მოურინიოს ინტერვიუ

ჟოზე მოურინიომ მიმდინარე წინასასეზონო მომზადების პერიოდში საუკეთესო შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა. ”თეთრების” მთავარი მწვრთნელი ძალიან კმაყოფილი იყო შედეგით, მაგრამ ყველაფერზე მეტად მას გუნდის თამაშის ხარისხი მოეწონა: ”ძალიან ძლიერი ჯგუფია, გაერთიანებული/ერთიანი და მოტივირებული. თუ ამის მსგავსად გავაგრძელებთ, ჩემპიონატის დასაწყისისთვის მშვენიერ ფორმაში ვიქნებით.” მან ასევე აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებენ ესპანეთის სუპერ თასის მოსაგებად, მაგრამ მაინც არსებობს რაღაც მომენტები, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია: ”შევეცდებით, რომ ყველა შეხვედრა მოვიგოთ და განსაკუთრებული ყურადღება ერთ რომელიმე ტურნირს არ მივანიჭოთ, მიუხედავად ამისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ჩემპიონთა ლიგა მაინც პირველ და ყველაზე მაღალ საფეხურზეა.”"


”მადრიდის რეალის” მთავარმა მწვრთნელმა პრეს-კონფერენცია ახალ სეზონზე საუბრით დაიწყო: ”ვცდილობთ მოვახდინოთ სამწვრთნელო ვარჯიშებისა და შეხვედრებზე ფიქრის კოორდინირება. თუ ფეხბურთელები დაიღლებიან, ეს ცუდი ამბავი იქნება. ხალხი კარგდ ფორმაშია და ცუდია, რომ ფეხბურთელებს ეროვნულ ნაკრებებში უწევთ წასვლა ამ უქმეებზე. ისინი სამშაბათს დაბრუნდებიან. ლოს ანჯელესში ჩვენ უფრო მეტად შევთამაშდით. გვაქ საკუთარი სისტემა, რომელსაც მივყვებით აგერ უკვე ორი წელია. ეს ჯგუფი ძლიერია, ერთიანი და მოტივირებული. თუ ასე გავაგრძელებთ, ჩემპიონატის დაწყების წინ კარგ ფორმაში ვიქნებით.”

მორიგი ასპექტი, რომელზეც პორტუგალიელმა სპეციალისტმა გაამახვილა ყურადღება არის ის ამბიცია, რომელიც მის ფეხბურთელებს გააჩნიათ და რომელიც ყოველ შეხვედრაში კარგად ჩანს: ”ესაა ის, რაც მათ ამოძრავებთ და არა ის, რასაც მე ვასწვალი. მე ვეთანხმები და ვიზიარებ მათ აზრს. ესაა დიდი კლუბის გენიალური ბუნება, რომ მუდამ გიუნდ წინსვლა , წარმატებები და უფრო უკეთეს ფორმაში ყოფნა, უფრო მეტი შეხვედრის მოგება. ვცდილობთ ყველა შეხვედრა მოვიგოთ ისე, რომ რომელიმე ტურნირს უპირატესობა არ მივანიჭოთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ჩემპიონთა ლიგა მაინც ყველაზე მაღლა დგას. თითოეული შეხვედრა მნიშვნელოვანია, თვით ეს ამხანაგური შეხვედრებიც ა.შ.შ-ში, ვინაიდან გვეძლევა საშუალება შევხვდეთ და გავესაუბროთ საკუთარ გულშემატკივრებს, უკეთესად მოვემზადოთ და ხელი შევუწყოთ ფეხბურთის განვითარებას ამ ქვეყანაში.”

როცა ესპანეთის სუპერ თასზე კითხსეს, მოურინიომ ახსნა, რომ ესაა ტიტული, რომლის მოგებასაც ის ისურვებდა, მაგრამ მასთან ერთად არის სხვა ტურნირები, რომელიც მისთვის უფრო პრიორიტეტულია: ”წინა სეზონში ჩვენ წავაგეთ და დავთმეთ ესპანეთის სუპერ თასი და მოვიგეთ სარეკორდო მაჩვენებლით ლა ლიგა. არ მიმაჩნია, რომ ეს შედეგი გავლენას მოახდენს მთესლ სეზონზე. ვეცდებით, რომ მოვიგოთ ისეთ გუნდთან, როგორიც ”ბარსელონაა”, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენ ოთხ ტურნირზე გამოვდივართ და ყველა ხვდება , რომ სუპერ თასი ამ ოთხს შორის ყველაზე ბოლო ადგილასაა. უფრო მნიშვნელოვანია ”ვალენსიასთან” შეხვედრა და სამწუხაროდ შაბათს ზოგიერთ ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში უწევს წასვლა და მათ არ შეეძლებათ, რომ კრიტიკულ კვირას ჩვენს გვერდით იყვნენ. ესპანეთი კოსტა რიკას ეთამაშება, გერმანია არგენტინას... კლუბები უფრო მნიშვნელოვანია.”

მოურინიომ აქო თავისი ფეხბურთელები, მან განაცხადა: ”დღეს უმრავლესობა მათგანს საუკეთესო თამაში ქონდა”. კაკაზე მან განაცხადა: ”ბედნიერი ვარ იმით, თუ როგორ ითამაშა მან. ყველა მნიშვნელოვანი ისაა, რომ ის ბედნიერია და ყველაზე სუაკეთესო რამ ფეხბურთში არის ის, რომ ფეხბურთელს თამაში უწევს. ის დიდებული ფეხბურთელია, უმაღლესი კლასის. თუ დარჩება, ჩემთვის ეს საუკეთესო ვარიანტი იქნება და თუ არა, აუცილებლად ვნახავთ განსხვავებას.” dle 10.1

  • shvela
  • 8 აგვისტო 2012
  • 1872
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (12)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)