100 მილიონი სარგებელი "რეალს" აკადემიიდან

100 მილიონი სარგებელი "რეალს" აკადემიიდან


კლუბი კვლავაც განაგრძობს საკუთარი აღზრდილების გაყიდვას.


მადრიდის "რეალის" კანტერა ნამდვილი საგანძურია. აქ არ იგულისხმება მხოლოდ საფეხბურთო საფუძველი, საუბარი ეკონომიკურ საკითხზეა. ბოლო წლების განმავლობაში აკადემიამ უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელი გაზარდა, მაგრამ პირველ გუნდში თამაშის უფლება ძალიან ცოტამ თუ მიიღო. გუნდი ზრდის ფეხბურთელებს და შემდეგ ყიდის მათ სარფიან ფასად. მადრიდის "რეალის" ამ პოლიტიკამ ბოლო 10 წლის განმავლობაში კლუბს 100 მილიონი ევრო მოუტანა.

ალვარო ნეგრედო, რომელიც "კასტილიას" ღირსებას 2 წელიწადი იცავდა "სევილიაში" წავიდა 2009 წელს. ამ წელს კლუბი ასევე დატოვა ხავი გარსიამ, რომელმაც "ბენფიკას" მიაშურა 7 მილიონ ევროდ. 6 მილიონ ევროდ "ხეტაფეში" გადავიდნენ პარეხო და მიგელ ტორეს. ალბერტო ბუენო კი 3 მილიონ ევროდ გადავიდა "ვალიადოლიდში".

ეპოქის დასასრული "ზიდანი და პავონი"


ამ პერიოდში მადრიდის "რაეალი" უამრავმა ტალანტმა დატოვა, ვინაიდან პირველ გუნდში მოხვედრა და დამკვიდრება საოცრად რთული გახდათ. 2007 წელს კლუბი დატოვეს: დიეგო ლოპესმა(7 მლნ), რაულ ბრავომ(2,3 მლნ), ხავი გარსიამ (2,5 მლნ), ალვარო მეხიამ, მინანბრეს პავონომ, ბორხა ვალერომ და მატამ. ეს უკანასკნელი კი თავის ახალ გუნდში უფასოდ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა.

ახლა ამ სიაში საშვალება გვაქვს ახალი სახელები შევიტანოთ. როდრგომ დატოვა "რეალი" საკუთარი შესალებლობების ძიებაში და "ბენფიკას" მიაშურა. ხუაფრანმა "ატლეტიკოში" თამაში არჩია. გრანერო, ვისთვისაც "ხეტაფემ" 3 მილიონი ევრო გადაიხადა, მაგრამ შემდეგ თეთრებმა დაიბრუნეს ესპანელი ფეხბურთელი. 1,3 მილიონ ევროდ შეუერთდა არბელოა "დეპორტივოს" მაგრამ იგიც შემდეგში დაბრუნებული იქნა თავის პირველ გუნდში.

განსაკუთრებული შემთხვევაა სამუელ ეტო'ო. იგი "რეალში" 1997-2000 წლებში ირიცხებოდა, როდესაც კამერუნელს აღარ სურდა მადრიდში დარჩენა "მალიორკას" მიაშურა 12 მილიონ ევროს სანაცვლოდ. 2004 წელს ეტო "ბარსელონაში" გადავიდა სატრანსფერო უფლება ნახევარი "რეალს" ეკუთნოდა, ნახევარი "მალიორკას" მაგრამ ფეხბურთელი "ბარსელონამ" სრულად გამოისყიდა. შემდეგ როგორ მოერგო და რა გააკეთა "ბარსელონაში" კამერუნელმა ფეხბურთელმა ყველას კარგად მოგეხსენებათ.

"ბლანკოსმა" ასევე გაუშვა ვალდო, რივერა, არანდა, სარაბია. ამ სიას ამ ზაფხულს მიემატა კარვახალი ("ლევერკუზენი") 5 მლნ. და ხოსელუ 6 მილიონი. ("ჰოფენჰაიმი"). ამ სეზონში თეთრებმა ძველი სურათი კვლავაც გაიმეორეს. "რეალში" არ ეძლევათ საშვალება "კანტერანოებს" დაამტკიცონ თავიანთი შესაძლებლობები და პირველ გუნდში თამაშის უფლება მოიპოვონ, ამიტომ მათ ყიდიან საკმაოდ სარფიან ფასად.

ოცნებაა ყველა კანტერანომ პირველ გუნდში ითამაშოს, მაგრამ მკაცრი რეალობა სულ სხვაა: პირველ გუნდში მხოლოდ რამდენიმე რჩეული მოხვდა. ესენი კასილასი, გუტი და რაული არიან. აკადემიდან პირველ გუნდში მოხვედრის შანსი და იქ დამკვიდრების ბედნიერება თითქმის არავის არა აქვს, ამიტომ ფეხბურთელები იძულებულები არიან დატოვონ კლუბი. მაგრამ ერთი რამ არის გარკვეული, მადრიდის "რეალს" უმაღლესი დონის აკადემია აქვს. ამაზე ის თანხა მიუთითებს რომლითაც კლუბმა იხეირა ბოლო 10 წლის განმავლობაში.




ინფორმაციის წყარო: Мerengues.ru, Marca.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (375)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)