათოა და მას შეუძლია ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა.ჩემი სურვილია, ბურთს ისე ვფლობდე, როგორც რონალდინიო.

- როგორ აღნიშნავ გატანილ გოლს "მილანის" წინააღმდეგ?
- რასაკვირველია ვეცდები გოლის გატანას, მაგრამ ამას განსაკუთრებული დატვირთვა არ ექნება გოლის აღნიშვნისას.ძალიან დიდ პატივს ვცემ "როსონერის."

- "რეალი" - "მილანის" ფინალზე ხომ არ ოცნებობთ?
- არვიცი.

- გატუზოს არყოფნა უფრო დამანგრეველია, თუ რონალდუს არყოფნა?
- ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ორივე გუნდისათვის.ვგონებ, "მილანი" უფრო ბევრს კარგავს, რამეთუ გატუზო ამ გუნდის ნამდვილი სიმბოლოა.რაც შეეხება რონის, ჩვენს მის გარეშეც შევძლებთ პაექრობას."რეალის" ახალი პროექტი გათვლილია კოლექტიურ თამაშზე და არა რომელიმე კონკრეტულ ფეხბურთელის ინდივიდუალურობაზე.

- რას ფიქრობთ რონალდინიოზე, რომელიც ბოლო 3 წლის მანძილზე სულ დაიკარგა?
- არვიცი რა დაემართა რონის.ის "ბარსაში" ბრწყინავდა, მაგრამ "მილანში" გადასვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.იმედია, ბრაზილიელი ისევ მოიკრებს ძალებს და ისე ათამაშდება, როგორც ამას ადრე აკეთებდა. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)