GMG-იმ ოფიციალურად დაადასტურა

ძვირფასო მეგობრებო, უცვლელად გთავაზობთ ტელეკომპანია GMG-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც ტელეკომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.




ძვირფასო მეგობრებო,

ალბათ შეამჩნევდით, რომ 2012-2013 წლების სეზონს - GMG - ფეხბურთი, GMG სპორტი 1 და GMG სპორტი 2, წინა წლისგან განსხვავებული რეპერტუარით ხვდება. ცვლილებები თვალში საცემია. არის გარკვეული დანაკარგი, თუმცა სასიხარულო სიახლეც ბევრია.

ამ ეტაპზე GMG - ფეხბურთი ვერ გთავაზობთ - ლა ლიგას, სერია ა-ს და საფრანგეთის ჩემპიონატს, ვინაიდან ერთ-ერთმა უმსხვილესმა ტრანსნაციონალურმა კომპანიამ, შეიძინა ამ ჩემპიონატების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების ექსკლუზიური უფლება ყველა ენაზე ( მათ შორის ქართულადაც ), თუმცა საქართველოს ტერიტორიაზე მაუწყებლობას ისინი რუსულ ენაზე გეგმავენ და ისიც მხოლოდ ერთ სპორტულ არხზე.

ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო სპორტული ღონისძიებების რუსულ ან რომელიმე სხვა ენაზე ჩვენების, თუმცა მიგვაჩნია, რომ როდესაც შესაბამისი უფლება გაქვს შეძენილი - ქართველ მომხმარებელს აუცილებლად უნდა მიაწოდო რეპორტაჟი ქართულ ენაზე.

ამასთანავე, ვფიქრობთ, რომ შეუძლებელი იქნება ერთ სპორტულ არხზე ამდენი ღონისძიების სრულფასოვანი გაშუქება. როგორც გახსოვთ, GMG - ფეხბურთი, ლა ლიგის თითოეული ტურის 3 მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს სთავაზობდა თავის მაყურებელს, სერია ა-ს 6-7 მატჩს, სააფრანგეთის ჩემპიონატის - 4 შეხვედრას ( არაფერს ვამბობთ ინგლისის, გერმანიის, ჰოლანდიის და არგენტინის ჩემპიონატებზე) თამაშების ამ რაოდენობის განსათავსებლად ჩვენ ჩვენი სამივე სპორტული არხის ეთერს ვიყენებდით. ვფიქრობთ, რომ ყველაფერი ამის ერთ არხზე განთავსება, მხოლოდ თამაშების რაოდენობის შემცირების ხარჯზე მოხდება, ან მათი ძირითადი ნაწილის ჩანაწერის რეჟიმში ჩვენებთ.

ახლა კი GMG - ის სიახლეებზე გადავიდეთ.

1. ფეხბურთი

• პირველად ქართულ სატელევიზიო სივრცეში, საკლუბო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული ტურნირები ჩვენს არხებზე! ჩვენ გთავაზობთ ”ჩემპიონთა ლიგისა” და ”ევროპის ლიგის” 200-ზე მეტ მატჩს, რომლის ძირითადი ნაწილი პირდაპირ ეთერში იქნება წარმოდგენილი.

• გაიზარდა ინგლისის ( ტურში 5 მატჩი), გერმანიის ( ტურში 5 მატჩი) და ჰოლანდიის ( 3 მატჩი) პირდაპირი რეპორტაჟების რაოდენობა.

• შემოგვემატა ბრაზილიის ჩემპიონატი ( ტურში 3 მატჩი).

• ესპანეთის სუპერ თასის ” ბარსელონა-რეალი,” ორივე მატჩი.

• ესპანეთის, გერმანიის, ჰოლანდიის, შოტლანდიის და არგენტინის ნაკრებების, როგორც ოფიციალური, ასევე ამხანაგური მატჩები.

• ახალი საფეხბურთო და სპორტული გადაცემები.

2. რაგბი:

· სიახლე - 4 ერის თასი და რამოდენიმე მნიშვნელოვანი სიურპრიზი.

· კვლავ შემოგთავაზებთ: 6 ერის თასი, ჰეინეკენის თასი.


3. კალათბურთი: ჩვენს არხზე კვლავ გაგრძელდება NBA და ევრო ლიგის ტურნირის ჩვენება.

4. ჩოგბურთი: კვლავ შემოგთავაზებთ: უიმბლდონის ტურნირს და ვაჟთა ყველა 1000-იან და 500-იან ტურნირს. გვაქვს სიახლეც: სანაკრებო დონეზე ყველაზე პრესტიჟული დევისის და ფედერაციის თასის გათამაშებები.

აქვე გვინდა დავძინოთ, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენს ერთ-ერთ არხზე სპორტული ღონისძიების ნახვა, HD ხარისხში იქნება შესაძლებელი.

GMG- ფეხბურთის და სპორტის არხებს კიდევ მრავალი სიახლე აქვთ დაგეგმილი, რომლის შესახებ ინფორმაციას მომავალში შემოგთავაზებთ.

GMG


წყარო: www.gmg-tv.com

dle 10.1

  • tandila
  • 15 აგვისტო 2012
  • 3931
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)