კარანკა: ”გუნდი აგრძელებს განვითარებას”

”მადრიდის რეალის” მეორე ამხანაგური შეხვედრის შემდეგ აიტორ კარანკა წარსდგა ამერიკელი ჟურნალისტების წინაშე და განაცხადა: ”ბოლო შეხვედრისგან იმაზე მეტი ვისწავლეთ, ვიდრე წინასგან, მაგრამ ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ისაა, რომ ზრდა და განვითარება უნდა გავაგრძელოთ”. მან ასევე ისაუბრა ლა ლიგის პირველ ტურებზე და ასევე მოახლოებულ ესპანეთის სუპერ თასის შეხვედრაზე ”ბარსელონას” წინააღმდეგ: ”ჯერ კიდევ წინ გვაქ რამოდენიმე შეხვედრა და ვარჯიში. გუნდი აგრძელებს ზრდას და მოგების ამბიცია გააჩნია.”


”თეთრების” დამხმარე მწვრთნელმა გაანალიზა ”მადრიდის რეალის” მეორე გამარჯვება ა.შ.შ-ში: ”ეს სრულიად ჰამსხვავებული შეხვედრა იყო, იმაზე რთული, ვიდრე წინა თამაში ”ლოს ანჯელეს გალაქსის” წინააღმდეგ. ესაა გუნდი, რომელსაც შიდა ჩემპიონატი დაწყებული აქვს და აქ თავიანთი თამაშის საჩვენებლად მოვიდნენ. ამან გვასწავლა ჩვენ უფრო მეტი, ვიდრე წინა შეხვედრამ, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ვაგრძელებთ განვითარებას. შეხვედრაში ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული იყო ფიზიკურ გამძლეობაზე.”

კარანკა ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ სუპერ თასის შეხვედრა ”ბარსელონასთან” ძალიან შორსაა: ”ჯერ კიდევ დაგვრჩა რამოდენიმე ამხანაგური შეხვედრა და საწვრთნელი ვარჯიში გასამართი. გარდა ამისა, სუპერ თასის შეხვედრის წინ ლა ლიგის პირველი ტური იღებს სტარტს და მისი თამაში მოგვიწევს. ეს გუნდი აგრძელებს ზრდას და მას მოგების ამბიცია გააჩნია. იმ კვალიფიკაციით, რაც ჩვენ გვაქ და იმ ხალხით, რომელიც შემადგენლობაში გვყავს, ეს ამბიცია უფრო მეტ ძალას გვმატებს მომავლისთვის და ვეცდებით, რომ ყველა გათამაშებაში , სადაც მივიღებთ მონაწილეობას, ჩემპიონები გავხდეთ.”

გუნდის თითოეულ ფეხბურთელზე საუბრისას, ”მადრიდის რეალის” მწვრთნელმა ილაპარაკა მორატაზე და მის მიერ განვლილ გზაზე, მის პროგრესზე მოკლე ვადებში: ”წინა სეზონში მისი პროგრესი ძალიან შესამჩნევი და კარგი იყო. ისაა ფეხბურთელი, რომელიც გამოიმუშავებს იმას, რაც აქვს მხოლოდ და მხოლოდ ბევრი შრომით , ამიტომაც გვყავს ის პირველ გუნდში. აქ კარგ გარემოშია და რა თქმა უნდა, ექნება თავის გამოჩენის შესაძლებლობები. ძალიან კარგი პოტენციალი აქვს. ჩვენთან სამ კვირიანი ვარჯიშის მანძილზე აჩვენა, რომ მზადაა ჩვენთან ერთად თამაშისთვის.” dle 10.1

  • shvela
  • 5 აგვისტო 2012
  • 1370
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (375)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)