დი მარია: "ძალიან ბედნიერი ვარ"

"მადრიდის რეალის" ფეხბურთელმა გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ პირველი ინტერვიუ მისცა.


პირველ რიგში გილოცავთ კონტრაქტის გახანგრძლივებას 2018 წლამდე.

მე ძალიან გახარებული და აღფრთოვანებული ვარ კონტრაქტის გახანგრძლივებით, რაც მომცემს საშუალებას, რომ კიდევ დიდი ხნის მანძილზე ვიყო "მადრიდის რეალში". მე ეს გონებიდან არ ამომდის და ამიტომაც ძალიან ბედნიერი ვარ.

არ გიფიქრიათ, რომ ესაა კლუბის საპასუხო ნაბიჯი თქვენს მიერ გაწეული სამსახურის სანაცვლოდ? რას ფიქრობთ?

ძალიან ბედნიერ ვარ, ვინაიდან ვიცი, რომ კლუბმა კონტრაქტი ჩემს მიერ გაწეული სამსახურიდან გამომდინარე გამიხანგრძლივა. როგორც კლუბის, ასევე გულშემატკივრების მხრიდან ვგრძნობ მხარდაჭერას და სიყვარულს.

შენ აქ მესამე სეზონს იწყებ. გულშემატკივრების მხრიდან ყურადღება და მხარდაჭერა ნამდვილად არ გაკლია.

მადლობელი ვარ თითოეული გულშემატკივარის. როცა აქ გადმოვდიოდი, ვიცოდი, რაოდენ ძნელი იყო "ბერნაბეუს" პუბლიკის სიყვარულის მოპოვება, მაგრამ ღმერთის წყალობით ჩემი მუშაობის შედეგად თითოეულ თამაშში , თითოეულ შეხვედრაში უფრო და უფრო მეტ მხარდაჭერას ვგრძნობ. მადლობა მათ ამისთვის.

როგორ შეიცვალა "ბენფიკას" დი მარია მას შემდეგ , რაც "მადრიდის რეალში გადმოვიდა?

ყველა მხრივ ძალიან შევიცვალე. ფეხბურთის მხრივ, მოურინიოს დახმარებით, ძალიან შევიცვალე. პერსონალური განხრითაც შეცვლილი ვარ. "მადრიდის რეალში" თამაში ყველაზე მნიშვნელოვანია. ვგრძნობ, რომ ჩემი ბავშვობის ოცნება სრულდება. აქ ბედნიერი ვარ და კონტრაქტის გახანგრძლივება კიდევ უფრ ბედნიერს მხდის. გარდა ამისა, კონტრაქტის გახანგრძლივების წყალობით კიდევ უფრო მეტი საშუალება მეძლევა ვიყო დიდ ხანს "მადრიდის რეალში" და გავაგრძელო განვითარება.

რას ელით მესამე სეზონისგან?

გავაგრძელებ ანალოგიურად ვარჯიშს და მუშაობას იმისთვის, რომ დავეხმარო გუნდს და გავაგრძეო და განვითარება. მიხარია, რომ ბევრი რამის სწავლის საშუალება მაქ. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და უნდა გავაგრძელო გამოცდილების მიღება.

და გუნდის მიზნები რა იქნება?

ყოველ თამაშში უკეთესად გამოვიყურებით და ვაგრძელებთ ზრდას. "ბენფიკასთან" დავმარცხდით, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს სეზონის მანძილზეც ხდება ხოლმე. ძნელი იყო, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენ მშვიდად ვართ. სწორ გზას ვადგავართ. dle 10.1

  • shvela
  • 8 აგვისტო 2012
  • 1907
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (12)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)