მოურინიო: "მე-10 ტიტულის მოგებაზე ვართ მოტივირებულნი"

ჟოზე მოურინიო სეზონის წინ სავსეა იმედებითა და ოპტიმიზმით. ამერიკულ ტელეკომპანია Fox-თან ინტერვიუში , პორტუგალიელმა გაანალიზა წინა წლის სეზონის მიღწევები და ისაუბრა ახალ სეზონზე.


"ჩვენ ძალიან რთული მოსამზადებელი პერიოდი გვაქ, ვინაიდან კარგად ვიცით, რომ წინ ადვილი საქმეები არ გველის, არამედ პირიქით, რთული და მომქანცველი სეზონი, ამიტომაც აქედანვე ვემზადებით. გუნდი დაკომპლექტებულია. ესენი არიან განსაკუთრებული ფეხბურთელები, ბევრი მათგანი მსოფლიოში საუკეთესოა საკუთარ პოზიციაზე და მიკვირს მათი არჩამქრალი მოტივაცია ყოველი ახალი გამოწვევის წინ, აქედანვე მოტივირებულნი ვართ მე-10 ლიგის ტიტულის მოგებისთვის."

კითხვაზე , რა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის ლა ლიგის ტიტულის შენარჩუნება, თუ ჩემპიონთა ლიგის მოგება, ჟოზემ თავისი პასუხით დაიცვა ბალანსი, რითაც ის მუდამ გამოირჩეოდა: "მე ვიცი, რომ "მადრიდის რეალის" მოწოდება ესაა ჩემპიონთა ლიგის მოგება, მაგრამ ამავდროულად ჩვენ ყველა ტიტულის მოგება გვინდა. ჩემი აზრით, წინა სეზონში ლა ლიგის მოგება ძალიან რთული იყო, უფრო მეტიც ეს უნიკალური გახლდათ."

ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში "თეთრების" მთავარი მწვრთნელი საკუტარ ფეხბურთელებს უჭერს მხარს: "ჩემი აზრი ყველასთვის ცნობილია, ფეხბურთი ეს კოლექტიური თამაშია. "მადრიდის რეალმა" მოიგო მნიშვნელოვანი ტიტული და ეს აღმაფრთოვანებლად გააკეთა. სწორედ ისინი, რომლებიც ასეთ წარმატებებს აღწევენ იმსახურებენ ინდივიდუალურ ჯილდოებს."

ა.შ.შ-ში ფეხბურთის განვითარების დონეზე, ჟოზემ განაცხადა: "მე ვიცი ამ ქვეყნის სპორტული კულტურა და ვიცი, რომ ფეხბურთი ამერრიკელებისთვის არასდროს არ იყო სპორტის ნომერ პირველი სახეობა, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ა.შ.შ-ში ფეხბურთის განვითარებას, ძალიან კარგ და დადებით საქმეს აკეთებენ." dle 10.1

  • shvela
  • 4 აგვისტო 2012
  • 1503
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)